ციამაქსი 10მლ.თვ.წვეთები

91514
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიRosmarin ac+Vit.B12,Allantoin,Hyaluronat გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

CIAMAX

CIAMAX - სამედიცინო დანიშნულების საქონელი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: ჰიალურონის მჟავა; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; გლიცერინი; როზმარინის მჟავა; B12 ვიტამინი; ალანტოინი.

ეს არის სტერილური, ფიზიოლოგიური და იზოოსმოსური ხსნარი საშუალო წებვადობის, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს, სპეციალურად შექმნილია ორი ჯგუფის კომპონენტის საფუძველზე: პირველი ჯგუფი შედგება როზმარინის მჟავისგან, B12 ვიტამინისა და ალანტოინებისგან, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ანტიოქსიდანტი, გაღიზიანების საწინააღმდეგო საშუალება, ახდენენ დამამშვიდებელ მოქმედებას ანთებაზე და იცავენ თვალის ზედაპირს, ხოლო მეორე ჯგუფი შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ჰიდროქსიპროპილცელულოზას და გლიცერინს, რომლებიც, შესაბამისად, ახდენენ საპოხ, დამატენიანებელ და შემასქელებელ, დამასველებელ მოქმედებას.

განსაკუთრებული შემადგენლობის წყალობით CIAMAX აქვს გაღიზიანების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, დამატენიანებელი და საპოხი მოქმედება. იგი იცავს თვალების ზედაპირს ფიზიოლოგიური და ინტეგრაციული ანტიოქსიდანტური მექანიზმების საშუალებით  და  საცრემლე აპკის წყლის კომპონენტის გაზრდით, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს თვალის ქსოვილების ტროფიკის შენარჩუნებას და აღდგენას. ამიტომ იგი განსაკუთრებით სასარგებლოა თვალის ალერგიის, გარემო ფაქტორებით ან მექანიკური სტრესით გამოწვეული დისკომფორტის სამკურნალოდ.

როზმარინის მჟავა - ეს არის ნივთიერება, რომელიც გვხდება მცენარეულ სამყაროში, კერძოდ, ეს არის პოლიფენოლი ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა ალერგიული რეაქციების შემთხვევებში. იგი მოქმედებს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ და შესაბამისად, იცავს თვალის ქსოვილებს ოქსიდაციური სტრესის ზემოქმედებისგან, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის თვალი.

ალანტოინი - ეს არის ბუნებრივი ნაერთი. ეს არის ჟანგბადის რადიკალებით გამოწვეული შარდმჟავას დაჟანგვის პროდუქტი. მას გააჩნია გაღიზიანების საწინააღმდეგო და დამცავი მოქმედება, ვინაიდან შეუძლია შექმნას სენსიბილიზირებადი ნივთიერებების კომპლექსი და გაზარდოს წყლის რაოდენობა უჯრედ-გარეთა მატრიქსში. თავისი შემარბილებელი თვისების წყალობით ალანტოინი ასევე ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას და ამავდროულად ხელს უწყობს უჯრედების პროლიფერაციას ტრავმის საპასუხოდ, როგორც ფიზიოლოგიური პროცესის დროს.

ვიტამინი B12 - ეს არის უცვლელი მკვებავი ნივთიერება, რომლის სინთეზირებაც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია, გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები თავისუფალი რადიკალების მიმართ და ხელს უწყობს თვალის ზედაპირზე უჯრედის-გარე მიკროგარემოს შექმნას, თვალის ეპითელიუმის ნორმალური ზრდისა და რეპლიკაციისთვის, რაც გამოხატავს ტროფიკულ მოქმედებას.

ჰიალურონის მჟავა - ეს არის პოლისაქარიდი მაღალი ბიოშეთვისებადობით, რომელიც ბუნებრივად არსებობს ყველა ქსოვილში. ანიჭებს პრეპარატს მაღალ საპოხ თვისებებს წებვადი-მკვრივი და დამატენიანებელი თვისებების გამო, ამარტივებს ქუთუთოს მოძრაობას და ამცირებს მის ხახუნს რქოვანას და კონიუქტივიტის ზედაპირზე, რომლის გამოც ხდება თვალის სიმშრალის შეგრძნება.

ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა - ბიოშეთვისებადი შემასქელებელი (ჩონჩხი შედგება ცელულოზასგან - ბუნებრივი ნახშირწყალბადი, რომელიც შეიცავს გლუკოზური რგოლების განმეორებად სტრუქტურას), რომელსაც შეუძლია გაზარდოს წვეთების სიბლანტე და შესაბამისად, პრეპარატის თვალში დაყოვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სწრაფად სცილდება თვალის დახამხამების დროს.

მცენარეული გლიცერინი- ეს არის ბუნებრივი კომპონენტი, რომელიც გამოიყენება თვალის წვეთების შემადგენლობაში,როგორც დამატენიანებელი საშუალება, ვინაიდან იგი ამცირებს ცრემლის სითხის აორთქლების წნევას და ამით ხელს უწყობს რქოვანას დატენიანებას და ცრემლის აორთქლებას.

ჰიალურონის მჟავის და ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას კომბინაცია ხდის შემადგენლობას წებოვანს, რითაც ხელს უშლის თვალის ზედაპირიდან წვეთების ბუნებრივ მოშორებას დახამხამების დროს, თუმცა ამავდროულად არ იწვევს მხედველობის დაბინდვას ან ტიპიურ დისკომფორტს პროდუქტის მაღალი წებოვნების გამო.

გამოყენება

სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტი,  მშრალი თვალის სინდრომი და თვალის დისკომფორტი:

ამცირებს სეზონური ალერგიული კონიუნქტივიტის სიმპტომებს მაშინაც კი, თუ ისინი დაკავშირებულია თვალის სიმშრალის სინდრომთან.

აღადგენს ცრემლის მოცულობას, წვეთების შეყვანით გამოწვეული ხამხამის დროს აცილებს საცრემლე აპკიდან ალერგენებს,

წინააღმდეგობას უწევს ჟანგვით მოვლენებს, აუმჯობესებს ფიზიოლოგიურ ანტიოქსიდანტურ მექანიზმებს;

ამცირებს თვალის სიმშრალის სიმპტომებს მსუბუქიდან ზომიერამდე, რომელსაც თან ახლავს ქავილი, წვა, უცხო სხეულის შეგრძნება, სიწითლე, რაც გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:

-         ეკოლოგიური ფაქტორები: კლიმატის ცვლილება, ატმოსფერის დაბინძურება, მტვერი, მზის რადიაციის ზემოქმედება, მშრალი ან ძალიან ცხელი ჰაერი, ჰაერის კონდიცირება;

-         მექანიკური დატვირთვები, ისეთი, როგორიცაა არაეფექტური ხამხამი  კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომის ან ხანგრძლივად ავტომობილის მართვის, სწავლის და კონტაქტური ლინზების მოხმარების  შედეგად;

-         ასაკი, მენოპაუზა ან პოსტმენოპაუზის პერიოდი,  საკვებით მიღებული B12 ვიტამინის შეწოვის ფიზიოლოგიური შემცირება;

-         საკვები ნივთიერებების უკმარისობა, როგორიცაა ვიტამინების მცირე ან არასაკმარისი რაოდენობით მიღება;

-         ბლეფარიტი. ამ შემთხვევაში თვალის წვეთების ჩაწვეთებით გამოწვეული ხამხამი ასევე აიოლებს ცილიარულ სხეულში არსებული ნებისმიერი სეკრეტის გამოყოფას.

ანტიოქსიდანტური მოქმედება

CIAMAX როზმარინის მჟავის, ალანტოინის და B12 ვიტამინის ინოვაციური კომბინაცია ახორციელებს ანტიოქსიდანტურ აქტივობას თავისუფალი რადიკალების (წარმოქმნილი თვალის ზედაპირზე მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ) მოქმედების წინააღმდეგ, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ აზიანებენ როგორც პიგმენტურ ეპითელიუმს, ასევე ფოტორეცეპტორებს, რომლებიც იწვევენ ყვითელი ლაქის დეგენერაციას და კრისტალურ დაბინდვას კატარაქტის წარმოქმნით.

კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი გამოყენება და ტარება

CIAMAX ასევე ნაჩვენებია ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისთვის.

CIAMAX შეიძლება გამოყენებული იქნას ყოველდღიურ კონტაქტურ ლინზებთან ერთად: ლინზების მოხსნის შემდეგ ფერის უმნიშვნელო ცვლილება, გავლენას არ ახდენს ოპტიკურ თვისებებზე.

 

გამოყენების ინსტრუქცია

  1. ზედმიწევნით გაისუფთავეთ ხელები.
  2. მოხსენით დამცავი აპკი პირველ გამოყენებამდე;
  3. მოხსენით დამცავი ხუფი და გახსენით ბოთლი;
  4. გადაატრიალეთ ბოთლი ქვემოდან ზემოთ და ოდნავ დააწექით რათა ჩაიწვეთოთ ორ-ორი წვეთი თითო თვალში, თუ სხვა რამ არ არის დანიშნული
  5. ვიდრე კონტეინერს დააფარებთ თავსახურს, ჩამობერტყეთ წვეთის ნარჩენები ეცადეთ არ შეახოთ აპლიკატორის წვერი ნებისმიერ საგანს, თვალს ან თითს.
  6. ბოთლის შიგთავსის თანდათანობით შემცირებისას, ბოთლს მეტად დააჭირეთ ხელი,  რათა გადმოვიდეს პრეპარატის საკმარისი რაოდენობა.  ეს დაკავშირებულია დახურვის სისტემის სწორ მუშაობასთან.  რათა შენარჩუნდეს კონსერვანტებისგან თავისუფალი ხსნარების სტერილურობა და ქიმიურ და ფიზიკური მახასიათებლები
  7. შიგთავსი გამოყენებული უნდა იყოს პირველი გახსნიდან  მომდევნო 6 თვის განმავლობაში.

შემადგენლობა

ნატრიუმის ჰიალურონატი, როზმარინის მჟავა, ალანტოინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მცენარეული გლიცერინი, ვიტამინი B12, ნატრიუმის ფოსფატის ერთფუძიანი მონოჰიდრატი,  ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის  დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი qb 100 მლ-მდე.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

-         პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის;

-         პრეპარატი შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ ერთმა ადამიანმა;

-         არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ იგი დაზიანებულია ან არ არის მჭიდროდ დახურული.

-         ჩაწვეთების დროს არ შეეხოთ პიპეტით თვალს ან ნებისმიერ ზედაპირს.

-         გამოიყენეთ მხოლოდ ყოველდღიურ კონტაქტურ ლინზებთან ერთად

-         არ გამოიყენოთ პრეპარატი მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

-         პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

-         სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენება ამ თვალის წვეთების გამოყენებასთან ერთად უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ; ნებისმიერ შემთხვევაში, დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთს თითოეულ აპლიკაციას შორის.

-         ეს თვალის წვეთები არ ცვლის არანაირ წამალს, რომელიც შეიძლება დანიშნული იყოს ექიმის მიერ.

-         არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ

-         არ გადააგდოთ ფლაკონი გამოყენების შემდეგ

-         შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

მრავალდოზიანი 10 მლ OSD დისპენსერი. კონსერვანტების გარეშე (დამჭერი ტიპის ოფთალმოლოგიური დოზატორი)

შენახვის პირობები

პრეპარატი გამოყენებული უნდა იყოს  გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.

შეინახეთ 2°C-დან  25°C -მდე ტემპერატურაზე მშრალ, სითბოსგან და მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის ვადა

გაუხსნელი შეფუთვის დროს არ გადააჭარბოთ შეფუთვაზე და ეტიკეტზე მითითებულ ვარგისობის ვადას.

C.O.C. Farmaceutici s.r.l.

მოდენას ქუჩა 15

40019-სანტ აგატა ბოლონიეზე (Bo) იტალია

დისტრიბუტორი: Claus Marsh შპს., დიდი ბრიტანეთი

CE 1936 სამედიცინო დანიშნულების საქონელი                      სტერილურია

სამედიცინო დანიშნულების საქონლის მწარმოებელი

სამედიცინო დანიშნულების საქონელი სტერილიზებულია ფილტრაციის გზით

პრეპარატი წარმოადგენს TUV Rheinland c N 1936 ორგანოს მიერ ნოტიფიცირებულ სამედიცინო დანიშნულების საქონელს CE  მარკირებით

შეინახეთ  2°C-დან  25°C -მდე ტემპერატურაზე

ზოგადი ინსტრუქციები და სიფრთხილის ზომები.

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ კოლოფი ან ალუმინის პაკეტი დაზიანებულია ან თუ ერთჯერადი დოზა არ არის მჭიდროდ დახურული

ვარგისობის ვადა

გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას ბუკლეტში