პაიდოკორტი 3მგ/მლ 125მლ ორ/ხსნ

90197
-15%
მარაგშია
89.84 
76.36 
დანაზოგი: 13.48 ₾ (15%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგლუკოკორტიკოსტეროიდები ჯენერიკიPrednisolonum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
89.84 
76.36 
დანაზოგი: 13.48 ₾ (15%)

პაიდოკორტი (Paidocort) 3 მგ/მლ  პერორალური ხსნარი

პრედნიზოლონი

- შეინახეთ ანოტაციის ფურცელი, რადგან შესაძლებელია მისი თავიდან წაკითხვა მოგიწიოთ. პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

- აღნიშნული მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის და მისი სხვა პირებისათვის მიცემა დაუშვებელია, თუნდაც თქვენთან მსგავსი სიმპტომები ახასიათებდეთ, რადგან  შეიძლება ზიანი მიაყენოთ მათ.

- თუ აღგენიშნებათ გვერდითი მოვლენები, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილი მოცემული ანოტაციაში. იხილეთ  პუნქტი  4.

ანოტაციის შინაარსი

1. რა არის პაიდოკორტი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ პაიდოკორტის მოხმარებამდე

3. როგორ მივიღოთ პაიდოკორტი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. პაიდოკორტის შენახვის წესები

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

 

1. რა არის პაიდოკორტი და რისთვის გამოიყენება

პაიდოკორტი მიეკუთვნება სისტემური კორტიკოსტეროიდების ჰორმონალური პრეპარატების ჯგუფს. იგი შეიცავს სინთეზურ კორტიკოიდს, რომელსაც ეწოდება პრედნიზოლონი, ანთების საწინააღმდეგო  (ამცირებს ანთების პროცესს) და  იმუნოსუპრესიული (ამცირებს იმუნურ რეაქციას) მოქმედებით.

პრედნიზოლონი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

- ბრონქული ასთმა

- ალერგიული (ალერგოპათიები) და ანთებითი დარღვევები.

- რევმატოიდული ართრიტი და კოლაგენის სხვა დარღვევები (კოლაგენოპათიები).

-  დერმატიტი და დერმატოზი (კანქვეშა და ქრონიკული ეგზემა, ფსორიაზი, პემფიგუსი და ა.შ.).

2. რა უნდა იცოდეთ პაიდოკორტის მოხმარებამდე

არ მიიღოთ პაიდოკორტი

-  თუ ალერგიული ხართ პრედნიზოლონზე, გლუკოკორტიკოიდების ან აღნიშნული პრეპარატის ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ (იხილეთ ასევე პუნქტი 6),

-  თუ გაწუხებთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული,

-  თუ აღგენიშნებათ  მწვავე ან ქრონიკული ბაქტერიული ინფექციები (როგორიცაა ლატენტური ან აქტიური ტუბერკულოზი), მწვავე ვირუსული ინფექციები (როგორიცაა მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი ან  ჩუტყვავილა) ასევე სოკოვანი ინფექციები, რომლებიც ვრცელდება მთელ სხეულზე,

-  თუ გაწუხებთ ფსიქიური დაავადება,

-  თუ გაქვთ  ვაქცინაციის პერიოდი  ან  ვაქცინის შეყვანიდან გასულია მცირე დრო,

-  თუ გაწუხებთ ღია კუთხოვანი ან დახურულ კუთხოვანი გლაუკომა (თვალის დაავადება)

-  თუ აღგენიშნებათ ჰერპესული კერატიტი (თვალის დაავადება),

-  თუ გაქვთ ლიმფადენოპათია (გადიდებული ჯირკვლები), ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის შემდეგ,

-  თუ გაწუხებთ პოლიომიელიტი (ზურგის ტვინის დაავადება).

შენიშვნები და გაფრთხილებები:

პაიდოკორტის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ :

- თუ მცირე ხნის წინ გაწუხებდათ, ან ამჟამად გაწუხებთ ნაწლავური დაავადებები, როგორიცაა გასტრიტი ან ეზოფაგიტი, დივერტიკულიტი (ნაწლავური ანთება), წყლულოვანი კოლიტი (პერფორაციის ან ჩირქოვანი ინფექციის რისკით), ან ნაწლავური ანასტომოზი (შეერთება), რადგან არსებობს ნაწლავის პერფორაციის საშიშროება პერიტონიტით.

- თუ გაწუხებთ რაიმე სახის ინფექცია, პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება და არსებული ინფექციის გააქტიურება, ან  ახალი ინფექციების წარმოშობა. გარდა ამისა, კორტიკოიდებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის ნიშნების შენიღბვა, რაც გაართულებს არსებული ან განვითარებადი ინფექციის დიაგნოზირებას.

- მძიმე ინფექციების დროს, პაიდოკორტი უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ინფექციის სამკურნალო საშუალებებთან ერთად. გარკვეული სახის ინფექციების მკურნალობა  არ შეიძლება კორტიკოიდების მეშვეობით (იხ. არ მიიღოთ პაიდოკორტი), რადგან შეიძლება გამოიწვიოს მათი გამწვავება და საფრთხე შეუქმნან თქვენს სიცოცხლეს.

- თუ გაწუხებთ ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) ან ციროზი (ღვიძლის დაავადება), აღნიშნული დაავადებებისას შესაძლოა მოხდეს პაიდოკორტის (გლუკოკორტიკოიდების) ეფექტის გაძლიერება.

- თუ გაწუხებთ სტრესული სიტუაციები (მაგალითად ტრავმა ან ქირურგიული ჩარევა),  შესაძლოა დაგჭირდეთ დოზის მომატება.

- თუ თქვენ არ მოგიხდიათ ჩუტყვავილა ან წითელა, შეეცადეთ მაქსიმალურად აარიდოთ თავი  აღნიშნული დაავადებების მატარებელ ადამიანებთან კონტაქტს.  პაიდოკორტით მკურნალობისას ზემოაღნიშნული ინფექციების ნიშნების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართეთ  ექიმს.

- პაიდოკორტით მკურნალობისას არ არის რეკომენდირებული ვაქცინაცია.

- თუ ტუბერკულინის კანის ტესტი აჩვენებს დადებითს (ტესტი, რომელიც ავლენს ტუბერკულოზის დაავადებას), კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

- თუ გაწუხებთ მწვავე მიასთენია და გჭირდებათ გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობა, ექიმი თქვენს მკურნალობას დაიწყებს პაიდოკორტის დაბალი დოზით მკურნალობას და თანდათანობით გაზრდის მას.

- მაღალი დოზით   ხანგრძლივი მკურნალობისას, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ იღებთ კალიუმის შესაბამის ოდენობას. შეზღუდეთ ნატრიუმის მიღების რაოდენობა და შეამოწმეთ კალიუმის დონე სისხლში.

- თუ მკურნალობა ხანგრძლივია,  თქვენი ექიმი  ვალდებულია შეგამოწმოთ რეგულარულად, რათა თავიდან აიცილოს თვალის დაავადებების გართულებები (როგორიცაა, კატარაქტა და თვალის წნევის მომატება).

- დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ მხედველობის დაქვეითება (ბუნდოვანი ხედვა) ან სხვა მხედველობითი დარღვევები.

- თუ გაწუხებთ მწვავე დიაბეტი (სისხლში შაქრის დონე ძალიან არის მომატებული) ან გულის ქრონიკული უკმარისობა (გული ვერ ტუმბავს საკმარისი რაოდენობის სისხლს), ან მწვავე არტერიული ჰიპერტენზია (ზედმეტად მაღალი არტერიული წნევა), თქვენი ექიმი  ვალდებულია შეგამოწმოთ რეგულარულად.

- თუ გაქვთ სკლეროდერმია (იგივე სისტემური სკლეროზი, აუტოიმუნური აშლილობა), არსებული დღიური დოზის  15 მგ-ზე ან მეტი რაოდენობის  მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების სკლეროდერმული კრიზისის სერიოზული გართულებები. თირკმელების სკლეროდერმული კრიზისის ნიშნებია არტერიული წნევის მომატება და შარდის გამოყოფის შემცირება. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ არტერიული წნევის და შარდის რეგულარული შემოწმება.

- თუ პაციენტი ხანდაზმულია, ექიმი  ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს იგი, განსაკუთრებით მედიკამენტით ხანგრძლივი მკურნალობისას.

- კორტიოკოიდებით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი.

- კორტიკოიდული შეწყვეტის სინდრომის რისკის შესამცირებლად, მკურნალობა არ უნდა შეწყდეს მოულოდნელად, არამედ თანდათანობით. ნუ შეწყვეტთ აღნიშნული მედიკამენტის მიღებას თქვენს  ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ბავშვები

ბავშვებში პაიდოკორტით მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ სერიოზული სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში. მედიკამენტის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში ზრდის შეფერხება. თქვენმა ექიმმა პაიდოკორტით მკურნალობის დანიშვნისას, სხვა დანარჩენთან ერთად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული ფაქტორი.

პაიდოკორტის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

თუ აპირებთ სხვა პრეპარატის მიღებას, ამჟამად იღებთ, ან მცირე ხნის წინ დაასრულეთ სხვა მედიკამენტის მიღება, მათ შორის იმ მედიკამენტების, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს შემდეგი მედიკამენტების მოხმარების შესახებ:

- ამფოტერიცინი B, კლარითრომიცინი ან ერითრომიცინი (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები).

- რიფამპიცინი ან რიფაბუტინი (ტუბერკულოზის სამკურნალო ანტიბიოტიკები).

- კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი ან პრიმიდონი (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები).

- კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ).

- თეოფილინი (ასთმისა და სუნთქვითი დაავადებების სამკურნალოდ).

- დილთიაზემი (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და სტენოკარდიის კონტროლისთვის).

- ციკლოსპორინი (ტრანსპლანტანტის უარყოფის თავიდან ასარიდებლად).

- სალიცილატები და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა ან ინდომეტაცინი, ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ).

- ანტიკოაგულანტები (მაგ.: აცენოკუმაროლი, სისხლის „გასათხელებლად“ და თრომბების წარმოქმნის  ასაცილებლად).

- კალიუმის შემანარჩუნებელი შარდმდენი საშუალებები (მაგ.: ჰიდროქლორთიაზიდი, მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ).

- ანტიდიაბეტური საშუალებები (მაგ.: გლიბენკლამიდი, სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად).

- ანტიქოლინესთერაზული პრეპარატები (მაგ.: ნეოსტიგმინი ან პირიდოსტიგმინი, მწვავე მაისთენიის სამკურნალოდ).

- ესტროგენები (ჰორმონალური დარღვევების სამკურნალოდ), პერორალური კონტრაცეპტივები.

- კარდიოტონური გლიკოზიდები (მაგ.: დიგოქსინი, გულის დაავადებების სამკურნალოდ).

- იონგაცვლითი ფისები (მაგ.: ქოლესტერამინი ან ქოლესტიპოლი, ქოლესტეროლის სამკურნალოდ).

- ნეირომუსკულარული ბლოკატორები (გამოიყენება ანესთეზიის დროს).

გარკვეულმა მედიკამეტებმა შეიძლება გაზარდოს პაიდოკორტის მოქმედება, ამიტომ მათი მიღებისას თქვენი ექიმი  ვალდებულია ყურადღებით დაგაკვირდეთ (მათ შორის, ზოგ აივ. ინფექციისათვის განკუთვნილი მედიკამტის მიღებისას: რიტონავირი, კობიცისტატი).

პაიდოკორტი ამცირებს იმუნურ რეაქციას ვაქცინებსა და ტოქსოიდებზე. ასევე, შესაძლოა გააძლიეროს ცოცხალი შესუსტებული ვაქცინებიდან მიკრობების გავრცელება.

პაიდოკორტის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან:

პაიდოკორტის მარტივად და სწორად მიღების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე, ბულიონი, ფორთოხლის წვენი და ა.შ. როგორც დამხმარე საშუალება (იხ. პუნქტი 3). მოერიდეთ დიდი რაოდენობის გრეიფრუტის წვენის მიღებას, რადგან იგი ასუსტებს პაიდოკორტის მოქმედებას. კუჭისა და ნაწლავების წყლულის თავიდან ასარიდებლად, პრეპარატით მკურნალობისას მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად, იმყოფებით ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. პაიდოკორტის მიღება ორსულობისას ან ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება, გარდა იმ გამონაკლისისა, როდესაც თქვენი ექიმი მიიჩნევს მას აუცილებლად. ამიტომ, თუ მკურნალობის პერიოდში დადგინდა ორსულობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და გამოყენება

პრეპარატით მკურნალობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა და გამოყენება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაიდოკორტის შემადგენელი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

აუცილებლად გააფრთხილეთ სპორტსმენები, რომ პრეპარატი შეიცავს პრედნიზოლონს, რომელიც დოპინგ-კონტროლის ტესტებზე აჩვენებს დადებით პასუხს.

პაიდოკორტი შეიცავს თხევად მალტიტოლს (ან ჰიდროგენიზებულ გლუკოზის სიროფს) (E-965), მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს, ნატრიუმის მარილს (E-219) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის ნატრიუმის მარილს (E-217).

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს თხევად მალტიტოლს (ან ჰიდროგენიზებულ გლუკოზის სიროფს) (E-965), თუ თქვენი ექიმი გეუბნებათ, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ გაქვთ შეუთავსებლობა, პრეპარატის მიღების წინ, გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა დაგვიანებული), რადგან იგი შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს, ნატრიუმის მარილს (E-219) და  პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის ნატრიუმის მარილს (E-217). მწვავე ბრონქული ასთმისას 12-დან 17 წლამდე მოზარდებში,  რეკომენდირებულმა  დოზამ შეიძლება მიაღწიოს 50მგ/დღეში (შეესაბამება 16,7 მლ/დღეში), აღნიშნული პრეპარატი დოზის თითოეულ ერთეულზე შეიცავს 23,45 მგ ნატრიუმს (საკვები მარილის ძირითადი კომპონენტი), რაც ზრდასრული ადამიანის მიერ ნატრიუმის მიღების მაქსიმალური რეკომენდირებული დღიური ნორმის 1,17 % შეადგენს.

მწვავე ანთებისა და ალეგრიული რეაქციისას, საწყისი დოზა შეადგენს 60მგ/დღეში (შეესაბამება 20 მლ/დღეში). აღნიშნული პრეპარატი დოზის თითოეულ ერთეულზე შეიცავს 28,08 მგ ნატრიუმს (საკვები მარილის ძირითადი კომპონენტი), რაც ზრდასრული ადამიანის მიერ ნატრიუმის მიღების მაქსიმალური რეკომენდირებული დღიური ნორმის 1,40 % შეადგენს.

ყველა სხვა მაჩვენებლისათვის, აღნიშნული პრეპარატი შეიცავს სტანდარტული დოზის თითოეულ  ერთეულზე 23 მგ ნაკლებ ნატრიუმს (1მმოლ), რაც არსებითად წარმოადგენს დოზას "ნატრიუმის გარეშე".

3. როგორ მივიღოთ პაიდოკორტი

მედიკამენტის მიღებისას ზედმიწევნით მისდიეთ თქვენი ექიმის, ან ფარმაცევტის მიერ დანიშნულ  ინსტრუქციას. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, კონსულტაციისათვის განმეორებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მედიკამეტის მიღების დოზა დამოკიდებულია როგორც ავადმყოფობის მიმდინარეობასა და სირთულეზე, ასევე ავადმყოფის ინდივიდუალურ პასუხზე. ძირითადად, რეკომედირებულია დღეში თითო კილოგრამ სხეულის მასაზე  1 მგ პრედნიზოლონი (შეესაბამება 0,35 მლ ხსნარს). აღნიშნული დოზა მიიღება 2-ჯერ დღეში, ყოველ 12 საათში ერთხელ.

ქვემოთ მითითებულია სხვადასხვა, რეკომენდებული ინსტრუქცია, მკურნალობის ხანგრძლივობისა და დოზების მიღების შესახებ:

მწვავე ბრონქული ასთმა

40-50 მგ/დღეში (შეესაბამება 13,4-16,7 მლ/დღეში) მინიმუმ 5 დღის განმავლობაში.

ალერგიული და ანთებითი დარღვევები:

მკურნალობა იწყება  10-20 მგ/დღეში პრედნიზოლინის (შეესაბამება 3,5-6,7 მლ/დღეში) დღიური დოზით,  სასურველია დილით საუზმის  შემდეგ. აღნიშნული დოზა შესაძლებელია შემცირდეს რამოდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ მისი მიღება შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე კვირის, ან თვის მანძილზე.

შემანარჩუნებელი დოზაა 2,5-15 მგ/დღეში (შეესაბამება 0,84-5,00 მლ/დღეში).

თქვენს ექიმს შეუძლია გირჩიოთ უფრო დიდი დოზა დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე.

რევმატოიდური ართრიტი

7,5-10 მგ/დღეში, ანუ 2,5-3,4 მლ/დღეში

ბავშვებში

მწვავე ბრონქული ასთმა

ბავშვები 1 თვიდან 11 წლამდე

1-2 მგ/კგ/დღეში (შეესაბამება 0,35-0,67 მლ/კგ/დღეში), მაქსიმუმ 40მგ/დღეში (შეესაბამება 13,4 მლ/დღეში) 3 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს.

მოზარდები 12-დან 17 წლამდე:

მიიღება იგივე დოზით, როგორც ზრდასრულებში

ალერგიული და ანთებითი დარღვევები:

ბავშვები ერთი თვიდან:

რეკომენდებული დოზაა  0,1-2 მგ/კგ/დღეში (რაც შეესაბამება 0,035-0,67 მლ/კგ/დღეში) დაყოფილი დოზებით 1-დან 4-მდე დღეში.

მიღების ფორმა

პერორალური

პაიდოკორტის ზედმეტი დოზის მიღებისას

პაიდოკორტის დოზის გადაჭარბების, ან პრეპარატის შემთხვევით მიღებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურს ტელეფონზე: 915 62 04 20. აცნობეთ მიღებული პრეპარატის დასახელება და მიღებული დოზა.

დოზის გადაჭარბებისას პაციენტს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: შფოთვა, დეპრესია, გონებრივი დაბნეულობა, კუჭ-ნაწლავის სპაზმები ან სისხლდენა, ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დონის მომატება), არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) და შეშუპება (ედემა) (შესიება).

თუ დაგავიწყდათ პაიდოკორტის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. თუ გამოგრჩათ პაიდოკორტის დღიური დოზის მიღება, განაგრძეთ შემდეგი დოზიდან ჩვეულ რიტმში.

პაიდოკორტით მკურნალობის შეწყვეტა

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ექიმის მითითების გარეშე არ შეწყვიტოთ აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობა.

მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მიღება შეწყდეს თანმიმდევრულად,  დოზის შემცირებით და არა მყისიერად. წამლის მიღება უნდა შეწყვიტოთ ექიმის მითითებით, რადგან კორტიკოიდით ხანგრძლივი მკურნალობის დროს მისი მიღების მყისიერმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გართულებები.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მსგავსად, აღნიშნულმა მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა იგი არ აღენიშნება ყველა მომხმარებელს.

კლასიფიკაციისათვის გამოყენებულ იქნა შემდეგი სიხშირის განსაზღვრებები: ხშირი (გვერდითი მოვლენები გამოუმჟღავნდა 1-დან 10-მდე ადამიანს), არახშირი (გვერდითი მოვლენები გამოუმჟღავნდა 1-დან 100-მდე ადამიანს), იშვიათი (გვერდითი მოვლენები გამოუმჟღავნდა 1-დან 1.000-მდე ადამიანს), ერთეულები (გვერდითი მოვლენები გამოუმჟღავნდა 1-დან 10.000-მდე ადამიანს), დაუდასტურებელი გვერდითი მოვლენები (არსებული მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია)

ენდოკრუნული დარღვევები:

ხშირი: ცხიმის პათოლოგიური განაწილება (მაგ., სიმსუქნე მუცელში, სახის დასიება, ცხიმის შექცევადი დაგროვება ეპიდურალურ არხში ან გულმკერდში), სისხლში შაქრის მომატება.

არახშირი: წონის მომატება, დიაბეტი, სისხლში ცხიმის ცვლა (მაგალითად, ქოლესტერინი ან ტრიგლიცერიდები), მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თმის ზრდა.

იშვიათი: იმპოტენცია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში ჰორმონების წარმოების პრობლემები, ბავშვებში ზრდის შეფერხება, ცილების მეტაბოლიზმის მომატება (თან ახლავს სისხლში შარდოვანას დონის მომატება).

გულისა და სისხლძარღვების დაავადებები

ხშირი: ნატრიუმის და წყლის შეკავება, კალიუმის გაზრდილი ექსკრეცია და სისხლში კალიუმის დაბალი დონე. გულის უკმარისობის მქონე ადამიანებს (გული არ ტუმბავს საკმარის სისხლს) შესაძლოა ფილტვებში გაეზარდოს სითხის შეკავება და განუვითარდეს ჰიპერტენზია (სისხლის მაღალი წნევა). სისხლძარღვების ალერგიული ანთება, ქალაშიდა წნევის მომატება გამოწვეული მხედველობის ნერვის ანთებით.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები:

ხშირი: კანის ცვლილებები (ატროფია, სტრიები, აკნე, სისხლჩაქცევები, მოწითალო ლაქები).

იშვიათი: კანის გამონაყარი.

თირკმელის დაავადებები:

დაუდასტურებელი: თირკმლების სკლეროდერმიის კრიზისი იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აქვთ სკლეროდერმია (აუტოიმუნური დაავადება). სკლეროდერმიის თირკმლის კრიზის ნიშნებია არტერიული წნევის მომატება და შარდის გამოყოფის შემცირება.

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები:

ხშირი: ჭრილობის შეხორცების შეფერხება. მკურნალობის დასაწყისში სისხლში  თეთრი უჯრედების დონის მომატება, თუმცა ეს, როგორც წესი, ქრება დროთა განმავლობაში. თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა და თრომბოზის რისკი.

კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების დაავადებები

ხშირი: ოსტეოპოროზი (ძვლებში მინერალების დაკარგვა). მძიმე შემთხვევებში მოტეხილობების განვითარების რისკი.

იშვიათი: კუნთების სისუსტე, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია, თუმცა მწვავე მიასთენიის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ შექცევადი  კუნთის სისუსტის მომატება, რაც შეიძლება გადაიზარდოს მიასთენიის კრიზამდე (მწვავე რესპირატორული პრობლემები).

ერთეულები: თეძოს ან მხრის ძვლის გათიშვა (სიკვდილი), მყესების გახეთქვა (განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელთაც უკვე აღენიშნებოდათ მყესების დაზიანებები, აქვთ  დიაბეტი ან შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში). თუ მკურნალობა მიმდინარეობს მაღალი დოზებით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს  ცვლილებები კუნთებში (მაგ., კუნთოვანი მასების დაკარგვა).

კუჭ-ნაწლავის დარღვევები

იშვიათი: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული პანკრეატიტით (პანკრეასის ანთება), პერიტონიტი (კუჭ-ნაწლავის მძიმე ინფექცია) ან დისკომფორტი მუცლის არეში.

თვალის დაავადებები

იშვიათი: თვალის დაზიანება, როგორიცაა თვალის ბროლის დაბინდვა, თვალებში მომატებული წნევა (გლაუკომა), თვალის ბროლის მიდამოს დაბინდვა ან რუხი შეფერილობა (კატარაქტა).

დაუდასტურებელი:  ბუნდოვანი ხედვა.

იმუნური სისტემის დარღვევები:

ერთეულები: სხეულის იმუნიტეტის დაქვეითება  და ინფექციის რისკის მომატება. თუ გაწუხებთ ვირუსებით გამოწვეული დაავადება, როგორიცაა ჩუტყვავილა, მარტივი ჰერპესი ან ჰერპეს ზოსტერი, თქვენი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის გამოწვევით.

ნერვული სისტემის დარღვევები

იშვიათი: კრუნჩხვები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ძილის დარღვევა.

ფსიქიატრიული დარღვევები

იშვიათი: ფსიქიკური აშლილობის განვითარება ან გამწვავება (ეიფორია, გუნება-განწყობის შეცვლა და / ან პიროვნების ცვლილებები, მწვავე დეპრესია, ფსიქოზი).  პაიდოკორტით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ,  მკურნალობის მყისიერმა (და არა თანდათანობით) შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, სუნთქვის პრობლემები, ანორექსია, გულისრევა, პირღებინება, ცხელება, არტერიული წნევის დავარდნა და სისხლში შაქარის დონის დაცემა.

გვერდითი მოვლენების გამოვლინება

თუ გამოგივლინდათ აღნიშნული გვერდითი მოვლენები და ასევე სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი წარმოდგენილ ანოტაციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ასევე შესაძლებელია პირდაპირ მიმართოთ ადამიანის გამოყენებისათვის განკუთვნილი მედიკამენტების ფარმაკოუსაფრთხოების ესპანურ სისტემას, ვებ მისამართზე: https://www.notificaram.es. პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ ცნობების მოწოდებით, თქვენ დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდით აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

5. პაიდოკორტის შენახვის წესები

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ 25ºC მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში, არ გაყინოთ.

მედიკამეტი გამოიყენება მისი გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ბლისტერზე  „CAD“ -ისა და შეფუთვაზე   მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. მოქმედების ვადად ითვლება მითითებული თვის უკანასკნელი დღე.

არ ჩარეცხოთ  მედიკამენტები წყალში და არ გადაყაროთ ნაგავში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომელთაც აღარ საჭიროებთ, ჩააბარეთ აფთიაქებში არსებულ „Punto SIGRE“-ში. კონტეინერებისა და მედიკამენტების განადგურებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

პაიდოკორტის შემადგენლობა

პაიდოკორტის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი გახლავთ პრედნიზოლონი (ნატრიუმის ფოსფატის სახით). პერორალური ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 3 მგ პრედნიზოლონს (როგორც ნატრიუმის ფოსფატი)

სხვა შემადგენელი კომპონენტებია: მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის მარილი (E-219) და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატის ნატრიუმის მარილი (E-217), დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი, თხევადი მალტიტოლი (E-965), მარწყვის არომატი 90044-33 და გამოხდილი  წყალი.

პროდუქტის გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი:

პაიდოკორტი გახლავთ უფერო ან ოდნავ მოყვითალო-გამჭვირვალე შეფერილობის ხსნარი. წარმოდგენილია ქარვის შეფერილობის PET (პოლიეთილენის ტერეფტალატი) ბოთლში, მოცულობით  125 მლ და მოყვება 5 მლ დოზირებული შპრიცი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)  

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და წარმოებაზე პასუხისმგებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს.  ლაბორატორია Aldo-Unión (Laboratorio Aldo-Unión, S.L.)

ბარონესა დე მალდა, 73

08950 ესპლუგეს დე ლობრეგატი (ბარსელონა)

ესპანეთი

წარმოებაზე პასუხისმგებელი

შპს.  ლაბორატორიუმ Sanitatis, - Tecnalia (Laboratorium Sanitatis, S.L. - Tecnalia)

ლეონარდო და ვინჩი, 11

ალავას ტექნოლოგიური პარკი

მინანო (ალავა)

ესპანეთი

მედიკამენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად ესტუმრეთ მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების ესპანურ სააგენტოს (AEMPS) ვებ გვერდს: http://aemps.gob.es

მსგავსი პროდუქტები