ბოდიკალცინი 500მგ#20ტ საღ

92922
-30%
მარაგშია
29.80 
20.86 
დანაზოგი: 8.94 ₾ (30%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიკალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალებები ჯენერიკიCalcium carbonate გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
29.80 
20.86 
დანაზოგი: 8.94 ₾ (30%)

ბოდი-კალცინი® 500 მგ საღეჭი ტაბლეტი

კალციუმი

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

-         ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-         ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

-         გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

1. რა არის ბოდი-კალცინი® და რისთვის გამოიყენება

2.  რა უნდა იცოდეთ ბოდი-კალცინის® მიღების წინ

3. როგორ მიიღება ბოდი-კალცინი®

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ბოდი-კალცინი®

6. შეფუთვა და სხვა ინფორმაცია

1.რა არის ბოდი-კალცინი® და რისთვის გამოიყენება

ბოდი-კალცინი® არის საღეჭი ტაბლეტები, რომლებიც შეიცავს კალციუმს, მნიშვნელოვან სუბსტანციას ძვლების ფორმირებისთვის. ბოდი-კალცინი® გამოიყენება კალციუმის დეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისთვის და ოსტეოპოროზის სპეციალურ თერაპიაში დანამატის სახით. ბოდი-კალცინი® ასევე გამოიყენება ფოსფატის შემკვრელის სახით იმ პაციენტებში, რომლებსაც სისხლში აქვთ ფოსფატის მაღალი დონე.

2. რა უნდა იცოდეთ ბოდი-კალცინის® მიღების წინ

არ მიიღოთ ბოდი-კალცინი®

-         თუ გაქვთ ალერგია კალციუმის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6).

-         თუ გაქვთ სისხლში ან შარდში კალციუმის ჭარბი რაოდენობა.

-         თუ გაქვთ კენჭები თირკმელებში.

გაფრთხილება:

ბოდი-კალცინის® მიღების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

-         თუ იღებთ დიურეტიკებს (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან შეშუპების სამკურნალოდ) ან გულის გლიკოზიდებს (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ).

-         თუ გაქვთ სისხლში კალციუმის ჭარბი რაოდენობა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები ან თუ გქონიათ წარსულში კენჭები თირკმელებში.

-         თუ იღებთ კალციუმის მაღალ დოზებს და ასევე იყენებთ D ვიტამინის შემცველ პროდუქტებს.

-         თუ იღებთ კალციუმის მაღალ დოზებს და ასევე იყენებთ პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას, როგორიცაა ანტაციდები.

სხვა პრეპარატები და ბოდი-კალცინი®:

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს.

კალციუმის კარბონატმა შეიძლება შეაფერხოს იმავდროულად მიღებული ტეტრაციკლინის პრეპარატების აბსორბცია. ამის გამო, ტეტრაციკლინის პრეპარატები მიღებული უნდა იყოს ბოდი-კალცინის® მიღებამდე ორი საათით ადრე ან ოთხი-ექვსი საათის შემდეგ.

ბისფოსფონატების შემცველი პრეპარატები მიღებული უნდა იყოს ბოდი-კალცინის® მიღებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე.

კალციუმმა შეიძლება დააქვეითოს ლევოთიროქსინის ეფექტიანობა. ამის გამო, ლევოთიროქსინი მიღებული უნდა იყოს ბოდი-კალცინის® მიღებამდე მინიმუმ ოთხი საათით ადრე ან მისი მიღებიდან მინიმუმ ოთხი საათის შემდეგ.

ქინოლონის ანტიბიოტიკების ეფექტიანობა შეიძლება დაქვეითდეს კალციუმთან ერთად მიღებისას. ქინოლონის ანტიბიოტიკები მიღებული უნდა იყოს ბოდი-კალცინის® მიღებამდე ორი საათით ადრე ან მიღებიდან ექვსი საათის შემდეგ.

კალციუმის მარილებმა შეიძლება დააქვეითონ რკინის, თუთიის და სტრონციუმის რანელატის აბსორბცია.

