კეტოროლაკი 30მგ1მლ#10კ/ვ(სინთ

91804
-28%
მარაგშია
5.66 
4.05 
დანაზოგი: 1.61 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიKetorolacum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
5.66 
4.05 
დანაზოგი: 1.61 ₾ (28%)

კეტოროლაკი

Ketorolac

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: კეტოროლაკი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კეტოროლაკი

წამლის ფორმა

ხსნარი ვენაში და კუნთებში შესაყვანად.

1 მლ-ს შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეთამოლი (კეტოროლაკის ტრომეთამინი) – 30,0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი – 4,35 მგ,

დინატრიუმის ედეტატი (ეთილენდიამინ-N,N,N’,N’-ტეტრაძმრის მჟავის დინატრიუმის მარილი 2-წყლიანი [ტრილონი ბ]) – 0,5 მგ,

საინექციო წყალი – 1 მლ-მდე.

აღწერილობა

მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული  პრეპარატი (ასაპ).

ათქ კოდი: [M01AB15]

ფარმაკოლოგიური მოქმედება

კეტოროლაკს გააჩნია გამოხატული ანალგეზიური, აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო და ზომიერი სიცხის დამწევი მოქმედება.

მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა-1 და ციკლოოქსიგენაზა-2 ფერმენტების აქტივობის არასელექციურ დათრგუნვასთან, უმთავრესად პერიფერიულ ქსოვილებში, რომლის შედეგს წარმოადგენს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვა და შედეგად ტკივილის აღქმის, თერმორეგულაციისა და ანთების მოდულატორების შეკავება. კეტოროლაკი წარმოადგენს [-]S და [+]R ენანტიომერების რაცემულ ნარევს, ამასთან ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება განპირობებულია [-]S ფორმით.

ანალგეზიური ეფექტის სიძლიერით იგი შეედრება მორფინს, მნიშვნელოვნად აჭარბებს ანთების საწინააღმდეგო  არასტეროიდულ სხვა  პრეპარატებს.

პრეპარატი არ მოქმედებს ოპიოიდურ რეცეპტორებზე, არ იწვევს სუნთქვის დათრგუნვას, წამლისმიერ დამოკიდებულებას, არ გააჩნია სედაციური და ანქსიოლიზური მოქმედება.

კუნთებში შეყვანის შემდეგ ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების დასაწყისი აღინიშნება 0,5 სთ-ში, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 1-2 სთ-ში.

ფარმაკოკინეტიკა

კუნთებში შეყვანისას ბიოშეღწევადობა  – 80-100%-ია, აბსორბცია – სრული და სწრაფი. 30 მგ-ის კუნთებში შეყვანის შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შეადგენს 1,74-3,1მკგ/მლ, 60მგ-ის შეყვანისას – 3,23-5,77მკგ/მლ, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შესაბამისად – 15-73წთ და 30-60წთ-ია; 15მგ-ის  ვენაში ინფუზიის შემდეგ Cmax – 1,96-2,98მკგ/მლ, 30მგ-ის – 3,69-5,61მკგ/მლ. კონცენტრაციების თანაბარ დონეზე  მიღწევის დრო (Css) პარენტერალური შეყვანისას – 24 სთ 4-ჯერ დღეში დანიშვნისას (სუბთერაპიულზე მაღალი) მიიღწევა და შეადგენს 15მგ-ის კუნთებში შეყვანისას – 0,65-1,13მკგ/მლ-ს, 30მგ-ის შეყვანისას – 1,29-2,47მკგ/მლ-ს, 15 მგ ვენაში ინფუზიის დროს – 0,79-1,39მკგ/მლ-ს, 30 მგ-ის ვენაში ინფუზიისას  – 1,68-2,76 მკგ/მლ-ს.

პრეპარატის 99% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს და ჰიპოალბუმინემიის დროს თავისუფალი ნივთიერების რაოდენობა სისხლში მატულობს.

განაწილების მოცულობა შეადგენს 0,15-0,33ლ/კგ. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში განაწილების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს  2-ჯერ, ხოლო  მისი

R-ენანთიომერის განაწილების მოცულობა – 20%-ით. ჰემატოენცეფალურ ბარიერს ცუდად გადის, აღწევს პლაცენტაში (10%). მცირე რაოდენობით შეიმჩნევა დედის რძეში.

შეყვანილი დოზის 50%-ზე მეტი მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ გლუკურონიდები, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით, და p-ჰიდროქსიკეტოროლაკი.

91%-ით გამოიყოფა თირკმელების საშუალებით (40% მეტაბოლიტების სახით), 6% - ნაწლავების საშუალებით.

ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2), თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, შეადგენს საშუალოდ 5,3სთ-ს (3,5-9,2სთ 15მგ-ის კუნთებში შეყვანის შემდეგ, 4-7,9სთ 30მგ-ის კუნთებში შეყვანის შემდეგ). ხანდაზმულ პაციენტებში T1/2 ხანგრძლივდება, ხოლო ახალგაზრდებში მოკლდება. T1/2-ზე ღვიძლის ფუნქცია  გავლენას არ ახდენს. თირკმელების ფუნქციის უკმარისობის მქონე პაციენტებში  სისხლის პლაზმაში კრეატინინის 19-50მგ/ლ (168-442 მკმოლი/ლ) კონცენტრაციის დროს T1/2 შეადგენს 10,3-10,8სთ-ს, თირკმელების უფრო გამოხატული  უკმარისობისას – 13,6სთ-ზე მეტია.

30მგ-ის კუნთებში შეყვანისას საერთო კლირენსი შეადგენს – 0,023ლ/კგ/სთ (0,019 ლ/კგ/სთ ხანდაზმულ პაციენტებში), 30მგ-ის ვენაში ინფუზიის დროს – 0,03ლ/კგ/სთ; თირკმელების უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში სისხლის პლაზმაში კრეატინინის 19-50მგ/ლ კონცენტრაციისას 30მგ-ის კუნთებში შეყვანის დროს – 0,015 ლ/კგ/სთ.  ჰემოდიალიზით არ გამოიყოფა.

მიღების ჩვენებები

ძლიერი და ზომიერი გამოხატულობის ტკივილის სინდრომი: ტრავმები, კბილის ტკივილი, ტკივილები პოსტოპერაციულ პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებები, მიალგია, ართრალგია, ნევრალგია, რადიკულიტი, დაჭიმულობები, ნაღრძობები, რევმატიული დაავადებები. განკუთვნილია სიმპტომური თერაპიისთვის, მოხმარების მომენტში ტკივილის და ანთების შესამცირებლად, დაავადების პროგრესირებაზე არ მოქმედებს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კეტოროლაკის მიმართ;  ბრონქული ასთმის,  ცხვირისა  და ცხვირის დანამატი წიაღების მორეციდივე პოლიპოზის და აცეტილსალიცილის მჟავას ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა  პრეპარატების (ასაპ) აუტანლობის (მათ შორის ანამნეზში) სრული ან არასრული თანხვედრა; ჭინჭრის ციება, რინიტები, გამოწვეული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით (ანამნეზში); დეჰიდრატაცია.

პირაზოლონის რიგის სამკურნალო საშუალებების აუტანლობა, ჰიპოვოლემია (მისი გამომწვევი მიზეზის მიუხედავად), სისხლდენები ან მათი განვითარების მაღალი რისკი, აორტოკორონარული შუნტირების ჩატარების შემდგომი მდგომარეობა, დადასტურებული ჰიპერკალიემია, ნაწლავების ანთებითი დაავადებები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში, პეპტიური წყლულები, ჰიპოკოაგულაცია (მათ შორის ჰემოფილია).

ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ-ზე ნაკლები).

ჰემორაგიული ინსულტი (დადასტურებული ან საეჭვო), ჰემორაგიული დიათეზი, სისხლწარმოქმნის დარღვევები.

ერთდროული მიღება პრობენეციდთან, პენტოქსიფილინთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სხვა პრეპარატებთან (ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორების ჩათვლით), ლითიუმის მარილებთან, ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინის და ჰეპარინის ჩათვლით).

ორსულობა, მშობიარობა და ლაქტაციის პერიოდი.

ბავშვთა ასაკი 16 წლამდე (გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დაუდგენელია).

სისხლდენის მაღალი რისკის გამო პრეპარატი არ გამოიყენება გაუტკივარებისთვის ფართო ქირურგიული ჩარევების წინ ან მიმდინარეობისას, აგრეთვე ქრონიკული ტკივილების სამკურნალოდ.

სიფრთხილით

ბრონქული ასთმა; ქოლეცისტიტი; გულის ქრონიკული უკმარისობა; არტერიული ჰიპერტენზია; თირკმელების ფუნქციის დარღვევა (პლაზმის კრეატინინი 50მგ/ლ-ზე ნაკლები); ქოლესტაზი; აქტიური ჰეპატიტი; სეფსისი; სისტემური წითელი მგლურა; ხანდაზმული ასაკი (65 წლის ზევით); ცხვირის და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის პოლიპები; ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სხვა პრეპარატებთან  ერთდროული მიღება; ფაქტორების არსებობა, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტოქსიურობას ზრდის: ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოწევა, ოპერაციის შემდგომი პერიოდი, შეშუპების სინდრომი, გულის იშემიური დაავადება, ცერებროვასკულარული დაავადებები, დისლიპიდემია/ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, პერიფერიული არტერიების დაავადებები, კრეატინინის კლირენსი 60მლ/წთ-ზე ნაკლები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებები ანამნეზში, Helicobacter pylori ინფექციის არსებობა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება, მძიმე სომატური დაავადებები; პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდების (მათ შორის პრედნიზოლონის), ანტიკოაგულანტების (მათ შორის ვარფარინის), ანტიაგრეგანტების (მათ შორის კლოპიდოგრელის), სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების (მათ შორის ციტალოპრამის, ფლუოქსეტინის, პაროქსეტინის, სერტრალინის) ერთდროული მიღება.

გამოყენების წესი და დოზები

კუნთში შეყავთ ღრმად, ნელა, ან ინტრავენურად ნაკადურად არა ნაკლებ 15 წამის განმავლობაში, ტკივილის ინტენსივობის და ავადმყოფის რეაქციის შესაბამისად, შერჩეული მინიმალური ეფექტური დოზებით. აუცილებლობის შემთხვევაში ერთდროულად შეიძლება დამატებით ოპიოიდური ანალგეტიკების გამოყენება შემცირებულ დოზებში.

დოზირება ერთჯერადად გამოყენებისას კუნთსა დავენაში:

-           16 წლიდან   65 წლამდე ასაკის  პირებისთვის – 10-30მგ ტკივილის სინდრომის სიმძიმის მიხედვით,

-           65 წლის ზევით ასაკის, ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პირთათვის – 10-15მგ.

დოზებიმრავალჯერადიპარენტერალურიშეყვანისას:

კუნთში

-           16 წლიდან 65 წლამდე ასაკის  პირებში შეყავთ 10-60მგ პირველი შეყვანისას, შემდეგ – 10-30მგ ყოველ 6 სთ-ში (ჩვეულებრივად 30მგ ყოველ 6 სთ-ში),

-           65 წლის ზევით ასაკის   ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში – 10-15მგ ყოველ 4-6 სთ-ში.

