ლივოქს-500 #5ტ

89677
მარაგშია
15.07 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფტორქინოლონები ჯენერიკიLevofloxacinun გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
15.07 

ლივოქს-500

LIVOX-500

ტაბლეტები 

(ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები აშშფ)

 

შემდგენლობა:

აპკიანი გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი შეიცავს

ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატი აშშფ

500 მგ უწყლო ლევოფლოქსაცინის ექვივალენტური

ფარმაკოდინამიკა:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები - ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის - ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებები – ფტორქინოლონები

ათქ კოდი: J01MA12

ლევოფლოქსაცინი არის ფტორქინოლონების კლასის სინთეზური ანტიბაქტერიული აგენტი, რაცემიული პრეპარატის ოფლოქსაცინის  S (-)  ენანთიომერი. როგორც ფტორქინოლონური ანტიბაქტერიული აგენტი, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-ჰირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV-ზე. ლევოფლოქსაცინისადმი რეზისტენტობა შეძენილია თანმიმდევრული პროცესით, სამიზნე ადგილის მუტაციით, II ტიპის ტოპოიზიმერაზაში, დნმ ჰირაზაში და ტოპოიზომერაზა IV-ში. რეზისტენტობის სხვა მექანიზმები როგორიცაა შეღწევადობის ბარიერი (ხშირად Pseudomonas aeruginosa) და ეფლუქსის მექანიზმები, შეიძლება მოქმედებდეს ლევოფლოქსაცინისადმი მგრძნობელობაზე.

აღნიშნულია ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინს და სხვა ქინოლონებს შორის, მოქმედების ამ მექანიზმის გამო ჩვეულებრივ არ არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა ლევოფლოქსაცინს და სხვა ანტიბაქტერიულ აგენტებს შორის. 

ფარმაკოკინეტიკა:

ორალურად მიღებული ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის სრულად შეიწოვება, პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 1-2 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 99-100%-ს. საკვებს მცირე ეფექტი აქვს ლევოფლოქსაცინის აბსორბციაზე. ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 100 ლ-ს ერთჯერადი და განმეორებითი 500 მგ დოზების შემდეგ, რაც ქსოვილებში ფართო განაწილებაზე მიუთითებს.

ლევოფლოქსაცინი ძალიან მცირედ მეტაბოლიზდება, მეტაბოლიტებს წარმაოდგენს დემეთილ-ლევოფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინის N-ოქსიდი. ეს მეტაბოლიტები შეადგენს შარდში გამოყოფილი დოზის 5%-ზე ნაკლებს. შედარებით ნელა გამოიყოფა პლაზმიდან (t½: 6 - 8 სთ). გამოყოფა ძირითადად თირკმლით ხდება, გამოიყოფა დოზის 85%-ზე მეტი.

ჩვენება:

ლევოქს-500 ტაბლეტები ნაჩვენებია მწვავე ბაქტერიული სინუსიტის, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, არაჰოსპიტალური პნევმონიის, კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციების, პიელონეფრიტის და საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციების, ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის, გაურთულებელი ცისტიტის, ინჰალაციური ციმბირის წყლულის დროს: ექსპოზიციის შემდგომ პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის.

დოზირება და მიღების მეთოდი

დოზირება შეიძლება წარმართოს ექიმმა ან

მოზრდილები (მამაკაცები და ქალები) სინუსების, ფილტვის ინფექციისთვის, სუნთქვის პრობლემების ხანგრძლივად მქონე პირებისთვის - ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი 500 მგ დღეში ერთხელ. პნევმონიისთვის - ერთი 500 მგ ლევოფლოქსაცინის ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ. საშარდე ტრაქტის ინფექციები, თირკმლის ან შარდის ბუშტის ჩათვლით - 1/2 ან ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი 500 მგ ყოველ დღე. პროსტატის ჯირკვლის ინფექცია - ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი 500 მგ დღეში ერთხელ. კანის და კანქვეშა ქსოვილის ინფექციები, კუნთების ჩათვლით - ერთი ტაბლეტი ლევოფლოქსაცინი 500 მგ დღეში ერთხელ ან ორჯერ.

გამოყენება ბავშვებში. არ უნდა გამოიყენონ ბავშვებსა და თინეიჯერებში. მედიკამენტი მიიღეთ ორალურად, ტაბლეტები გადაყლაპეთ წყალთან ერთად. ტაბლეტების მიღება შეიძლება ჭამის  დროს ან შუალედებში.

უკუჩვენება:

- ლევოფლოქსაცინისადმი ან სხვა ქინოლონებისადმი ან დამხმარე ნივთიერებებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

- ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.

- პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ფტორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული მყესის დაავადებები.

- ბავშვებში ან მოზარდებში, ორსულობის დროს.

- მეძუძურ ქალებში.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის:

ამ ტიპის მედიკამენტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს ანამნეზში აქვთ გახანგრძლივებული QT ინტერვალი (ნანახი ეკგ-ზე, გულის ელექტრულ ჩანაწერზე), გაქვთ მარილების დისბალანსი სისხლში (განსაკუთრებით კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), გაქვთ გულის ძალიან დაბალი რითმი (“ბრადიაკრდია”), გაქვთ სუსტი გული (გულის უკმარისობა), გაქვთ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), იღებთ სხვა მედიკამენტებს რაც იწვევს ანომალურ ეკგ ცვლილებებს, გაქვთ თირკმლის პრობლემები, გაქვთ მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება “გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი. პაციენტებს უნდა ურჩიონ დაისვენონ ტენდინიტის ან მყესის გაგლეჯის პირველი ნიშნებისას.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:

სხვა სამედიცინო პროდუქტების ეფექტი ლევოფლოქსაცინზე: ლევოფლოქსაცინის აბსობრცია მნიშვნელოვნად მცირდება რკინის მარილების, ან მაგნიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდების ან დიდანოზინის მიღებისას. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების ბიოშეღწევადობა მნიშვნელოვნად მცირდება სუკრალფატთან ერთად მიღებისას. ლევოფლოქსაცინთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნა თეოფილინთან კლინიკურ კვლევაში. პრობენეციდს და ციმეტიდინს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ქონდა ლევოფლოქსაცინის ელიმინაციაზე.

ლევოფლოქსაცინის ეფექტი სხვა სამეციდინო პროდუქტებზე: ციკლოსპორინის ნახევარგამოყიფის პერიოდი 33%-ით გაიზარდა ლევოფლოქსაცინთან ერთად მიღებისას. გაზრდილი კოაგულაციის ტესტები  (PT/INR) და/ან სისხლდენა, რაც შეიძლება იყოს მძიმე, აღწერილია ლევოფლოქსაცინით ნამკურნალებ პაციენტებში K ვიტამინის ანტაგონისტებთან (მაგ. ვარფარინი) კომბინაციაში. ლევოფლოქსაცინი სხვა ფტორქინოლონების მსგავსად სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ისეთ პრეპარატებს, რომელბსაც შეუძლიათ QT ინტერვალის გახანგრძლივება.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა: ლევოფლოქსაცინი ორსულ ქალებში არ უნდა გამოიყენონ.

ლაქტაცია: ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უკუნაჩვენებია მეძუძურ ქალებში.

ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე:

ზოგიერთი გვერდითი ეფექტი (მაგ. თავბრუსხვევა/ვერტიგო, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები) შეიძლება აზიანებდეს პაციენტის კონცენტრაციის და რეაქციის უნარს, აქედან გამომდინარე შეიძლება რისკს წარმოადგენდეს სიტუაციებში, როდესაც ეს შესაძლებლობები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა (მაგ. ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა).

არასასურველი ეფექტები:

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-იდან 1 შემთხვევაში): ძილის დარღვევები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება (გულსირევა, ღებინება) და დიარეა, სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ენზიმის დონის ზრდა.

არა ხშირი (შეიძლება განვითარდეს 100-იდან 1 შემთხვევაში): სხვა ბაქტერიების ან სოკოების რაოდნეობის ცვლილება, Candida სოკოვანი ინფექციები, რომელთა მკურნალობაც საჭიროა, ლეიკოციტების რაოდენობის ცვლილება, რაც ვლინდება სისხლის ტესტებში (ლეიკოპენია, ეოზინოფილია), სტრესის შეგრძნება (შფოთვა), დაბნეულობის შეგრძნება, ნევროზულობა, ძილიანობა, კანკალი, თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო), სუნთქვის უკმარისობა (ქოშინი), გემოვნების ცვლილებები, მადის დაკარგვა, კუჭის გაღიზიანება ან საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), ტკივილი კუჭის არეში, შებერილობა ან ყაბზობა, ქავილი და კანის გამონაყარი, ძლიერი ქავილი ან ბუშტუკები (ურტიკარია), მომატებული ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), სახსრების ან კუნთების ტკივილი, სისხლის ტესტებმა შეიძლება გამოავლინოს უჩვეულო შედეგები ღვიძლი (ბილირუბინის მომატება) ან თირკმლის (კრეატინინის მომატება) პრობლემების გამო, საერთო სისუსტე.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10 000-დან 1 შემთხვევაში): გაქვთ ალერგიული რექცია, ნიშნები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: გამონაყარი, ყლაპვის ან სუნთქვის პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება. წვა, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. ეს მოვლენები შეიძლება იყოს ნეიროპათიის ნიშანი.

იშვიათი (შეიძლება განვითარედეს 1,000-დან 1 შემთხვევაში): წყლიანი, სისხლიანი დიარეა, შესაძლოა მიმდინარეობდეს მუცლის კრამპებით და მაღალი ტემპერატურით. ეს შეიძლება იყოს ნაწლავის მძიმე პრობლემების ნიშანი. მყესების და იოგების ტკივილი და ანთება, რამაც შეიძლება გაწყვეტა გამოიწვიოს, ყველაზე ხშირად ზიანდება აქილევსის მყესი. კრუნჩხვები (კონვულსიები).

უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემებით): კანის მწვავე გამონაყარი, რაც შეიძლება მოციავდეს კანზე ბუშტუკებს ან აქერცვლას ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირის და გენიტალიების ირგვლივ. მადის დაკარგვა, კანის და თვალების სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან რბილი მუცელი. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ღვიძლის ფატალურ უკმარისობასაც.

დოზის გადაჭარბება:

ლევოფლოქსაცინის დოზის მწვავე გადაჭარბების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მოსალოდნელი ნიშნებია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სიმპტომები, როგორიცაა კონფუზია, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვები, QT ინტერვალის ზრდა და გასტრო-ინტესტინური რეაქციები, როგორიცაა გულისრევა და ლორწოვანის ეროზიები.

ცნს-ეფექტები კონფუზიური მდგომარეობის, კონვულსიის, ჰალუცინაციის და ტრემორის ჩათვლით აღწერილია პოსტმარკეტინგული გამოცდილებისას.

უნდა განხორციელდეს სიმპტომური მკურნალობა. საჭიროა ეკგ მონიტორინგი, რადგან არსებობს QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობა. კუჭის ლორწოვანის დაცვის მიზნით შეიძლება ანტაციდების გამოყენება. ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი და CAPD არ არის ეფექტური ორგანიზმიდან ლევოფლოქსაცინის გამოდევნისთვის. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

შენახვა:

შეინახეთ ბნელ და მშრალ ადგილზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. სინათლისგან დაცულ ადგილზე. მედიკამენტები შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

3 წელი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

შეფუთვა:

1 ბლისტერული სტრიპი 5 ტაბლეტით, მუყაოს კოლოფში.

დამზადებულია ინდოეთში:

ზეე ლაბორატორიეს მიერ

უჩანი, გ.ტ. როად, კარნალ-132001