ალკონოლი 0.1გ #20ტ

9204
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიალკოჰოლ-დამოკიდებულობის სამკურნალო პრეპარატები ჯენერიკიGrape stem dry extract * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ალკონოლი - ALKONOL - АЛКОНОЛЬ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბიო აქტიური დანამატი;  ძლიერი ანტიოქსიდანტი; საშუალება ალკოჰოლის მოხმარებისას თანმხლები საშიში შედეგების აღსაკვეთად.

შემადგენლობა:

ყურძნის ღეროს პოლიფენოლების კომპლექსი.

გამოყენება:

კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა ბადი „ალკონოლი“-ის დადებითი მოქმედება ალკოჰოლიზმის კომპლექსურ თერაპიაში. „ალკონოლი“ ფასეულია იმითაც, რომ იცავს ღვიძლს არა მარტო ალკოჰოლისგან, არამედ სხვა ნეგატიური ქიმიური მოქმედებისგანაც - რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. თრგუნავს რა ენდოგენური (შინაგანი) და ეგზოგენური (გარეგანი) ტოქსინების ზემოქმედებას, პრეპარატი ასევე ახდენს ანტისტრესულ ზემოქმედებას.

მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს როგორც ერთჯერადად (შემთხვევიდან შემთხვევამდე), ისე კომპლექსურად (კურსობრივად).

ჩვენებები:

მწეველები;

დღესასწაულების დროს, სუფრასთან,  სიფხიზლის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად;

ღვიძლის ფუნქციის შესანარჩუნებლად;

არახელსაყრელ ეკოლოგიურ პირობებში მცხოვრებები;

ალკოჰოლიკები.

უკუჩვენებები:

* არ აქვს

თვისებები;

– ამუხრუჭებს ალკოჰოლის მოხმარებისას  შედარებით მავნე პროდუქტების წარმოქმნას;

– იცავს ღვიძლს და აღადგენს მის დაზიანებულ უჯრედებს;

– აქვეითებს სპირტიანების მიმართ ლტოლვას;

– ორგანიზმს აძლევს ენერგიას გაუმკლავდეს ჭარბი ალკოჰოლის უარყოფით მოქმედებას;

– ეწინააღმდეგება ფიზიოლოგიურად წარმოშობილ დამოკიდებულებას ალკოჰოლისადმი.

შენიშვნა:

ბადი „ალკონოლი“ ხასიათდება დეზინტოქსიკაციური მოქმედებით, აუმჯობესებს სასიცოცხლო ფუნქციების საერთო ტონუსს, ამცირებს ვეგეტო-სისხლძარღვოვან რეაქციას, აუმჯობესებს შრომისუნარიანობას.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები