ფოლიუმის მჟ400მკგ#100ტ ამვილაბ

89352
მარაგშია
44.84 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიწყალში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიFolic acid გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
44.84 

ამვილაბი ფოლის მჟავა 400 მკგ

ახალი თაობის ფოლიუმის მჟავა

მეტაბოლურად  აქტიური ფორმა მაღალი ბიოშეღწევადობით

შემადგენლობა: ფოლატი  - 670 მკგ (ფოლის მჟავა - 400 მკგ).

ამვილაბის ფოლის მჟავა (ფოლატი),  წარმოადგენს ფოლიუმის მჟავის ნატურალურ, ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას მაღალი ბიოშეღწევადობით, მისი აქტიურ ფორმად ( 5 MTHF )  გარდაქმნა არ საჭიროებს დამატებით ფერმენტულ რეაქციებს, მეტაბოლურად აქტიურ ფორმად გარდაქმნა იწყება მყისიერად  წვრილი ნაწლავის  ლორწოვანზე და  მას სრულყოფილად ითვისებს ორგანიზმი, განსხვავებით სინთეზურად მიღებული ფოლიუმის მჟავისგან, რომლის აქტიურ ფორმად გარდაქმნა ხდება ფერმენტული რეაქციით  ღვიძლში,  ფერმენტ დეჰიდროფოლატრედუქტაზას  მოქმედებით.

ამვილაბის ფოლის მჟავა (ფოლატი, L მეტილფოლატი, 5 - მეთილტეტრაჰიდროფოლატი) წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესებში. აუცილებელია სისხლის წარმოქმნისა და ნერვული სისტემის განვითარებისათვის. მონაწილეობს  ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე ისეთ უმნიშვნელოვანეს პროცესებში, როგორიცაა დნმ-ის, რნმ-ის  სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ამინომჟავების (სერინი, მეთიონინი, გლიცინი) ნუკლეინის მჟავების, პურინების და პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინისა და ქოლინის ცვლაში. ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის.

ფოლიუმის მჟავა ორსულობის პირველ ტრიმესტრში აუცილებელია ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის ნორმალური განვითარებისათვის. უზრუნველყოფს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან, უზრუნველყოფს მშობიარობის შემდგომი დეპრესიების პროფილაქტიკას დედებში. ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში ამცირებს ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტებს,  ასევე ამცირებს აუტისტური სპექტრის აშლილობებს ბავშვებში და ალერგიისა და ატოპიური რეაქციების განვითარების სიხშირეს.

ფოლიუმის მჟავას გააჩნია უმნიშვნელოვანესი როლი იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ნერვული იმპულსების გატარებაში. ფოლიუმის მჟავა აწესრიგებს თავის ტვინის მოქმედებას   და ხერხემლის სითხის  ერთ- ერთი უმთავრესი შემადგენელი კომპონენტია, აუმჯობესებს ნეირომედიატორების (სეროტონინი, დოფამინი) სინთეზს, შესაბამისად აუმჯობესებს გუნება განწყობილებას, მეხსიერებას, გონებრივ შესაძლებლობებს.

ფოლიუმის მჟავა ამცირებს სისხლში ჰომოცისტეინის კონცენტრაციას, შესაბამისად ხელს უშლის სისხლძარღვების ენდოთელიუმის დაზიანებას, სისხლძარღვების შევიწროებას, სისხლის შედედების გაზრდას, რის შედეგადაც 10-25 % ით მცირდება ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა  დაავადებების  განვითარების რისკი. მისი მიღება ამცირებს ვიტილიგოს სიმპტომებს და ასაკოვან პაციენტებში ამცირებს მხედველობის გაუარესების რისკს.

ჩვენება:

  • ფოლის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა  (ფოლიუმდეფიციტური ანემია, მაკროციტული, ჰიპერქრომული ანემია, წამლისმიერი ან მაიონიზირებელი რადიაციით გამოწვეული ანემია, ლეიკოპენია, მეგალობლასტური, სიდერობლასტური  ანემია, წვრილი ნაწლავის დაავადებებთან, სპრუს და მალაბსორბციის სინდრომთან დაკავშირებული  ანემიები)
  • ანემიების მკურნალობა და პროფილაქტიკა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
  • ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტების პროფილაქტიკა
  • პრეეკლამფსია
  • მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პროფილაქტიკა
  • არაბალანსირებული, არასრულყოფილი კვებით გამოწვეული ფოლის მჟავას დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირება ( არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, თრომბოზი)
  • ოსტეოპოროზი
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, მეხსიერების დაქვეითება
  • დეპრესია, შაკიკი
  • სარძევე ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნე
  • ფოლის მჟავას ანტაგონისტებით (მეტოტრექსატი, ტრიმეტოპრიმი/სულფამეტაქსაზოლის კომბინაცია) და ანტიკონვულსანტებით (ფენიტოინი, პრიმიდონი, ფენობარბიტალი) ხანგრძლივი მკურნალობა

დოზირება:  1 ტაბლეტი  დღეში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით

გამოშვების ფორმა:  #100 ტაბლეტი

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