ვენაში

-           16 წლიდან 65 წლამდე ასაკის  პირებში ნაკადურად შეყავთ 10-30მგ ყოველ 6 სთ-ში, განუწყვეტლივი ინფუზიის დროს ინფუზომატორის დახმარებით საწყისი დოზა – 30 მგ, შემდგომში ინფუზიის სიჩქარე შეადგენს 5მგ/სთ,

-           65 წლის ზევით ასაკის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში ნაკადურად შეყავთ 10-15მგ ყოველი 6 სთ-ში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 16 წლის ასაკიდან 65 წლამდე ასაკის პირებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 90მგ-ს, 65 წლის ზევით ასაკის  ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პირებისთვის – 60მგ, როგორც კუნთში, ასევე  ვენაში შეყვანისას.

უწყვეტი ინტრავენური ინფუზია არ უნდა გრძელდებოდეს 24 სთ-ზე მეტ ხანს.

პარენტერალური შეყვანისას მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს.

პრეპარატის პარენტერალური შეყვანიდან მისი შიგნით მიღებაზე გადასვლისას ორივე სამკურნალო ფორმის ჯამური სადღეღამისო დოზა გადაყვანის დღეს 16 წლის ასაკიდან 65 წლამდე ასაკის პირებისთვის  არ უნდა აღემატებოდეს 90მგ-ს და 65 წლის ზევით ასაკის ან თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პირებისთვის 60მგ-ს. ამასთანავე პრეპარატის დოზა ტაბლეტებში გადასვლის დღეს არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.

გვერდითი მოქმედება

ხშირად – 3%-ზე მეტი, ნაკლებად ხშირად – 1-3%, იშვიათად – 1%-ზე ნაკლები.

საჭმლისმომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირად (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში 65 წლის ასაკის ზევით, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები) – გასტრალგია, დიარეა; ნაკლებად ხშირად – სტომატიტი, მეტეორიზმი, შეკრულობა, ღებინება, კუჭის გადავსების შეგრძნება; იშვიათად – გულისრევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (მათ შორის პერფორაციით და/ან სისხლდენით – აბდომინალური ტკივილი, სპაზმი ან წვა ეპიგასტრიუმის მიდამოში, სისხლი განავალში ან მელენა, ღებინება სისხლით ან ყავის ნალექისმაგვარი შიგთავსით, გულისრევა, გულძმარვა და სხვა), ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ჰეპატომეგალია, მწვავე პანკრეატიტი.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტკივილი წელის არეში ჰემატურიით ან მის გარეშე და/ან აზოტემიით, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი (ჰემოლიზური ანემია, თირკმლის უკმარისობა, თრომბოციტოპენია, პურპურა), შარდვის გახშირება, შარდის მოცულობის მომატება ან შემცირება, ნეფრიტი, თირკმლის გენეზის შეშუპება.

გრძნობათა სისტემის მხრივ:იშვიათად – სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური, მხედველობის დარღვევა (როგორიცაა მხედველობის  არამკაფიო აღქმა).

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ბრონქოსპაზმი ან დისპნოე, რინიტი, ფილტვების შეშუპება, ხორხის შეშუპება (ქოშინი, სუნთქვის გაძნელება).

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, იშვიათად – ასეპტიური მენინგიტი (ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, კრუნჩხვები, კისრის და/ან ზურგის კუნთების რიგიდობა), ჰიპერაქტიურობა (ხასიათის ცვლილება, შფოთვა), ჰალუცინაციები, დეპრესია, ფსიქოზი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:ნაკლებად  ხშირად არტერიული წნევის მომატება, იშვიათად – გონების დაკარგვა.

ჰემოსტაზის სისტემის მხრივ:  იშვიათად – სისხლდენა პოსტოპერაციული ჭრილობიდან, სისხლდენა ცხვირიდან, რექტალური სისხლდენა.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: იშვიათად – ანემია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია.

კანის საფარის მხრივ: ნაკლებად ხშირად – კანზე გამონაყარი (მაკულო-პაპულოზური გამონაყარის ჩათვლით), პურპურა, იშვიათად – ექსფოლიატური დერმატიტი (ცხელება შეციებით ან მის გარეშე, ჰიპერემია, კანის გამკვრივება ან აქერცვლა, სასის ნუშისებრი ჯირკვლების შესიება და/ან მტკივნეულობა), ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი.

ადგილობრივი რეაქციები: ნაკლებად ხშირად – შეყვანის ადგილას წვა და ტკივილი.

ალერგიული რეაქციები: იშვიათად – ანაფილაქსია ან ანაფილაქსიური რეაქციები (სახის კანის ფერის ცვლილება, კანის ქავილი, ტაქიპნოე ან დისპნოე, თვალის გუგების შეშუპება, პერიორბიტალური შეშუპება, ქოშინი, გაძნელებული სუნთქვა, სიმძიმე გულმკერდის არეში, სტვენისმაგვარი სუნთქვა).

სხვადანარჩენი: ხშირად – სახის, წვივების, კოჭების, თითების, ტერფების შეშუპება, სხეულის მასის მატება; ნაკლებად ხშირად – ოფლიანობის მომატება; იშვიათად – ენის შეშუპება, ცხელება.

ჭარბიდოზირება

სიმპტომები (ერთჯერადი შეყვანისას): ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, თირკმლების ფუნქციის დარღვევა, მეტაბოლური აციდოზი.

მკურნალობა: სიმპტომური (ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების შენარჩუნება). დიალიზი – ნაკლებად ეფექტურია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

კეტოროლაკის ერთდროულმა გამოყენებამ აცეტილსალიცილის მჟავასთან ან  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სხვა პრეპარატებთან, კალციუმის პრეპარატებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ეთანოლთან, კორტიკოტროპინთან შეიძლება  კუჭ-ნაქლავის ტრაქტის წყლულის წარმოქმნა  და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარება გამოიწვიოს.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სხვა პრეპარატებთან (ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით), ასევე ერთდროულად პრობენეციდთან, პენტოქსიფილინთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან, ლითიუმის მარილებთან, ანტიკოაგულანტებთან (ვარფარინის და ჰეპარინის ჩათვლით).

ერთდროული დანიშვნა პარაცეტამოლთან ზრდის კეტოროლაკის ნეფროტოქსიურობას, მეტოტრექსატთან კი – ჰეპატო- და ნეფროტოქსიურობას.

კეტოროლაკისა და მეტოტრექსატის ერთობლივი დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ამ უკანასკნელის დაბალი დოზებით გამოყენებისას (ამასთან ერთად უნდა  გაკონტროლდეს მეტოტრექსატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში).

კეტოროლაკის გამოყენების ფონზე შესაძლებელია მეტოტრექსატისა და ლითიუმის კლირენსის შემცირება და ამ ნივთიერებების ტოქსიურობის გაძლიერება.

არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, ჰეპარინთან, თრომბოლიზურ საშუალებებთან, ანტიაგრეგანტებთან, ცეფოპერაზონთან, ცეფოტეტანთან და პენტოქსიფილინთან ერთდროული დანიშვნა ზრდის სისხლდენის რისკს.

ჰიპოტენზიური და დიურეზული პრეპარატების ეფექტს აქვეითებს (ამცირებს პროსტაგლანდინების სინთეზს თირკმელებში).

ოპიოიდურ ანალგეტიკებთან კომბინირებისას უკანასკნელების დოზები შეიძლება შემცირებული იქნას, რადგან ერთობლივი გამოყენებისას  მათი მოქმედება ძლიერდება.

ინსულინის და პერორალური ჰიპოგლიკემური პრეპარატების ჰიპოგლიკემური მოქმედება იზრდება  (საჭიროა მათი დოზის გადაანგარიშება).

ნატრიუმის ვალპროატთან ერთდროული გამოყენება იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დარღვევას. ზრდის ვერაპამილის და ნიფედიპინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

სხვა ნეფროტოქსიურ სამკურნალო საშუალებებთან დანიშვნისას (მათ შორის ოქროს პრეპარატებთან) მატულობს ნეფროტოქსიურობის განვითარების რისკი.

პრობენეციდი და სამკურნალო საშუალებები, რომლებიც თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის ბლოკადას ახდენენ, ამცირებენ პლაზმურ კლირენსს და ზრდიან მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

არ შეიძლება საინექციო ხსნარის ერთ შპრიცში შერევა მორფინის სულფატთან, პრომეტაზინთან და ჰიდროქსიზინთან ნალექის წარმოქმნის გამო.

ფარმაცევტულად შეუთავსებელია ტრამადოლის ხსნართან, ლითიუმის პრეპარატებთან.

საინექციო ხსნარი თავსებადია ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნართან, დექსტროზას 5%-იან ხსნართან, რინგერის და რინგერ-ლაქტატის ხსნართან, “პლაზმალიტ”-ის ხსნართან, აგრეთვე ინფუზიურ ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ ამინოფილინს, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, დოფამინის ჰიდროქლორიდს, ხანმოკლე მოქმედების ადამიანის ინსულინს და ჰეპარინის ნატრიუმიან მარილს.

განსაკუთრებული მითითებები

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ სხვა პრეპარატებთან (ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით) ერთობლივი მიღების დროს შესაძლებელია აღინიშნოს სითხის შეკავება, გულის მოქმედების დეკომპენსაცია, არტერიული ჰიპერტენზია.

თრომბოციტების აგრეგაციაზე ზემოქმედება 24-48 სთ-ის შემდეგ წყდება.

ჰიპოვოლემია ზრდის თირკმელების მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან კომბინაციაში.

რეკომენდებული არაა კეტოროლაკის  პრემედიკაციის  სამკურნალო საშუალების სახით, შემანარჩუნებელი ანესთეზიისა და  სამეანო პრაქტიკაში გაუტკივარებისათვის გამოყენება.

არ შეიძლება პარაცეტამოლთან ერთად 2 დღეზე მეტი ხანგრძლივობით  გამოყენება.

სისხლის შედედების დარღვევის მქონე პაციენტებს პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ თრომბოციტების მაჩვენებლის მუდმივი კონტროლის პირობებში, განსაკუთრებით პოსტოპერაციულ პერიოდში, რაც მოითხოვს ჰემოსტაზის გულდასმით კონტროლს.

სისხლდენის მაღალი რისკის გამო რეკომენდებული არაა პრეპარატის გამოყენება პროფილაქტიკური გაუტკივარებისთვის ფართო ქირურგიული ჩარევების წინ ან მიმდინარეობისას, აგრეთვე ქრონიკული ტკივილების სამკურნალოდ.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

მკურნალობის პერიოდში თავშეკავებაა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში სახეობების საქმიანობების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს; ვინაიდან შესაძლოა პრეპარატმა გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუხვევა, და სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც გავლენას იქონიებს ზემოთ აღნიშნულ უნარებზე.

გამოშვებისფორმა

30 მგ/მლ ხსნარი ვენაში და კუნთებში შესაყვანად, 1მლ-იან  შუქდამცავი მინის ამპულებში.

5-5 ამპულა მოთავსებულია  კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

2 კონტურულ უჯრედოვანი 5 ამპულიანი შეფუთვა  მოთავსებულია მუყაოს შეკვრაში.

თითოეულ შეკვრაში მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქცია, ამპულის სკარიფიკატორი.

ნასერით და წერტილით ამპულების გამოყენებისას ამპულის სკარიფიკატორს არ დებენ შიგნით.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემისწესი

ფარმაცევტული პროდუქტის  III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი/მწარმოებელი/პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია

ღია სააქციო საზოგადოება “კურგანის სამედიცინო პრეპარატებისა და ნაწარმის სააქციო საზოგადოება “სინთეზი” .

640008, რუსეთი, ქ. კურგანი, კონსტიტუციის გამზ. 7

ტელ/ფაქსი: (3522) 48-16-89

 

 

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები