ორთომოლ ნატალი ფხვ#30პაკ

91581
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიVitamins,Minerals,Probiotics,Omega-3 გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ორთომოლ ნატალი

 

ორთომოლ® ნატალის ძვირფასო მომხმარებელო,

გმადლობთ, რომ აირჩიეთ ორთომოლ® ნატალი _ ორთომოლის მაღალი ხარისხის მრავალი პროდუქტიდან ერთ-ერთი. ორთომოლმა გამოიყენა მთელი თავისი გამოცდილება და ცოდნა ორთომოლეკულური, მიკრონუტრიენტული კომბინაციის შემუშავებისთვის, რათა თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტები მოეწოდებინა. ამ ინსტრუქციაში თქვენ ნახავთ ინფორმაციას პროდუქტის და მისი ინგრედიენტების შესახებ და ასევე გაეცნობით მნიშვნელოვან მითითებებს გამოყენებასა და შესაძლო გვერდით ეფექტებზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რა არის ორთომოლ® ნატალი?

ორთომოლ® ნატალი არის საკვები დანამატი ქალებისთვის ორსულობამდე, ორსულობის დროს და ორსულობის შემდეგ მისაღებად, შეიცავს ვიტამინებს, მიკრონუტრიენტებს და ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, იოდი, რკინა, მაგნიუმი და კალციუმი, აგრეთვე სპეციფიური ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, დოკოზაჰექსანის მჟავას ჩათვლით, და პრობიოტიკები.

როგორ უნდა მოხდეს ორთომოლ® ნატალის მიღება?

მიიღეთ ერთი პაკეტის შიგთავსი (ომეგა-3-ის ორი კაფსულა) დილით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. დღის მეორე ნახევარში პაკეტში არსებული ფხვნილი გახსენით ერთ ჭიქა წყალში, ხოლო პრობიოტიკის კაფსულა (ბლისტერზე არსებული თეთრი კაფსულა) ძილის წინ.

რა არის მასში შემავალი მიკრონუტრიენტების საკვები თვისებები და მახასიათებლები?

•           ანტიოქსიდანტები, როგორიცაა ვიტამინი C, ვიტამინი E, ბეტა-კაროტინი აგრეთვე მიკრონუტრიენტები თუთია და სელენი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.  

•           ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 ხელს უწყობს უჯრედის ზრდას და აუცილებელია ოპტიმალური განვითარებისთვის.

•           იოდი და სელენი მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის.

•           რკინა, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12 ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას.

•           კალციუმი, ვიტამინი  D და ვიტამინი K  საჭიროა ჩონჩხის განვითარებისთვის. კალციუმი აგრეთვე მნიშვნელოვანია დედის რძისთვის. 

•           B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს დედის და ბავშვის მეტაბოლურ ფუნქციებს.

•           ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვის მხედველობის და ტვინის განვითარებისთვის.

•           პრობიოტიკები აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს და არეგულირებს ნაწლავის მოქმედებას.

რამდენი ხნის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს ორთომოლ® ნატალის მიღება?

თქვენი დიეტა ორსულობამდე, ორსულობის დროს და ორსულობის შემდეგ კრიტიკულ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. ძუძუთი კვების პერიოდში მნიშვნელოვანია მიკრონუტრიენტებით მდიდარი დიეტა, რათა შეძლოთ ბავშვის უზრუნველყოფა მისი სიცოცხლისა და ზრდისთვის აუცილებელი ნუტრიენტებით. ორთომოლ® ნატალი უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ბავშვის მიერ საკმარისი რაოდენობით მიკრონუტრიენტების  მიღებას ორსულობის და ძუძუთი კვების დროს. აგრეთვე სასურველია დიეტაში ორთომოლ® ნატალის დამატება თუ ორსულობას გეგმავთ. თქვენს ორგანიზმს მიკროელემენტები ყოველდღე ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, რეკომენდაციას ვუწევთ ორთომოლ®  ნატალის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებას.

რას უნდა მიექცეს ყურადღება?

•           ორთომოლ®  ნატალი შეიცავს იოდის ცალკე ტაბლეტს. თუ აღგენიშნებათ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია (ჰიპერთიროიდიზმი) გთხოვთ ორთომოლ® ნატალის გამოყენებამდე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.

•           ორსულობის დროს რკინის და ხშირად მაგნიუმის საჭიროებაც განსაკუთრებით მაღალია. აქედან გამომდინარე შეიძლება საჭირო იყოს ამ ნივთიერებების დამატებით მიღება. ამას გირჩევთ თქვენი გინეკოლოგი.

•           არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

•           საკვები დანამატები არ არის ბალანსირებული დიეტის და ცხოვრების ჯანსაღი წესის შემცვლელი.

•           შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არსებობს რაიმე სხვა სასარგებლო ინფორმაცია?

•           როდესაც იღებთ ორთომოლ® ნატალს, შეიძლება განვითარდეს შემდეგი უვნებელი გვერდითი ეფექტები: შარდის ყვითელი შეფერილობა ან რძის ფერის შეცვლა ვიტამინ B2-ის შემცველობის გამო.

•           ქალები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ორსულობის დროს. ამის გამო ზოგიერთ ქალს პრობიოტური კაფსულის მიღების შემდეგ შეიძლება განუვითარდეს მსუბუქი გასტროინტესტინური დისკომფორტი.

როგორ ინახება ორთომოლ® ნატალი?

ორთომოლ® ნატალი უნდა ინახებოდეს გრილ, მშრალ ადგილას.

სად შეიძლება დამატებითი ინფორმაციის მიღება?

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ორსულობის და ძუძუთი კვების დროს მიკრონუტრიენტების გამოყენებაზე, ან მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ ორთომოლეკულური ნუტრიციული მედიცინის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდით ორთომოლის მომსახურების ხაზს: ტელეფონი:   +49-2173-90590.

საუკეთესო სურვილებით

ორთომოლი გმბჰ

ჰერცოგსტრასე 30

40764 ლანგეფელდი

გერმანია

ტელეფონი +49-2173-90590

[email protected]

www.orthomol.com

შემადგენლობა

1 დღიური დოზა: 1 წყალში გასახსნელი საშეტი + 3 კაფსულა (4.9გ)

 

დღიური დოზა

%RDA**

100გრ-ზე

ვიტამინები

ვიტამინი C

110მგ

183

2.2გ

ვიტამინი E

50მგ

500

1გ

ვიტამინი B1

3მგ

214

61მგ

ვიტამინი B2

3.5მგ

219

71მგ

ნიკოტინამიდი

36მგ

200

735მგ

ვიტამინი B6

5მგ

250

102მგ

ვიტამინი B12

9 μგ

900

184 μგ

ვიტამინი K1

60 μგ

***

1.2მგ

ვიტამინი D3

5 μგ (200 IU*)

100

102 μგ (4,082 IU*)

ფოლიუმის მჟავა

500 μგ

250

10მგ

პანტოთენის მჟავა

18მგ

300

367მგ

ბიოტინი

150 μგ

100

3.1მგ

 

მინერალები, მიკროელემენტები და სხვა მიკრონუტრიენტები

კალციუმი

400მგ

50

8.2გ

მაგნიუმი

180მგ

60

3.7გ

სელენი

30 μგ

***

612 μგ

რკინა

5მგ

36

102მგ

თუთია

5მგ

33

102მგ

სპილენძი

1,000 μგ

***

20მგ

მოლიბდენი

80 μგ

***

1,6მგ

ქრომი

60 μგ

***

1,2მგ

იოდი

150 μგ

100

3.1მგ

ნატურალური ბეტა

კაროტინი

2მგ

***

41მგ

 

აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები

თევზის ქონი

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ჩათვლით

420მგ

***

8.6მგ

დოკოზაჰექსანის მჟავა (DHA)

300მგ

***

6.1მგ

ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA)

50მგ

***

1გ

 

პრობიოტიკები

რძემჟავა ბაქტერიები:

პრობიოტიკები

3X109 CFU0

***

6.1X1010 CFU0

(Lactococcus Lactis, Lactobacillus

Casei, Lactobacillus Acidophilus,

Bifidobacterium Bifidum)

 

 

 

ენერგია

42.9კჯ (10კკალ)

 

876კჯ (207კკალ)

ცილა

0.2გ

 

4.5გ

ნახშირწყლები

0.9გ

 

19გ

ცხიმი

0.6გ

 

13გ

ინგრედიენტები

კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (შემავსებელი აგენტი), სახამებელი, მაგნიუმის კარბონატი, თევზის ზეთი, ჟელატინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (შემომგარსველი აგენტი), L-ასკორბინის მჟავა, გლიცეროლი (დამატენიანებელი), ფუტკრის ცვილი (შემავსებელი აგენტი), ვიტამინი E, მალტოდექსტრინი (შემავსებელი აგენტი), სორბიტოლი (შემავსებელი აგენტი), ნიკოტინამიდი, თუთიის გლუკონატი, დიეტური ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი), ჯვარედინად-დაკავშირებული ნატრიუმის კარბოქსიმეთილ ცელულოზა (შემავსებელი აგენტი), კალციუმის  D-პანტოთენატი, სილიციუმის დიოქსიდი (გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი), რკინის ფუმარატი, დიეტური ცხიმოვანი მჟავების კალციუმის მარილები (გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი), ტიტანის დიოქსიდი (ფერი), რძემჟავა ბაქტერიების კულტურა (შეიძლება შეიცავდეს რძის ან სოიოს ნაწილაკებს), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, მცენარეული ზეთი, თიამინის ჰიდროქლორიდი, პოლივინილ პოვიდონი (შემავსებელი აგენტი), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა (შემომგარსველი აგენტი), რკინის ოქსიდი (ფერი), სოიოს ლეციტინი (ემულგატორი), რიბოფლავინ, სპილენძის სულფატი, ბეტა-კაროტინი, ლაქტიტოლი (შემავსებელი აგენტი), ფოლიუმის მჟავა, არაბული ფისი (შემავსებელი აგენტი), ქრომის (III) ქლორიდი, ნატრიუმის მოლიბდატი, კალიუმის იოდიდი, D-ბიოტინი, ფილოქინონი, ნატრიუმის სელენატი, ციანოკობალამინი, ქოლეკალციფეროლი.

* IU = საერთაშორისო ერთეული

** RDA = რეკომენდებული დღიური დაშვება (EU საკვების მარკირების დირექტივის მიხედვით)  

*** EU რეკომენდაციები ჯერ ხელმისაწვდომი არ არის

° CFU = კოლონიის წარმომქმნელი ერთეულები

არ შეიცავს კონსერვანტებს

ორთომოლი  გერმანიაში პირველი მწარმოებელია, რომელიც უშვებს სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილ დიეტურ საკვებს და საკვებ დანამატებს საკვების უსაფრთხოების ამ მკაცრი კრიტერიუმების შესაბამისად.

ხარისხზე შემოწმებულია ISO 22000/GMP

სერტიფიცირებულია

მსგავსი პროდუქტები