სეფაპროქსი 200მგ#10ტ

91449
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიIII გენერაციის ცეფალოსპორინები ჯენერიკიCefpodoximum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

სეფაპროქსი ტაბლეტი

ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი ტაბლეტები USP 200 მგ

 

შემადგენლობა

თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

ცეფპოდოქსიმის პროქსეტილს USP

200მგ ცეფპოდოქსიმის ექვივალენტური,

დამხმარე ნივთიერებები

ფერი: ტიტანის დიოქსიდი BP

ფარმაკოლოგიურიჯგუფი:
ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკი, მესამე თაობის ცეფალოსპორინები.  

მოქმედების მექანიზმი

ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკია, მიეკუთვნება მესამე თაობის პერორალურ ცეფალოსპორინებს. იგი ცეფპოდოქსიმის წინამორბედი წამალია. ცეფპოდოქსიმი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტის არსებობის შემთხვევაში. შედეგად, ბევრი ბაქტერია, რომლებიც ბეტა-ლაქტამაზას წარმოქმნის გამო პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტულია, შესაძლოა ცეფპოდოქსიმზე მგრძნობიარენი იყვნენ. ცეფპოდოქსიმი ინაქტივირდება ზოგიერთი ფართო სპექტრის ბეტა-ლაქტამაზებით. ცეფპოდოქსიმის ბაქტერიციდული მოქმედება გამოწვეულია უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: მედიკამენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება (50%). შეწოვას აძლიერებს საკვების არსებობა და კუჭის დაბალი pH.

განაწილება: მედიკამენტი ფართოდ ნაწილდება მთელს ორგანიზმში და თერაპიულ კენცენტრაციას აღწევს უმეტეს ქსოვილებსა და სხეულის სითხეებში, როგორიცაა სინოვიალური, პერიკარდიული, პლევრალური და პერიტონეალური სითხე; ნაღველი, ჩირქი და შარდი; ძვალი, მიოკარდიუმი, ნაღვლის ბუშტი, კანი და რბილი ქსოვილები. ცეფპოდოქსიმის დაახლოებით 18-23% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

მეტაბოლიზმი: ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი ეთერიფიკაციას გადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აქტიური მეტაბოლიტის ცეფპოდოქსიმის წარმოქმნით.

გამოყოფა: ცეფპოდოქსიმის დოზის დაახლოებით 53% გამოიყოფა შარდის საშუალებით, ხოლო 43 % ფეკალური მასის საშუალებით.

ნახევრად დაშლის პერიოდი: ნორმალური თირკმლის ფუნქციით ზრდასრულებში ნახევრად დაშლის პერიოდი არის 2,1-3,3 საათი.  

ჩვენებები

ცეფპოდოქსიმის პროქსეტილი გამოიყენება სტრეპტოკოკული ფარინგიტის და ტონზილიტის, საზოგადოებაში შეძენილი მწვავე პნევმონიის, ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გართულებების, გაურთულებელი გონორეისა (ქალებსა და მამაკაცებში) და რექტალური გონოკოკური ინფექციების (ქალებში), კანისა და კანის სტრუქტურების ინფექციების, მწვავე მაქსილარული სინუსიტის, გაურთულებელი შარდ-სასქესო გზების ინფექციის და მწვავე შუა ყურის ანთების სამკურნალოდ ბავშვებში.

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ცეფპოდოქსიმის მიმართ,  ასევე მასში შემავალი სხვა კომპონენტების ან სხვა ცეფალოსპორინების მიმართ.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები და გაფრთხილებები

ალერგია პენიცილინზე: სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, ვისაც ანამნეზში აღნიშნული ჰქონდა ალერგია პენიცილინზე, განსაკუთრებით IgE-თი მიმდინარე რეაქციები (მაგ: ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიოედემა, ურტიკარია).

სუპერინფექცია:  მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სოკოვანი ან ბაქტერიული სუპერინფექცია, ისევე როგორც  C. difficile-სთან ასოცირებული დიარეა (CDAD) და ფსევდომემბრანული კოლიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს: სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება აღენიშნებათ, განსაკუთრებით კოლიტი.

ორსულობა: ორსულობის კატეგორია B. ცნობილი არ არის ცეფპოდოქსიმი გადის თუ არა პლაცენტურ ბარიერს. ორსულობის დროს მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ზუსტად განსაზღვრული საჭიროების დროს.

ლაქტაცია: ცეფპოდოქსიმი გადადის დედის რძეში. რეკომენდებული არ არის მეძუძური დედებისთვის.

პედიატრიულიგამოყენება:  2 თვეზე პატარა ასაკის ჩვილებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

თირკმლისუკმარისობა:სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ვისაც თირკმლის უკმარისობა აქვთ; მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია, უნდა შეიცვალოს დოზა: მიიღება 24 საათში ერთხელ. ჰემოდიალიზი: დიალიზის შემდეგ კვირაში3 ჯერ.

ღვიძლისუკმარისობა:ციროზის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

დოზირებადაგამოყენებისწესები

ზრდასრულებიდამოზარდები(12წლისასაკისბავშვებიდაზევით)

 

ინფექციის ტიპი

მთლიანი დღიური დოზა

დოზის სიხშირე

ხანგრძლივობა

ფარინგიტი და/ან

ტონზილიტი

200 მგ

100 მგ 12 საათში ერთხელ

5-10 დღე

საზოგადოებაში

შეძენილი მწვავე პნევმონია

400 მგ

200 მგ 12 საათში ერთხელ

14 დღე

ქრონიკული ბრონქიტის

მწვავე ბაქტერიული

გართულება

400 მგ

200 მგ  12 საათში ერთხელ

10 დღე

გაურთულებელი

გონორეა (ქალები და

კაცები) და რექტალური

გონოკოკური ინფექცია

(ქალებში)

200 მგ

ერთჯერადი დოზა

 

კანისა და კანის

სტრუქტურების ინფექციები

800 მგ

400 მგ 12 საათში ერთხელ

7-14 დღე

მწვავე მაქსილარული

სინუსიტი

400 მგ

200 მგ 12 საათში ერთხელ

10 დღე

შარდ-სასქესო გზების

ინფექცია

გაურთულებელი

200 მგ

100 მგ 12 საათში ერთხელ

7 დღე

 

ჩვილები და პედიატრიული პაციენტები ( 2 თვიდან 12  წლამდე)

ინფექციის ტიპი

მთლიანი დღიური

დოზა

დოზის სიხშირე

ხანგრძლივობა

 

შუა ყურის მწვავე ანთება

10მგ/კგ/დღე (მაქს 400მგ/დღე)

5 მგ/კგ 12 საათში ერთხელ (მაქს 200მგ/დოზა)

5 დღე

ფარინგიტი და/ან ტონზილიტი

10მგ/კგ/დღე (მაქს 200მგ/დღე)

5 მგ/კგ 12 საათში ერთხელ (მაქს 100მგ/დოზა)

5-10 დღე

მწვავე მაქსილარული სინუსიტი

10მგ/კგ/დღე (მაქს 400მგ/დღე)

5 მგ/კგ 12 საათში ერთხელ (მაქს 200მგ/დოზა)

10 დღე


გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები: დიარეა და იშვიათად ანტიბიოტიკთან ასოცირებული კოლიტი, რომელიც მოიცავს ასევე ფსევდომემბრანულ კოლიტს,  გულისრევა.

ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნერვიულობა, უძილობა, დაღლილობა.

კარდიოვასკულარული სისტემის დარღვევები: გულის შეგუბებითი უკმარისობა, შაკიკი, პალპიტაცია,  სისხლძარღვთა გაფართოება, ჰემატომა, ჰიპერტენზია, ჰიპოტენზია.

ჰემატოლოგიური და ლიმფური სისტემა:  ანემია.

მეტაბოლური და კვებითი სისტემა: დეჰიდრატაცია, ნიკრისის ქარი (პოდაგრა), პერიფერიული შეშუპება, წონის მომატება.

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემა: მიალგია.

კანი: ჭინჭრის ციება, სოკოვანი დერმატიტი, სიწითლე და ქავილი.

სასუნთქი სისტემა: ასთმა, ხველა, ცხვირიდან სისხლდენა, რინიტი, ხიხინი, ბრონქიტი, დისპნოე, პლევრალური გამონაჟონი, პნევმონია, სინუსიტი.

მგრძნობელობის ორგანოები: გემოვნების ცვლილება, თვალების გაღიზიანება, გემოს დაკარგვა, ყურებში შუილი.

შარდ-სასქესო სისტემა: ჰემატურია, საშარდე გზების ინფექცია, სისხლდენა საშვილოსნოდან (მეტრორაგია), დიზურია, გახშირებული შარდვა, ნოქტურია, პენისის ინფექცია, პროტეინურია, ვაგინალური ტკივილი.

სხვა წამლებთან  ურთიერთქმედება

ამინოგლიკოზიდები: ცეფალოსპორინებმა (მე-3 თაობა) შესაძლოა ამინოგლიკოზიდების ნეფროტოქსიკური ეფექტი გააძლიერონ.

H2-ანტაგონისტები: შეიძლება შეამციროს ცეფპოდოქსიმის აბსორბცია.

ანტაციდები: შეიძლება შეამციროს ცეფპოდოქსიმის შრატში კონცენტრაცია.

პრობენეციდი: შესაძლოა გაზარდოს ცეფალოსპორინების შრატში კონცენტრაცია.

ანტიკოაგულანტები: ცეფალოსპორინები საკმაოდ ძლიერად ზრდიან კუმარინების ანტიკოაგულაციურ ეფექტს.

კონტრაცეპტივები:  შესაძლებელია შემცირდესესტროგენების კონტრაცეპტული ეფექტი.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გადაჭარბებული დოზირებით გამოწვეულ

ტოქსიკურ სიმპტომებს მიეკუთვნება: გულისრევა, ღებინება, ეპიგასტრალური დისკომფორტი და დიარეა.

მკურნალობა: იმ შემთხვევაში თუ დოზის გადაჭარბების  გამო გამოვლინდა სერიოზული ტოქსიკური რეაქცია, ცეფპოდოქსიმის ჭარბი დოზის  გამოდევნა ორგანიზმიდან შესაძლებელია ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის დახმარებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თირკმლის ფუნქცია შეფერხებულია.

შეფუთვა

1X10 ტაბლეტი ალუმინის შეფუთვის ბლისტერში.

შენახვის პირობები

მშრალ ადგილას 30°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა

24 თვე

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი

Syren Healthcare, ინდოეთი

 

მსგავსი პროდუქტები