გასტროპროტექტი #24ტ საღ

94008
-29%
მარაგშია
20.00 
14.30 
დანაზოგი: 5.70 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტაციდური საშუალებები ჯენერიკიFamotidinum+Mg.hydroxid+Ca.Carbonat გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
20.00 
14.30 
დანაზოგი: 5.70 ₾ (29%)

გასტროპროტექტი

Gastroprotect

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფამოტიდინი, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი (famotidine, calcium carbonate, magnesium hydroxide).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიურიჯგუფი:  H2 რეცეპტორების ინჰიბიტორები.

გამოყენება

სამკურნალო პროდუქტი გასტროპროტექტი არის სამი აქტიური ნივთიერების ერთობლიობა: ფამოტიდინი, რომელიც გამოიყენება კუჭის მჟავას სეკრეციის შესამცირებლად, და ორი ფართოდ გამოყენებული ანტაციდური აგენტი (კუჭის მჟავას გამანეიტრალებელი) - კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი. გასტროპროტექტი განკუთვნილია დისპესიის ან კუჭის ჰიპერსეკრეციის სიმპტომების შემსუბუქების მიზნით. კომბინირებული პროდუქტი გასტროპროტექტი მოქმედებს ორი გზით: კალციუმის კარბონატი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი მოქმედებას ავლენს კუჭში უკვე წარმოქმნილი ჭარბი მჟავას სწრაფად განეიტრალების გზით, ხოლო ფამოტიდინი კუჭის მჟავას სეკრეციის დათრგუნვით უზრუნველყოფს მჟავიანობის შემცირების უწყვეტ ეფექტს 12 საათის განმავლობაში. ამ ორი მოქმედების ოპტიმალური კომბინაცია იწვევს კუჭში ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნების ეფექტს, რაც საშუალებას იძლევა რომ კუჭის გაღიზიანებული და ანთებითი ამომფენი გაჯანსაღდეს.

გასტროპროტექტს იყენებენ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გაღიზიანებისა და ანთების მოკლევადიანი სიმპტომური მკურნალობისთვის, კუჭის ფუნქციური სეკრეტორული დარღვევების დროს, როგორიცაა

-         კუჭის მომატებული მჟავიანობა: კუჭის დისკომფორტის, წვის შეგრძნების, ტკივილის, მუცელში სიმძიმის, შებერილობის, გულისრევის  და ა.შ. საწინაამდეგოდ

-         მჟავას ჭარბი გამომუშვების შედეგად მწვავე და ქრონიკული გასტრიტის შემთხვევაში, რეფლუქსის დროს, მათ შორის რეფლუქსის, რომელიც გამოწვეულია არასწორი კვების, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების და თამბაქოს მოწევის ან ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენების შედეგად.

-         კუჭის წვენის ჰიპერქლორჰიდია.

-         დისპეფსია (არა წყლულოვანი დისპეფსია).

უკუჩვენებები

გასტროპროტექტის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

-         ფამოტიდინის, მაგნიუმის ჰიდროქსიდის, კალციუმის კარბონატის ან  ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ ალერგია (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);

-         მჟავას შემამცირებელი სხვა პრეპარატების მიმართ (მაგალითად, რანიტიდინი, ციმეტიდინი და ა.შ.) ალერგია;

-         თირკმლის უკმარისობა;

-         16 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები;

-         ორსულობა ან  ლაქტაციის პერიოდი.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

გასტროპროტექტის მიღებამდე კონსულტაციის მიზნით მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

ზოგიერთი სიმპტომი შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ პრობლემებზე, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაქვთ:

-         გულმკერდის ან მხრის ტკივილი და სუსტი სუნთქვა, ოფლიანობა, ტკივილი, რომელიც ვრცელდება მკლავებზე, კისერსა და მხრებზე, ყბის ტკივილი (განსაკუთრებით პრობლემურ სუნთქვასთან ერთად);

-         რთული და მტკივნეული ყლაპვა;

-         თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება;

-         ღებინება, რომელიც არის სისხლიანი ან გამოიყურება, როგორც ყავის ნალექი;

-         სისხლდენა ან სისხლი განავალში, შავი განავალი;

-         გულძმარვა 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში;

-         გულძმარვა, რომელიც კომბინაციაშია ტკივილთან, თავბრუსხვევასთან, ოფლიანობასა და გახდომასთან;

-         მუცლის მუდმივი ტკივილი;

-         თუ ხართ 40 წელზე უფროსი ასაკის, და ახლახან გამოგივლინდათ დისპეფსიისა და გულძმარვის ახალი ან შეცვლილი სიმპტომები;

-         უმიზეზო წონის დაკლება.

გასტროპროტექტი გამოყენებული უნდა იქნას სიფრთხილით

გაესაუბრეთ ექიმს, ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში:

-         კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული,  უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანობა;

-         თუ იყენებთ კუჭის ჰიპერმგრძნობელობის სამკურნალოდ სხვა მედიკამენტებს;

-         თუ იღებთ  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს;

-         თუ წარსულში გქონდათ წყლული ან გართულებები;

-         თუ დადასტურებული ჰიპერკალციემია გაქვთ, რადგან პროდუქტი შეიცავს კალციუმს;

-         თუ დადასტურებული ჰიპოფოსფატემია გაქვთ, რადგან პროდუქტმა შეიძლება გააუარესოს ეს მდგომარეობა;

-         თუ დადასტურებული ჰიპერკალციურია გაქვთ, ან გქონდათ თირკმლის ან საშარდე გზების ქვები;

-         თუ თირკმლის უკმარისობა გაქვთ, პროდუქტი უნდა დაინიშნოს მხოლოდ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, და უნდა ჩატარდეს შრატში კალციუმისა და მაგნიუმის  დონის მონიტორინგი;

-         ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, გასტროპროტექტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული;

-         მკურნალობის დროს, განსაკუთრებით  კალციუმშემცველი სხვა მედიკამენტების და/ან ვიტამინი D-ს შემცველი მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება საფრთხეს ქმნის სისხლში კალციუმის მომატებული დონის შედეგად, თირკმლის უკმარისობის შემდგომი განვითარებით.

თუსიმპტომებიარგაქრება 15 დღიანიუწყვეტიმკურნალობისშემდეგანთუისინიგაუარესდება, უნდაგაესაუბროთექიმს.

ბავშვები და მოზარდები

16 წლამდე ასაკის ბავშვებმა და მოზარდებმა გასტროპროტექტი არ უნდა მიიღონ.

სხვა მედიკამენტები და გასტროპროტექტი

თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ რომელიმე სხვა მედიკამენტი, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იღებთ ამ მედიკამენტს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ექიმი ან ფარმაცევტი გათვიცნობიერებული იქნება ყველა შესაძლო მედიკამენტური ურთიერთქმედების შესახებ და ის მოგაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ. არ დაიწყოთ ან დაასრულოთ მედიკამენტის მიღება ან არ შეცვალოთ მედიკამენტის მიღების დოზა მანამ, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას არ მიიღებთ თქვენი ექიმისგან ან ფარმაცევტისგან.

სიფრთხილის მიზნით, რეკომენდებულია გასტროპროტექტის ცალკე მიღება, სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებიდან მინიმუმ ორი საათის შემდეგ, ხოლო მინიმუმ ოთხი საათის შემდეგ ქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მიღებიდან.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც თქვენ იღებთ, დანიშნულებით ან მის გარეშე, ან მცენარეულ პროდუქტებს; განსაკუთრებით საყურადღებოა თუ იღებთ მედიკამენტებიდან რომელიმე მათგანს: ამფეტამინი, ატაზანავირი, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი), ბიფოსფონატები (მაგალითად, ალენდრონატი), დაზატინიბი, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები (მაგ. დოქსიციკლინი, ტეტრაციკლინი), ქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ. ციპროფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ლევოთიროქსინი), კალციუმის არხების ბლოკატორები (დილთიაზემი, ვერაპამილი) ქინიდინი, დელავირდინი, დიგოქსინი, ნატრიუმის პოლისტიროლის სულფონატი, ფოსფორის დანამატები (მაგალითად, კალიუმის ფოსფატი).

შეამოწმეთ რას შეიცავს მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ, ვინაიდან ისინი შესაძლოა შეიცავდეს ასპირინს ან ასპირინის მსგავს  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ მედიკამენტებს (მაგ., იბუპროფენი, ნაპროქსენი), რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება. ჰკითხეთ ექიმს ამ მედიკამენტების უსაფრთხო გამოყენების შესახებ.

გულის შეტევის ან ინსულტის თავიდან ასაცილებლად ექიმის დანიშნულების საფუძველზე  დაბალდოზირებული ასპირინის გამოყენება (ჩვეულებრივ, დოზით 81-125 მგ დღეში) არ უნდა შეწყდეს.

გასტროპროტექტი და ფამოტიდინის მსგავსი ანტისეკრეციული საშუალებები (მაგ., ციმეტიდინი, რანიტიდინი) არ უნდა მიიღოთ ერთდროულად.

ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის წამალთა შორის ყველა შესაძლო ურთიერთქმედება. სწორედ ამიტომ, ამ პროდუქტის გამოყენებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პროდუქტის შესახებ, რომელსაც იყენებთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას.

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება

თუ  ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შეიძლება  იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. იგი გაითვალისწინებს პროდუქტის გასტპროპროტექტთან კომბინაციაში მკურნალობის სარგებელსადა რისკებს.

ფამოტიდინი შეიძლება გადავიდეს დედის რძეში მცირე რაოდენობით. მაგნიუმის მარილები ასევე შეიძლება გადავიდეს დედის რძეში, რომელიც ახალშობილებში იწვევს დიარეას. ამ მიზეზის გამო, დედებისთვის რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, როდესაც ისინი იყენებენ ამ მედიკამენტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

თავბრუსხვევის შესაძლო გამოვლენის გამო, თავიდან უნდა იქნას აცილებული ზოგიერთი პოტენციურად საშიში მოქმედებები, როგორიცაა ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება.

გასტროპროტექტის გამოყენების წესი

ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია მის ინსტრუქციაში ან ისე, როგორც გითხრათ ექიმმა, ფარმაცევტმა ან ექთანმა. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

16 წელს ზემოთ მოზრდილებსა და ზრდასრულებში რეკომენდებულია შემდეგნაირი დოზირება:

სიმპტომების შესამსუბუქებლად დაღეჭეთ ერთი სრული ტაბლეტი. მთლიანი საღეჭი ტაბლეტი არ გადაყლაპოთ.

გულძმარვის პრევენციისთვის დაღეჭეთ ერთი ტაბლეტი 15-60 წუთით ადრე, სანამ მიიღებთ საკვებს ან ნებისმიერ სითხეს წყლის გარდა, რაც შესაძლოა იყოს დისპეფსიის გამომწვევი.  

მაქსიმალური დღიური დოზაა ორი საღეჭი ტაბლეტი. არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას.

მკურნალობის ხანგრძლივობაა 2 კვირა; არ მიიღოთ ეს წამალი ორ კვირაზე მეტხანს.

ჭარბიდოზა

თუ მიიღეთ რეკომენდირებულ დოზაზე მეტი, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

არ გადააჭარბოთ ორი საღეჭი ტაბლეტის დღიურ დოზას (24 საათის განმავლობაში).

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება

თუ რეგულარულად იღებთ გასტროპროტექტს, მაგრამ გამოტოვებთ დოზის მიღებას ჩვეულ დროს, მიიღეთ გამოტოვებული საღეჭი ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მოვლენები ყოველთვის არ ვლინდება.

გასტროპროტექტის საღეჭი ტაბლეტების გვერდითი მოვლენები იშვიათია. ისინი ჩვეულებრივ სუსტია, სწრაფად აღმოიფხვრება და შექცევადია, როდესაც პროდუქტის მიღება შეწყდება.

მედიკამენტის მიღების დროს ყველაზე ხშირად გამოვლენილი არასასურველი რეაქციები არის თავის ტკივილი, გულისრევა და დიარეა.