შესაბამისად, რკინის, თუთიის ან სტრონციუმის რანელატის პრეპარატები მიიღება ბოდი-კალცინის მიღებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

სხვა პრეპარატები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ბოდი-კალცინზე® ან რომლებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს ბოდი-კალცინმა®: თიაზიდური დიურეტიკები და გულის გლიკოზიდები.

თუ იღებთ რომელიმე ზემოთ მითითებულ პრეპარატს, ექიმი მოგცემთ დამატებით ინსტრუქციებს.

ბოდი-კალცინის® მიღება საკვებთან და სასმელთან:

ბოდი-კალცინის მიღება შეიძლება საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება:

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს დღე-ღამეში შეიძლება 2500 მგ კალციუმის მიღება (საკვებისა და დანამატის ჩათვლით). თუ ხართ ორსულად, ბოდი-კალცინის® მიღება შეგიძლიათ კალციუმის დეფიციტის შემთხვევაში.

ბოდი-კალცინის® გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების დროს. კალციუმი გადადის დედის რძეში.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა:

ბოდი-კალცინი® გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ბოდი-კალცინი® შეიცავს ალკოჰოლს:

თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

3. როგორ მიიღება ბოდი-კალცინი®

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. ნებისმიერი საკითხი გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზა:

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 500-1500 მგ კალციუმი დღეში.

გამოყენება ბავშვებში:

რეკომენდებული დოზა ბავშვებისათვის არის 500-1000 მგ კალციუმი დღეში.

შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა ან დაწუწვნა.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ბოდი-კალცინი®, ვიდრე უნდა მიგეღოთ:

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ბოდი-კალცინი®, ვიდრე უნდა მიგეღოთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ბოდი-კალცინის® მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

აღინიშნა დისპეფსიის შემთხვევები უცნობი სიხშირით (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).

არახშირი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პაციენტში)

სისხლში ან შარდში კალციუმის ჭარბი დონეები შეიძლება აღინიშნოს დიდი დოზების მიღებისას.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე პაციენტში)

ყაბზობა, მუცლის შებერილობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი და დიარეა.

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-მდე პაციენტში)

ქავილი და გამონაყარი. რძე-ტუტე სინდრომი (როგორც წესი, აღინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღებულია კალციუმის მაღალი რაოდენობები) ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ხშირი შარდვა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა ან ღებინება, უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, სისხლში კალციუმის დონის მომატება და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმირება:

გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების  განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ასევე შეგიძლიათ პირდაპირ წამლის ეროვნული სააგენტოსთვის, 284 მესოგეიონის ქუჩა, GR-15562 ჰოლარგოსი, ათენი, ტელ: + 30 21 32040380/337, ფაქსი: + 30 21 06549585, ვებგვერდი: http://www.eof.gr. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ ინახება ბოდი-კალცინი®

ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ეტიკეტსა და კოლოფზე EXP ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ 250C-მდე.

არ გადაყაროთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ან საკანალიზაციო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიშოროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბოდი-კალცინი®

-         აქტიური ინგრედიენტი არის კალციუმის კარბონატი (500 მგ კალციუმის ექვივალენტი).

სხვა ინგრედიენტებია: მანიტოლი, ტალკი, ლიმონმჟავა უწყლო, სორბიტოლი, ნატრიუმის ციკლამატი, არომატიზატორი (ფორთოხლის), არომატიზატორი (მანდარინის), მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი.

ბოდი-კალცინის® აღწერა და შეფუთვის შემცველობა:

მუყაოს კოლოფში 20 საღეჭი ტაბლეტი და ინსტრუქციის ფურცელი პაციენტისთვის.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

UNI-PHARMA ΚLEON ΤSETIS PHARMACEUTICAL LABORATORIES S.A.

მე-14 კმ ნეშენალ როუდ 1 ათენი-ლამია 1,

GR-145 64 კიფისია

ტელ.: 210-80 72 512

ფაქსი: 210-80 78 907

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის ფურცელი ბოლოს შესწორდა  04.2019

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები