ექსისტა-F #30პაკ

90289
-29%
მარაგშია
77.00 
55.05 
დანაზოგი: 21.95 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიMyo-Inositol,L-Arginin,Folic ac.Vit.D გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
77.00 
55.05 
დანაზოგი: 21.95 ₾ (29%)

ექსისტა - F

30 საშე

საკვები დანამატი

ინგრედიენტები

1 პაკეტში

მიო-ინოზიტოლი

2000 mg

L-არგინინი HCL

100 mg

ფოლიუმის მჟავა

400 µg

ვიტამინი D (cholecalciferol)

10 µg

დამხმარე ნივთიერებები:  მანიტოლი,უწყლო ლიმონმჟავა,ნატრიუმის ციკლამატი,სილიციუმის დიოქსიდი,ლიმონის არომატი.

ექსისტა F - ის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედება-

მიო-ინოზიტოლი - ქალის ორგანიზმში უზრუნველყოფს:

- განაყოფიერებისთვის საჭირო კვერცხუჯრედების რაოდენობის ზრდას და უფრო მაღალი ხარისხის კვერცხუჯრედების წარმოქმნას;
- საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებას-ფოლიკულის მომწიფებას,ოვულაციის აღდგენას,მენსტრუალური ციკლის აღდგენას;
- ემბრიონების ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდას;
- სპონტანურ ორსულობას;
- ინსულინისადმი რეზისტენტობის შემცირებას;
- გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებას;
- ორსულებში პათოლოგიური ორალური გლუკოზო ტოლერანტული ტესტის  დაქვეითებას;
- საერთო და თავისუფალი ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას;
- აკნეს, ალოპეციის და ჰირსუტიზმის შემცირებას;
- ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლის რეგულაციას;
- თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის ნორმალიზებას.

L - არგინინი ახდენს

• კვერცხუჯრედების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდას;
• ემბრიონების ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებას;
• პრეეკლამფსიის განვითარების რისკის შემცირებას;
• ემბრიონის იმპლანტაციას და ნორმალურ განვითარებას.

ფოლიუმის მჟავა - ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალურ ზრდას, ამინომჟავების ,ცილების,დნმ–ს და რნმ–ს სინთეზს.   მისი ნაკლებობა განაპირობებს ემბრიონის განვითარების სხვადასხვა სახის პათოლოგიას.  

ფოლიუმის მჟავა მხარს უჭერს

- ორსულობის დროს ნაყოფის უჯრედების დაყოფის პროცესს,ნორმალური ნერვული ღეროს  განვითარებას ;
- აქვეითებს ჰომოცისტეინის დონეს.ჰომოცისტეინის სიჭარბე იწვევს ფეტოპლაცენტარულ უკმარისობას, ნაყოფის ქრონიკულ ჰიპოქსიას,ხელს უშლის ემბრიონის იმპლანტაციას ენდომეტრიუმში,რაც იწვევს სპონტანურ აბორტებს;
- სისხლის უჯრედებისა და გამართული იმუნური სისტემის წარმოქმნას.

D ვიტამინი გავლენას ახდენს:

- უჯრედების დაყოფის პროცესზე;
- იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე;
- ნაწლავიდან კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, ფოსფორისა და რკინის შეწოვაზე;
- ძვალ-სახსროვანი სისტემის ,კბილების,კუნთების სტრუქტურის წარმოქმნასა და შენარჩუნებაზე;
- ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

მიღების წესი და დოზირება: დღეში 1 პაკეტი  უნდა გაიხსნას 250 მლ წყალში.

არ გამოიყენება ექსისტა–F  ბალანსირებული დიეტის შემცვლელად, ასევე რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობისას. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები: პრეპარატები ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიცავს გმო-ს.

მწარმოებელი: Fortex Nutraceuticals Ltd.Bulgaria, Sofia 1362, Prohladen kat str. 10

მსგავსი პროდუქტები