პანდევიტი K 10მლ წვეთები

89673
მარაგშია
30.89 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიცხიმში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიVit.D3+K2(Menaquinone) გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
30.89 

პანდევიტი K 10 მლ წვეთები    

საკვები დანამატი

შემადგენლობა:

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 400 ს.ე.

ვიტამინი K2 (მენახინონი) 12 მკგ

(ემულგატორი – საშუალო ჯაჭვოვანი ტრიგლიცერიდები, მზესუმზირის ზეთი – helianthus  annuus).       

ჩვენება:

1. კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულირება

  • რაქიტის პროფილაქტიკა;
  • კბილების დემინერალიზაცია;
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, რეაბილიტაციის პერიოდი.

2. სისხლძარღვთა კალციფიკაციის პრევენცია

დოზირება: დასაშვებია მიღება ახალშობილობის პერიოდიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

რეკომენდებულია 10 წვეთის მიღება დღეში. შესაძლებელია დღიური დოზის გაყოფა 2 მიღებაზე ანუ 5 წვეთი დღეში 2–ჯერ.

ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

არ მიიღოთ შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

არ გამოიყენოთ სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების შემცვლელად.

ვიტამინი D3 – ორი გზით ხვდება ორგანიზმში: ის შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან საკვებთან და საკვებ დანამატებთან ერთად ან წარმოიქმნება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით.

1 წლამდე ასაკში კალციუმის და ფოსფორის ცვლის ნორმალიზებისთვის აუცილებელია D-ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზის– 400 საერთაშორისო ერთეულის (IU) მიღება.

D ვიტამინის დეფიციტისას, საჭირო ხდება სამკურნალო დოზა.

დადგენილია, რომ ძვლის სიმტკიცის გარდა, D ვიტამინი ხელს უწყობს ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური სისტემის ფუნქციის რეგულირებას.

D ვიტამინის როლი რაქიტის პრევენციისა და მკურნალობისთვის ყველასთვის ცნობილია.

რაქიტი ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნისა და მინერალიზაციის დარღვევა, D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლა.

D ვიტამინი ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმისრკინისმაგნიუმისფოსფორისა და თუთიის შეწოვას.

D ვიტამინის დეფიციტის დროს ზიანდება:

  1. ძვალ–სახსროვანი სისტემა: ბავშვებში გამოხატულია ძირითადად რაქიტი (ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, ართრიტი, პაროდონტოზი);
  2. კუნთოვანი და ნერვული სისტემა (უძილობა, აგზნებადობა, გახანგრძლივებული ტირილი, ოფლიანობა, ადვილად დაღლა);
  3. იმუნური სისტემა (ასთმა, ალერგია და სხვა).

საკვებში ვიტამინი D-ს უკმარისობა, მისი შეწოვის პროცესის დარღვევა, მზის სხივების ექსპოზიციის არ არსებობა იწვევს ახალშობილებში კბილის ემალის წარმოქმნის დარღვევას, ბავშვის სწრაფად ზრდის პერიოდში კი – რაქიტს.

რაქიტის რისკფაქტორები:

  • დედის ასაკი (35 წელზე მეტი);
  • დედის არაბალანსირებული, არაადეკვატური კვება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
  • დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
  • ბავშვის დღენაკლულობა;
  • ბავშვის დიდი წონა დაბადებისას;
  • სიცოცხლის პირველი 3 თვის განმავლობაში წონის ჭარბი ნამატი;
  • ხელოვნური კვება;
  • უმოძრაობა (ბავშვის მჭიდროდ გახვევა ან აკვანში ჩაკვრა);
  • ხშირი რესპირაციული ინფექცია და დიარეა.

კლინიკური გამოვლინება:

რაქიტის პირველი ნიშნები 1-2 თვის ბავშვებშიც იჩენს ხოლმე თავს, თუმცა კლინიკური სურათის სრული გამოვლენა 4-დან 12 თვემდე ხდება.

რაქიტი ცვლილებებს იწვევს ნერვულ, ძვალსახსროვან და კუნთოვან სისტემებში. სიმპტომების გამოვლენის ხარისხი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული.

ეჭვგარეშეა, რომ D ვიტამინი წარმოადგენს კრიტიკულად აუცილებელ საკვებ დანამატს ჯანმრთელობისთვის .

D ვიტამინის უსაფრთხოებას, კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოწესრიგებას და სასარგებლო გავლენას ორგანიზმზე განაპირობებს ვიტამინი K2. იმისათვის, რომ სისრულეში მოვიდეს კალციუმის დანიშნულების ადგილამდე მისვლის პროცესი, აუცილებელი პირობაა არსებობდეს K2 ვიტამინის საკმარისი რაოდენობა.

K2 ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის გადანაწილებას ძვლებსა და კბილებში, ხოლო სისხლძარღვებიდან და რბილი ქსოვილებიდან მის გამოტანას.

შენახვის წესი: პანდევიტი K შეინახეთ მშრალ, გრილ, მზის სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა: იხილეთ კოლოფზე. 

არ გამოიყენოთ ვადის ამოწურვის შემდეგ.

მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი.

Atisav Pharma Unipessoal Lda. 4450-605 Leça da Palmeira Portugal

www.atisavpharma.pt