ვამოქსინი 500მგ #14ტ

90005
მარაგშია
20.19 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიმაკროლიდების ჯგუფი ჯენერიკიClarithromycinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
20.19 

ვამოქსინი

VAMOXIN

 

ვამოქსინი 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პერორალური გამოყენებისთვის            

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

  • შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს  
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ, არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
  • თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტებს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ამ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.  

ამ ჩანართში:

1. რა არის ვამოქსინი და რისთვის გამოიყენება  

2. რა უნდა იცოდეთ ვამოქსინის გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება ვამოქსინი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ვამოქსინი

6. სხვა ინფორმაცია

1. რა არის ვამოქსინი და რისთვის გამოიყენება

ვამოქსინის ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს 500 მგ კლარითრომიცინს აქტიური ინგრედიენტის სახით.

ვამოქსინი მიეკუთვნება მაკროლიდური ანტიბიოტიკების მედიკამენტების ჯგუფს. ანტიბიოტიკები აჩერებს ბაქტერიების (პათოგენური) ზრდას, რომლებიც იწვევენ ინფექციებს.

ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიც არის:

1. გულმკერდის ორგანოების ინფექციები, როგორიცაა ბრონქიტი და პნევმონია

2. ყელის და სინუსების ინფექციები

3. კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, როგორიცაა ანთება, ფოლიკულიტი ან წითელი ქარი

4. გარკვეული ტიპის ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები, რომელსაც ეწოდება Mycobacteriae

5. Helicobacter pylori ინფექცია, რომელიც ასოცირდება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულთან.

2.  რა უნდა იცოდეთ ვამოქსინის მიღებამდე

არ მიიღოთ ვამოქსინი თუ:

  • იცით, რომ ხართ ალერგიული კლარითრომიცინის, სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიც არის  ერითრომიცინი ან აზითრომიცინი ან ტაბლეტების შემადგენელი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
  • თუ თქვენ ღებულობთ მედიკამენტებს, რომლებსაც ეწოდება ჭვავის რქის ალკალოიდები, მაგალითად,   ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ტაბლეტები ან იღებთ შაკიკის სამკურნალო ერგოტამინის ინჰალაციას. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ალტერნატიული წამლის მიღებასთან დაკავშირებით
  • თუ თქვენ ღებულობთ მედიკამენტებს, სიმვასტატინს ან ლოვასტატინს (გამოიყენება სისხლში ცხიმების მომატებული რაოდენობის შესამცირებლად, როგორიც არის ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები.)
  • იღებთ მედიკამენტებს, ასტემიზოლს ან ტერფენადინს (გამოიყენება თივის ცხელების ან ალერგიის დროს), ციზაპრიდს ან დომპერიდონს (გამოიყენება კუჭის პრობლემების დროს), ან პიმოზიდი (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიატრული დაავადების სამკურნალოდ), ამ მედიკამენტების მიღებამ ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის რიტმის სერიოზული დარღვევები. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ალტერნატიული წამლის მიღებასთან დაკავშირებით
  • იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ გულისცემის რითმის სერიოზულ დარღვევებს
  • იღებთ მედიკამენტებს, როგორიცაა ტიცაგრელორი ან რანოლაზინი (სტენოკარდიის დროს ან გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების შესამცირებლად)
  • იღებთ მედიკამენტს, როგორიცაა კოლხიცინი.
  • გაქვთ სისხლში კალიუმის არანორმალურად დაბალი დონე (ჰიპოკალიემია).
  • იღებთ პერორალურ მიდაზოლამს (შფოთვის ან უძილობისთვის).
  • გაქვთ ღვიძლის ან/და თირკმელების რაიმე პრობლემა.
  • თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს გააჩნია გულისცემის რითმის დარღვევების ისტორია (პარკუჭოვანი არითმია, torsades de point ჩათვლით) ან დარღვევები ელექტროკარდიოგრამაში (ECG, გულის ელექტრონული ჩაწერა) პათოლოგიური დარღვევები (ე.წ. გრძელი QT სინდრომი).

ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ გამოდგება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

გაფრთხილება და უსაფრთხოება

VAMOXIN- ის მიღებამდე დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ გაქვთ გულის პრობლემები
  • თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს
  • თუ თქვენ გესაჭიროებათ ინტრავენური ან ორომუკოზული (პირის ღრუში შეწოვადი) მიდაზოლამი
  • თუ გაქვთ სისხლში მაგნიუმის არანორმალურად დაბალი დონე (ჰიპომაგნიემია)
  • თუ რომელიმე ჩამოტვლილი გეხებათ, ვამოქსინის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ან გახანგრძლივებული დიარეა ვამოქსინის მიღების დროს ან მის შემდეგ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს უფრო სერიოზული მდგომარეობის სიმპტომი, როგორიცაა ფსევდომემბრანული კოლიტი ან Clostridium difficile-სთან ასოცირებული დიარეა.

თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის დისფუნქციის რაიმე ისეთი სიმპტომი, როგორიც არის ანორექსია (მადის დაქვეითება), კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება, მუქი შარდი, ქავილი ან ტკივილი მუცლის არეში, შეწყვიტეთ ვამოქსინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ვამოქსინის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექცია რეზისტენტული ბაქტერიებით და სოკოებით. ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს. ეს უნდა გაითვალისწინონ  პაციენტებმა, კონტროლირებადი ნატრიუმის დიეტის დროს.

სხვა მედიკამენტები და ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან  ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა პრეპარატი. ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ უნდა იქნას მიღებული ჭვავის რქის ალკალოიდებთან, ასტემიზოლთან, ტერფენადინთან, ციზარიდთან, დომპერიდონთან, პიმოზიდთან, ტიცაგრელორთან რენოლაზინთან, კოლხიცინთან, ზოგიერთ მედიკამენტთან, ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ და სამკურნალო საშუალებებით, რომლებიც ცნობილია, რომ იწვევენ გულისცემის რითმის სერიოზულ დარღვევებს (იხ. ქვემოთ, არ მიიღოთ ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები).

კერძოდ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე ჩამოთვლილ მედიკამენტს:

  • დიგოქსინი, ქინიდინი ან დიზოპრამიდი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ). შესაძლოა დაგჭირდეთ გულის მონიტორინგი (ეკგ ტესტი) ან შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ტესტის ჩატარება თუ იღებთ კლარითრომიცინს ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად, რომელიც გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ.
  • ვარფარინი, ან ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულაციური საშუალება (გამოიყენება თქვენი სისხლის გასათხელებლად). შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის ტესტის ჩატარება, რათა შეამოწმოთ თქვენი სისხლის შედედება
  • ომეპრაზოლი (გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევის და კუჭის წყლულის დროს) თუ ექიმმა არ დანიშნა თქვენთვის თერაპია Helicobacter pylori ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულთან
  • თეოფილინი (გამოიყენება პაციენტებში სუნთქვის გაძნელებით, როგორიცაა ასთმა)
  • ტრიაზოლამი, ალპრაზოლამი ან მიდაზოლამი (სედაციურები)
  • ცილოსტაზოლი (დარღვეული ცირკულაციისთვის)
  • · კარბამაზეპინი, ვალპროატი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი (ეპილეფსიის სამკურნალოდ)
  • · მეთილპრედნიზოლონი (კორტიკოსტეროიდი)
  • იბრუტინიბი ან ვინბლასტინი (კიბოს სამკურნალოდ)
  • ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი ან სიროლიმუსი (იმუნოსუპრესანტები, რომლებიც გამოიყენება ორგანოთა გადანერგვის დროს და მძიმე ეგზემის დროს)
  • St. John’s wort - კრაზანა (ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისთვის)
  • რიფაბუტინი, რიფამპიცინი, რიფაპენტინი, ფლუკონაზოლი და იტრაკონაზოლი (ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ)
  • ვერაპამილი, ამლოდიპინი ან დილთიაზემი (მაღალი არტერიული წნევისთვის)
  • ტოლტეროდინი (ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სამკურნალოდ)
  • რიტონავირი, ეფავირენზი, ნევირაპინი, ატაზანავირი, საქვინავირი, ეტავირინი და ზიდოვუდინი (ანტივირუსული ან აივ-საწინააღმდეგო საშუალებები)
  • სილდენაფილი, ვარდენაფილი და ტადალაფილი (ზრდასრულ მამაკაცებში იმპოტენციისთვის ან ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის დროს - მაღალი წნევა ფილტვების სისხლძარღვებში)
  • ინსულინი, რეპაგლინიდი ან ნატეგლინიდი (მედიკამენტები დიაბეტის სამკურნალოდ)
  • ქვეთიაპინი ან სხვა ანტიფსიქოზური მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, ეჭვობთ ორსულობას ან თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მათი უსაფრთხოება ცნობილი არ არის.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ვერტიგო, დაბნეულობა და დეზორიენტაცია. თუ თქვენ ეს გეხებათ, არ მართოთ მანქანები.

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითოეულ ტაბლეტში, ანუ არის პრაქტიკულად ”ნატრიუმისგან თავისუფალი”.

3.  როგორ მიიღება ვამოქსინი

ყოველთვის მიიღეთ ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ზუსტად ისე, როგორც გითხრათ ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ჩვეულებრივი დოზაა:

გულმკერდის ღრუს ინფექციების, ყელის ან სინუსის ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს:

ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში შეადგენს 250 მგ-ს ორჯერ დღეში, 6-დან 14 დღის განმავლობაში, მაგ., კლარითრომიცინის 250 მგ ერთი ტაბლეტების მიღება დილით, ხოლო ერთი დღის მეორე ნახევარში. მძიმე ინფექციების დროს ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა - ვამოქსინი აპკიინი გარსით დაფარული ერთი 500 მგ ტაბლეტი, დღეში ორჯერ.

ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მინიმუმ ნახევარი ჭიქა წყლის დაყოლებით

არ მისცეთ ეს ტაბლეტები 12 წლამდე ასაკის ბავშვებს. ექიმი თქვენი შვილისთვის დანიშნავს სხვა შესაფერის წამალს.

გარკვეული ტიპის ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება მიკობაქტერია

ასეთი ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის მოზრდილებში ჩვეულებრივი დოზაა 500 მგ ორჯერ დღეში.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულთან ასოცირებული Helicobacter pylori ინფექციის სამკურნალოდ:

Helicobacter pylori-ს სამკურნალოდ არსებობს არაერთი ეფექტური სამკურნალო კომბინაცია, რომელშიც ვამოქსინი მიიღება ერთ ან ორ სხვა პრეპარატთან ერთად.

ეს კომბინაციებია:

ა) ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ერთი 500 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ, 1000 მგ  ამოქსიცილინი დღეში ორჯერ, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი, რეკომენდებული სადღეღამისო დოზით, 7 დღის განმავლობაში (7 დღე სამმაგი თერაპია).

ბ) ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ერთი 500 მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ, პროტული ტუმბოს ინჰიბიტორი, რეკომენდებული დღიური დოზით პლიუს მეტრონიდაზოლი 400 მგ, დღეში ორჯერ, 7 დღის განმავლობაში (7 დღიანი სამმაგი თერაპია).

გ) ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ერთი 500მგ ტაბლეტი დღეში ორჯერ, ამოქსიცილინი 1000 მგ დღეში ორჯერ, პლიუს ომეპრაზოლი 20 მგ დღეში ერთჯერ, 7-10 დღის განმავლობაში (7-10 დღე, სამმაგი თერაპია).

მკურნალობის კომბინაცია, რომელსაც თქვენ ღებულობთ, შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს ზემოთ აღნიშნულისგან. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, რომელი მკურნალობის კომბინაციაა თქვენთვის შესაფერისი. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ტაბლეტების მიღება გსურთ ან რამდენი ხნით უნდა მიიღოთ ისინი, გთხოვთ, კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.

თუ მიიღეთ უფრო მეტი ვამოქსინი ვიდრე გჭირდებათ

თუ ერთ დღეში შემთხვევით მიიღეთ მეტი ტაბლეტი, ვიდრე ექიმმა გითხრათ ან თუ ბავშვი შემთხვევით გადაყლაპავს ტაბლეტების გარკვეულ რაოდენობას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებას. ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების ჭარბმა დოზირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღებინება და კუჭის ტკივილი.

თუ დაგავიწყდათ ვამოქსინის მიღება

თუ დაგავიწყდათ ტაბლეტების დოზის მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი ერთ დღეში, ვიდრე ექიმმა გითხრათ.

თუ წყვეტთ ვამოქსინის მიღებას

ნუ შეწყვეტთ ტაბლეტების მიღება, იმ შემთხვევაშიც თუ თავს უკეთ გრძნობთ. მნიშვნელოვანია ტაბლეტების მიღება იმდენი ხანით, რამდენსაც გეტყვით ექიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პრობლემამ კვლავ იჩინოს თავი.

თუ თქვენ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4.  შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებმა  შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველაში.

თუ ვამოქსინის მიღების დროს ან მის შემდეგ თქვენ აღგენიშნებათ მძიმე ან გახანგრძლივებული დიარეა, სისხლით ან ლორწოთი, დაუყოვნებლივ გაიარეთ ექიმის კონსულტაცია, რადგან ეს შეიძლება იყოს უფრო სერიოზული მდგომარეობის სიმპტომები, როგორიცაა ფსევდომემბრანული კოლიტი ან Clostridium difficile-სთან ასოცირებული დიარეა. დიარეა შეიძლება განვითარდეს კლარითრომიცინით მკურნალობიდან ორი თვის შემდეგ.

თუ თქვენ აღგენიშნებათ გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, გულის წასვლა ან სახის და ყელის შეშუპება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები და შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო მკურნალობა.

თუ თქვენ გაქვთ მადის დაკარგვა, კანის გაყვითლება (სიყვითლე), მუქი შარდი, ქავილი ან ტკივილი მუცლის არეში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ღვიძლის უკმარისობის ნიშნები. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ განიცდით კანის სერიოზულ რეაქციას: წითელი, აქერცვლადი გამონაყარი კანქვეშ მუწუკებით და ბუშტუკებით (ეგზანთემური პუსტულოზი). ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე არ არის ცნობილი (ხელმისაწვდომი მონაცემებით ვერ ფასდება).

ვამოქსინის სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს:

ძალიან ხშირი (10-დან 1 მომხმარებელზე მეტში):

- ვენის ანთება (ფლებიტი) ინექციის ადგილზე (კლარითრომიცინი ი.ვ.)

ხშირი (100-დან 1-10 მომხმარებელში):

- დაძინების სირთულე (უძილობა)

- გემოვნების შეგრძნების ცვლილებები

- თავის ტკივილი

- კუჭის პრობლემები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება,  ტკივილი კუჭის არეში, საჭმლის მონელების დარღვევა, 

  დიარეა

- სისხლის სინჯით ღვიძლის ფუნქციის ნორმიდან გადახრა

- გამონაყარი, გადაჭარბებული ოფლიანობა, ალები

- ტკივილი ან ანთება ინექციის ადგილზე (კლარითრომიცინი ი.ვ.)

არახშირი (1000-დან 1-10 მომხმარებელში):

- კანის ან საშოს ინფექციები, საფუარის ინფექციები (რძიანა)

- სისხლში  თეთრი უჯრედების დონის ცვლილება (რამაც შესაძლოა ინფექცია უფრო გამოიწვიოს)

- სისხლში თრომბოციტების დონის ცვლილება (სისხლჩაქცევების, სისხლდენის ან სისხლის შედედების მომატების რისკი)

- ალერგიული რეაქცია

- ანორექსია, მადის დაქვეითება

- შფოთვა, ნევროზულობა

- გულისცემის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტრემორი, ენის, სახის, ტუჩების ან კიდურების უნებლიე მოძრაობები

- თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო), ყურებში შუილი, სმენის დაქვეითება

- სწრაფი გულისცემა (პალპიტაცია), გულისცემის რითმის ცვლილებები ან გულის გაჩერება

- სუნთქვის პრობლემები (ასთმა), ცხვირიდან სისხლდენა

- ფილტვებში სისხლის შედედება  

- კუჭის პრობლემები, როგორიცაა მუცლის შებერვა, ყაბზობა, აირები (მეტეორიზმი), ბოყინი, გულძმარვა ან ანალური ტკივილი,

- კუჭის ან საყლაპავის ლორწოვანის ანთება (მილი, რომელიც პირის ღრუს აკავშირებს კუჭთან)

- ტკივილი პირის ღრუში, პირის ღრუს სიმშრალე, ენის ანთება

- ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა ჰეპატიტი ან ქოლესტაზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაყვითლება (სიყვითლე), განავლის გაუფერულება ან შარდის გამუქება

- ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

- ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის ანთება

- კუნთებში შებოჭილობა, ტკივილი ან სპაზმი

- თირკმელების პრობლემები, როგორიცაა ცილის მომატებული დონე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყოფა თირკმელებით ან თირკმელების ფერმენტების მომატებული დონე

- ცხელება, შემცივნება, სისუსტე, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდის არეში ან დისკომფორტის ზოგადი შეგრძნება

- სისხლის ტესტების არანორმალური შედეგები.

უცნობი (სიხშირე ვერ ფასდება ხელმისაწვდომი მონაცემებით):                                       

- მსხვილი ნაწლავის ინფექცია

- კანის ინფექცია

- კანის შეშუპება სახის და ყელის გარშემო. რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა)

- ფსიქოზური აშლილობა, ცნობიერების დაბინდვა, რეალობის შეგრძნების დაკარგვა, დეპრესია, საყრდენი წერტილის დაკარგვა (დეზორიენტაცია), ჰალუცინაციები (საგნების ხედვა), არანორმალური სიზმრები (კოშმარები), მანიაკალური ეპიზოდები.

- კრუნჩხვები

- გემოვნების და/ან ყნოსვის ცვლილებები ან დაკარგვა

- პარესთეზია (ჩხვლეტის და წვის შეგრძნება კანში, დაბუჟება ,,ქინძისთავებით და ნემსებით“ ჩხვლეტის შეგრძნება)

- სიყრუე

- სისხლდენა

- პანკრეასის ანთება

- ენის გაუფერულება, კბილების გაუფერულება

- ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე (კანის გაყვითლება)

- იშვიათად კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა AGEP (რომელიც იწვევს წითელი, აქერცვლადი გამონაყარი კანქვეშ მუწუკებით და ბუშტუკებით), სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (რომელიც იწვევს მძიმე დაავადებას, პირის ღრუს, ტუჩების და კანის დაწყლულებით), DRESS (რაც იწვევს მძიმე დაავადებას გამონაყარის, ცხელების და შინაგანი ორგანოების ანთების შედეგად)

- აკნე

- კუნთების დაავადება (მიოპათია), კუნთოვანი ქსოვილის დაშლა (რაბდომიოლიზი)

- თირკმლის ანთება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტერფების შეშუპება ან მაღალი წნევა) ან თირკმლის უკმარისობა

დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ განგივითარდათ რომელიმე ეს პრობლემა ან აღგენიშნებათ რაიმე სხვა მოულოდნელი ან უჩვეულო სიმპტომები. 

5. როგორ ინახება ვამოქსინი

ვამოქსინი ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C.

არ გამოიყენოთ ვამოქსინი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოზე და ბლისტერზე.

არ გამოიყენოთ ვამოქსინი თუ შეამჩნევთ გაუვარგისების ნიშნებს პროდუქტზე ან/და შეფუთვაზე. არ გადაყაროთ წამლები, რომელთა მიღებაც დასრულდა ან აღარ იყენებთ! გადაეცით გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

6.  შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვამოქსინი 500 მგ  აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

  • ·აქტიური ნივთიერება:  

ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ კლარიტრომიცინს

  • ·ექსციპიენტები: ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 101, ყვითელი ქინოლონი, აეროსილი 200, პოვიდონი K 30, მიკროკრისტალური ცელულოზა PH 102, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 606, პეგ 4000, ტიტანის დიოქსიდი.  

როგორ გამოიყურება ვამოქსინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და შეფუთვის შემადგენლობა

ვამოქსინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ნაზოლით, ყვითელი ფერის, წაგრძელებული ტაბლეტები. იყიდება შეფუთვით, რომელიც შეიცავს 14 ტაბლეტს.

ვამოქსინი არის “Wise Pharma “ Scotland   პროდუქტი და სავაჭრო ნიშანი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:         

Recordati İlaç San. ve Tic. A.Ş.

Ç.O.S.B. Karaağaç Mah. Atatürk Cad.

No:36 Kapaklı / TEKIRDAĞ,Turkey

ტელ: 0 282 999 16 00 

მწარმოებელი

Recordati İlaç San. ve Tic. A.Ş.

Ç.O.S.B. Karaağaç Mah. Atatürk Cad.

No:36 Kapaklı / TEKIRDAĞ, Turkey

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები