პარადოქს ომეგა3+ფოლ/მჟ.დედ#30ტ

89556
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფილიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები ჯენერიკიOmega-3(EPA)(DHA),Acidum folicum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

პარადოქს® მამს+ კაფსულები N30

 

აღწერილობა & და თვისებები:

 

PARAD0X® - პარადოქსი® - ახალი თაობის ომეგა დანამატი!!!

განსხვავებული ომეგას ზეთი!

DHA + ფოლიუმის მჟავა

2 ძირითადი ინგრედიენტი

დედა + ბავშვი

 

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი:300 მგ. DHA 800 მკგ. ფოლიუმის მჟავით / 30 x 911 მგ, თევზის სუნის და გემოს გარეშე!

 

პარადოქს® მამს+ კაფსულები - DHA + ფოლიუმის მჟავა, უსაფრთხო და სუფთა გზა ორსულობამდე, ორსულობისას და ორსულობის შემდეგ.

პარადოქს® მამს+ აერთიანებს DHA-ს ფოლიუმის მჟავასთან ერთად, დღეში ერთი სრულყოფილი კაფსულის შექმნისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. ჩვენი უნიკალური ფორმულა შექმნილია ორსულობამდე, ორსულობისას და ორსულობის შემდგომ პერიოდში მისაღებად, ისევე როგორც ძუძუთი კვების დროს.

 

DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა) - რეკომენდებული დღიური დოზა (250 მგ DHA) ხელს უწყობს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და მხედველობის შენარჩუნებას.

 

* დედების მოხმარებისთვის DHA წარმოადგენს ძირითად კომპონენტს, რომელიც ხელს უწყობს ნაყოფის თავის ტვინის, მხედველობის, კოგნიტური ფუნქციისა და იმუნური და ნერვული სისტემების ნორმალურ განვითარებას.

** ფოლიუმის მჟავა საკვანძო წინაპირობაა ჩასახვამდე და ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში, ვინაიდან ის აუცილებელია ბავშვის ნერვული სისტემის განვითარებისთვის, გარდა ამისა ფოლიუმის მჟავა ორსულობის განმავლობაში ხელს უწყობს დედის ქსოვილის ნორმალურ ზრდას.

 

* საუკეთესო ეფექტი მიიღწევა რეკომენდებული დღიური დოზის, 200 მგ. DHA–ს ყოველდღიური მიღებით.

** საუკეთესო ეფექტი მიიღწევა რეკომენდებული დღიური დოზის, 400 მკგ-800 მკგ. ფოლიუმის მჟავის ყოველდღიური მიღებით.

 

რატომ უნდ აავირჩიოთ პარადოქსი?

•  PARAD0X® ომეგას სამეცნიერო ექსპერტები გთავაზობთ ბუნებრივ გადაწყვეტილებებს ყოველდღიური ჯანმრთელობისთვის.

პარადოქსი შემუშავებულია უნიკალური და დაბალანსებული ფორმულის გამოყენებით, მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დაცულია ომეგა 3 შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები.

რევოლუციური გზა სისუფთავის, ხარისხისა და სტაბილურობისაკენ.

PARADOX® აერთიანებს საკვანძო საკვებ, დიეტურ ნივთიერებებს არქტიკისა და ხმელთაშუა ზღვიდან, რათა შექმნას ომეგა საკვები დანატების ახალი თაობა.

•  EPA და DHA მოლეკულები ძალიან მყიფეა. ისინი ადვილად იჟანგებიან და იშლებიან მავნე ნივთიერებების გავლენის ქვეშ. თავის მხრივ, როდესაც მოლეკულები იშლებიან, ისინი ნაკლებად ეფექტუები ხდებიან.

ჟანგვითი პროცესების შესაჩერებლად PARADOX® ომეგას დამატებული აქვს ბუნებრივი, ძლიერი ანტიოქსიდანტები - პოლიფენოლები. შედეგად, PARADOX® ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების სტაბილურობა იზრდება 16-155% -ით, ხოლო თქვენ იღებთ ახალ, დაცულ ომეგას 3-ს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ PARADOX®–ში ბუნებრივი ზეთების უნიკალური ნაზავი გაცილებით უფრო მდგრადია.

•  PARADOX® მოლეკულები არსებობენ ბუნებრივი ტრიგლიცერიდების (TG) სახით და არა ეთილის ეთერის სახით. აქედან გამომდინარე PARADOX® ომეგას ბიოშეღწევადობა (შეწოვის უნარი) იზრდება 70% -ით.

 

აქტიური ინგრედიენტი (ები) (საერთაშორისო ჯენერიკული დასახელება) / რაოდენობა:

რეკომენდებული დღიური დოზის შესაბამისად; 1 (ერთი) კაფსულა: ომეგა-3, ღრმა-წყლოვანი ზღვის თევზის ქონი (Incromega TG 10 50) - 750.00000 მგ, პრემიუმ ხარისხის ზეითუნის ზეთი - 118.91832 მგ, აეროსილი 300 - 41.00 000 მგ, ფოლიუმის მჟავა - 1.08168 მგ.

დამხმარე ნივთიერება (ები) / რაოდენობა:

თევზის ჟელატინი 200, ლაპი (სერთიფიცირებული - ჰალალ/კოშერი) - 202.5674 მგ, BP გლიცეროლი - 130.1847 მგ, შავი რკინის ოქსიდის პასტა - 3.2910 მგ, თეთრი ტიტანის დიოქსიდის პასტა - 2.7040 მგ, წითელი კარამინი NF 201 - 0.6661 მგ.

გამოშვების ფორმა:

რბილი გელ-კაფსულები 911 მგ x 30 ტაბლეტი ბლისტერში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, საინფორმაციო ბროშურასთან ერთად.

საკვები ღირებულება:

თითოეულ 1 კაფსულაში

ომეგა-3 თევზის ქონი

750 მგ

მათ შორის

სულ ომეგა-3

427 მგ

DHA (დოკოზაჰექსაენისმჟავა)

300 მგ

EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა)                   

67 მგ

ფოლიუმის მჟავა

800 მკგ


რეკომენდებული 
დღიური დოზა:

1 კაფსულა პერორალური მიღებისთვის.

შენიშვნა: თითოეული 1 კაფსულა = 300 მგ DHA + 800 მკგ (μg) ფოლიუმის მჟავა.

უკუჩვენება / გვერდითი მოვლენები:
არ გააჩნია უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები.

გაფრთხილება ალერგიულ რეაქციებზე - კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა. იხილეთ ინგრედიენტების სია. კაფსულა მზადდება თევზის ჟელატინისგან (ჰალალ/კოშერის სერთიფიკაცია).

სპეციალური მითითებები:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ორსულობის დროს, ნებისმიერი მინერალების ან ვიტამინინების დანამატების მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ალტერნატივა.

პროდუქტები არ შეიცავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კომპონენტებს

პრეპარატის შენახვის პირობები:

შეინახეთ გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.

გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

 

უნიკალური ფორმულირებები და თერაპიული ეფექტურობა დაფუძნებულია ფართო და ხანგრძლივ ლიტერატურულ მიმოხილვებზე, ეპიდემიოლოგიურ და კლინიკური კვლევებზე.

ლაბორატორიული კვლევები ხორციელდებოდა ოლსტერის ბიო-სამედიცინო უნივერსიტეტის,  დიდ ბრიტანეთში N1 დეპარტამენტის გუნდის მიერ.

 

პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას,  შეესაბამება ევრო კავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას საკვებ დანამატზე, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.

Paradox Omega Oils Ltd

Belfast BT4 2AG,

Northern Ireland, UK

მსგავსი პროდუქტები