ტესორო ისლა#20ტ საწ.

93118
მარაგშია
15.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიმიკრობული მოქმედების პრეპარატები ჯენერიკიIceland moss,Salvia,Eucalipt,Ment,Propol გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
15.00 

ტესორო ისლა

20 საწუწნი ტაბლეტი

საკვები დანამატი

  კომბინირებული მცენარეული საშუალება.

 ანტიმიკრობული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის

 ხველის, ყელის და პირის ღრუს ინფექციურ-ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგო მოქმედების ადგილობრივად გამოსაყენებელი საშუალება.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტში:

შემადგენლობა 1 ტაბლეტი შეიცავს
ისლანდიური ხავსი(Cetaria islandica) 10 მგ
სფეროსებრი ევკალიპტი(Eucalyptus globulus) 5 მგ
სალბი (Salvia officianalis) 10 მგ
პიტნა (Mentha piperita) 10 მგ
მენთოლი (Mentolis) 10 მგ
დინდგელი(Propolis) 20 მგ
ვიტამინი C (L-ascorbis acid) 80 მგ

Iceland Moss (ისლანდიური ხავსის  ექსტრაქტი) 10 მგ

- ხსნის  ყელის ტკივილს ყლაპვის დროს. გააჩნია იმუნომასტიმულირებელი, ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ექსტრაქტის ძირითადი ინგრედიენტებია წყალში ხსნადი პოლისაქარიდები - უპირატესად ლიქენინისა და იზოლიქენინის ფორმით. პოლისაქარიდები ფარავენ ზემო სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს და წარმოქმნიან დამცავ ფენას, რომელიც ახდენს დამამშვიდებელ მოქმედებას ლორწოვანი გარსის ზედაპირზე, თრგუნავენ გარე ფაქტორებით გამოწვეულ ლორწოვანის გაღიზიანებას  და არეგულირებენ  რეფლექსურ, მშრალ ხველას. დამცავი ე.წ დამარბილებელი  ფენა ახდენს ადგილობრივ დამატენიანებელ მოქმედებას. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება. ცალკეულ ინგრედიენტებს, α-D-გლუკანს და გალაქტომანანს გააჩნია იმუნომასტიმულირებელი ეფექტი, პროტოლიქესტერინის მჟავა (PCA)-ს კი ანტიოქსიდაცური, ანტიპროლიფერაციული, ანთების საწ.გო,  ანტიბაქტერიული (Staphylococcus aureus, Aeromonas hydrophila, Proteus vulgaris, Streptococcus faecalis, Bacillus cereus, Bacillus subtilis, Pseudomonas aeruginosa, Listeria monocytogenes) მოქმედება.

Tasmanian blue gum -Eucalyptus globulus (სფეროსებრი ევკალიპტის ფოთლების ექსტრაქტი) 5 მგ

- განაპირობებს რესპირატორული სისიტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფოთოლი შეიცავს 1%-ზე მეტ ეთერზეთს, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილია ცინეოლი. მის შემადგენლობაშია მთრიმლავი ნივთიერებები. ფოთლებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ინფექციური ჭრილობების დროს. ევკალიპტის ფოთლის ნაყენს აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ექსტრაქტი გამოიყენება პლევრიტის, პნევმონიის, ფლეგმონის, ტროფიკული წყლულის, ეროზიის დროს. ფოთლების ექსტრაქტი ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ- ანთებითი დაავადებების კომპლექსური თერაპიის ნაწილია (ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი).

 

 

Salvia officinalis (Common sage) სალბის ფოთლების ექსტრაქტი  10 მგ

- ამცირებს ანთებით პროცესს ყელში  და ზედა რესპირატორულ ტრაქტში. გააჩნია ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ამოსახველებელი მოქმედება. სამკურნალო ეფექტს განსაზღვრავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსი: მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთეროვანი ზეთები (15% ცინეოლის შემცველობით), ტრიტერპენული მჟავები (ურსოლი და ოლეანი), P და PP ჯგუფის ვიტამინები.  მთრიმლავი ნივთიერებები და ფლავონოიდები ხასიათდება ზედაპირის შემომგარსველი აქტივობით, რაც განაპირობებს მათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

P ვიტამინი ამცირებს სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლების განვლადობას.ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებით.

Pepper-mint (პიტნის ფოთლების ექსტრაქტი) 10 მგ

-აქვს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, დამამშვიდებელი, სიცხის დამწევი,ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს არტერიულ წნევას; ამაღლებს სხეულის იმუნურ წინააღმდეგობას. ეთერზეთი გამოიყენება გაციების, ქრონიკული დაღლილობის, თავის ტკივილის დროს. Mentolis (მენთოლი) 10 მგ. პიტნის ძირითადი კომპონენტი, გამოირჩევა სასიამოვნო სუნით და გამაგრილებელი ეფექტით, გამოხატული ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი თვისებით.

Propolis (დინდგელი)  20 მგ - ამცირებს ანთებით პროცესს, აქვს  ძლიერი იმუნომოდულატორული თვისება. პროპოლისი - მდიდარია მინერალებით და გააჩნია უნიკალური სამკურნალო თვისებები. აქვს ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე. წარმოადგენს საუკეთესო დამცავ საშუალებას გაციების, გრიპისა და სხვა ვირუსების, ბაქტერიული, სოკოვანი, შერეული  ინფექციების დროს. ქმნის  პირველად  დამცავ ბარიერს და აცხრობს  ანთებით პროცესს  პირის ღრუში, ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე. ამაღლებს იმუნიტეტს.

 ვიტამინი С (Ascorbic Acid)  80 მგ 

უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას. მონაწილეობს ქსოვილთა რეგენერაციაში და აყოვნებს უჯრედული დაბერების პროცესს. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ. დაბალ დოზებში თრგუნავს პროსტაგლანდინების, ანთებისა და ალერგიული რეაქციების სხვა მედიატორების წარმოქმნას  (80-250 მგ/დღეში ორალურად).ხელს უწყობს ფაგოციტოზს. 

 

.რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:  

  • ინფექციურ - ანთებითი დაავადებები: ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი, ტრაქეიტი.
  • მშრალი ხველის სიმპტომური თერაპია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების კომპლექსურ თერაპიაში.
  • ალერგიული წარმოშობის მშრალი, გამაღიზიანებელი ხველა.
  •  
  •  ხმის ჩახლეჩა, ხმოვანი იოგების გადაძაბვა (ლექტორებში, მასწავლებლებში, მომღერლებში).
  • პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გაღიზიანება (გამოწვეული პირბადის  მოხმარებით  და სხვა ნებისმიერი მიზეზით  ცხვირით სუნთქვის გაძნელების დროს. შენობებში გათბობის და კონდიცირების სისტემის  მიზეზით ჰაერის ტენიანობის შემცირებისას).

 

არ არის რეკომენდებული გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას ტესორო ისლას შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ეპილეფსიის, ბრონქული ასთმის დროს. ორსულობის, ლაქტაციის და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

მიღების წესი:  12 წლის ასაკიდან  მიიღება 1 საწუწნი აბი  ყოველ 2 - 3  საათში ერთხელ, სრულ გახსნამდე პირის ღრუში. აბების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 აბს დღეში.

6-დან 12 წლამდე ასაკში რეკომენდებულია მიღება  ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში მიიღება სიფრთხილით , ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის შემდეგ (საჭიროებს გლუკოზის დონის კონტროლს).

 

მწარმოებელი ქვეყანა: Lithuania . კომპანია: UAB Akses Swiss. Factual address of manufacturing country: Inovaciju str.4, FEZ, Kaunas district. Telephone: +370 37 328008 E-mail: [email protected]