ვიდრაფი 2%120მლ შამპუნი

89368
-29%
მარაგშია
30.65 
21.91 
დანაზოგი: 8.74 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისოკოს საწინააღმდეგო და მასთან ერთად სხვა ეფექტების მქონე პრეპ. ჯენერიკიKetoconazole,Zinc pyrithione გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
30.65 
21.91 
დანაზოგი: 8.74 ₾ (29%)

ვი-დრაფი

V-DRUF

კეტოკონაზოლი 2%, თუთიის პირითიონი 1% და  ალოე ვერა 10%, შამპუნი

 

შემადგენლობა:

კეტოკონაზოლი USP…..............................2%

თუთიის პირიტიონი……….........................1%

ალოე ვერას გელის ფუძე…......................10%

ფერი: ბრილიანტის ლურჯი

აღწერა: V-DRUF შამპუნი შეიცავს კეტონაზოლს, თუთიის პირითიონს და  ალოე ვერას. კეტოკონაზოლი არის ფართო სპექტრის მოქმედების მქონე სოკოს საწინააღმდეგო საშუალება. თუთიის პირითიონი ცნობილია როგორც ქერტლისა და სებორეული დერმატიტის საუკეთესო სამკურნალო საშუალება. ალოე ვერას აქვს ბუნებრივი ანტიფუნგიციდური თვისებები.

ჩვენება:

V-DRUF შამპუნი გამოიყენება ინფექციების, მათ შორის საფუარა სოკოს Pityrosporumან მისი მიცელიის ფორმის მიერ გამოწვეული ქერტლის, ნაირფერი პიტირიაზის (ლოკალიზებული), სებორეული დერმატიტის და პიტირიაზის (ქერტლი) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.  

გამოყენების წესი:

საუკეთესო შედეგის მისაღებად გამოიყენეთ V-DRUF შამპუნი შემდეგნაირად:

1. დაისველეთ სკალპი და თანაბრად წაისვით შამპუნი;

2. სკალპზე შეიზილეთ ნაზად და გაიჩერეთ 5 წუთი; (ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება)

3. შეანჯღრიეთ შამპუნი, წაისთვით ხელახლა და გაიჩერეთ 2 წუთი. (თმის კონდიცირებისთვის)

1. სებორეული დერმატიტისთვის და პიტირიაზისთვის (ქერტლი):

მკურნალობა: კვირაში ორჯერ 2-4 კვირის განმავლობაში.

პროფილაქტიკისთვის: კვირაში ერთჯერ, 1-2 კვირა.

2.ნაირფერი პიტირიაზის დროს:

მკურნალობა: დღეში ერთჯერ - 5 დღე.

პროფილაქტიკისთვის: დღეში ერთჯერ -3 დღე.

უკუჩვენება:

V-DRUF შამპუნი უკუნაჩვენებია იმ ადამიანებში რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა კეტოკონაზოლის, თუთიის პირითიონს ან სხვა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.

არ გამოიყენება ჭრილობებზე და დაზიანებულ კანზე. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულებში და მეძუძურ დედებში მისი მოხმარება არ არის რეკომენდებული ექიმის რჩევის გარეშე.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის

1. მოერიდეთ თვალთან კონტაქტს, თვალში მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ამოიბანეთ თვალი წყლით.

2. თუ პროდუქტის რეგულარული და სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში მდგომარეობა არ გამოსწორდა ან გაუარესდა, მაშინ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

3. V-DRUF შამპუნმა შეიძლება გამოიწვიოს ხვეული თმის დროებით დაშლა. 

4. ბავშვებში  მისი უსაფრთხოება არ არის დადგენილი.

საცალო გაყიდვაშია მხოლოდ რეგისტრირებული ექიმის მიერ გაცემული რეცეპტით.

გვერდითი მოვლენები:

V-DRUF შამპუნით ადგილობრივი მკურნალობა კარგად გადაიტანება. იშვიათ შემთხვევებში  აღინიშნებოდა თმის გახუნება, ზრდის თმის ნორმალურ ცვენას, გაღიზიანებას (<1%). შეიძლება აღინიშნოს თმის ტექსტურის შეცვლა, მსუბუქი ქავილი, ცხიმიანობა,  თმის და სკალპის სიმშრალე.

შენახვა:

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე

მოარიდეთ ბავშვებს

გამოყენებამდე ნაზად შეანჯღრიეთ.

შეფუთვა:

V-DRUF შამპუნი მოცემულია 60 მლ და 120 მლ ბოთლებში.

ვარგისობის ვადა: 30 თვე

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

წარმოებულია

Coral Laboratories Ltd.-ს მიერ

ნაკვეთი # 57/1 (16), ბენსლორი, დუნეტა, ნანი დამანი - 396210, ინდოეთი

ელ-ფოსტა: [email protected]    

მსგავსი პროდუქტები