წამლისმიერი გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება მათი სიხშირის მიხედვით და 

განისაზღვრება, როგორც:

- ძალიან ხშირი: შეიძლება განუვუთარდეს 10 ადამიანიდან 1-ზე მეტს;

- ხშირი: შეიძლება განუვუთარდეს 10 ადამიანიდან 1-მდე;

- არახშირი: შეიძლება განუვუთარდეს 100-ადამიანიდან 1-მდე;

- იშვიათი: შეიძლება განუვუთარდეს 1,000-ადამიანიდან 1-მდე;

- ძალიან იშვიათი: შეიძლება განუვუთარდეს 10,000-ადამიანიდან 1-მდე;

- ცნობილი არ არის (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

ნერვული სისტემის დარღვევები:

ხშირი: თავის ტკივილი.

არახშირი: მოუსვენრობა, თავბრუსხვევა.

კუჭ-ნაწლავისტრაქტი:

არახშირი: გულისრევა, დიარეა, გაზებით გამოწვეული შებერილობა, დისპეფსია, გულზიდვა, პირის სიმშრალე, წყურვილი.

ძვალ-კუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილისა და ძვლების დარღვევები:

არახშირი: დაბუჟება, ყურებში ხმაური (ქინძისთავისებრი და ნემსისებრი) ხელებსა და ფეხებში (პარესთეზია).

სხვა დარღვევები:

არახშირი: მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, გემოვნების პერვერსია.

იზოლირებულ შემთხვევებში გამოვლენილია რამდენიმე უარყოფითი გავლენა

უცნობი სიხშირით:

კანი: კანის გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება და სხვა H2-ანტაგონისტებთან ერთად: კანის ბუშტუკებთან დაკავშირებული მძიმე მდგომარეობა (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ჰიპერმგრძნობელობა: მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას (ანაფილაქსია), მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის ან ყელის შეშუპებას (ანგიოედემა), სუნთქვის გაძნელებას ან ხიხინს (ბრონქოსპაზმი).

ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის ქოლესტაზის ჩათვლით (ნაღვლის დაქვეითება) და ცვლილებები სისხლის ანალიზში, რომლებიც გვიჩვენებს ცვლილებებს ღვიძლის ფუნქციონირებაში (შრატის ტრანსამინაზების ზრდა), გამა-GT, ტუტე ფოსფატაზა და ბილირუბინი.

ნევროლოგიური დარღვევები: ცრუ აღქმა (ჰალუცინაციები), დაბნეულობა, უძილობა, კრუნჩხვები, ძილიანობა, შფოთვა, დეპრესია. ეს დარღვევები შექცევადია მკურნალობის შეწყვეტისთანავე.

სისხლის დაავადებები, როგორიცაა თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, სისხლდენის ან სისხლჩაქცევების მომატებული რისკით (თრომბოციტოპენია), სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ლეიკოპენია), რაც ზრდის ინფექციის  განვითარების პოტენციურ რისკს, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას (აგრანულოციტოზი) ინფექციის გაზრდის რისკით დასისხლის  ყველა უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (პანციტოპენია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, სისხლჩაქცევები ან ინფექციის რისკის მომატება.

ძვალ-კუნთოვანი დარღვევები: კუნთების კრუნჩხვები.

სხვა დარღვევები: მაგ. იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება.

ანტაციდის შემცველი სამკურნალო პროდუქტები, როგორიცაა მაგნიუმი და კალციუმი, შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები კუჭის მოქმედების სიხშირესა და თანმიმდევრულობაში, შებერილობა და სიმძიმის შეგრძნება.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე გვერდითი ეფექტს შეამჩნევთ, აცნობეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია

რაიმე გვერდითი მოვლენს განვითარების შემთხვევაში, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ზემოთ. ასევე შეგიძლიათ აცნობოთ გვერდითი მოვლენები უშუალოდ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოს

8, Damian Gruev Str

1303 Sofia/სოფია

ტელ: +359 2 8903417

ვებ-გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ შეძლებთ წვლილი შეაიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებაში.

შენახვისწესი

შეინახეთ არაუმეტეს 25°C-ზე.

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტები, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია ფამოტიდინი 10მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი 165 მგ, და კალციუმის კარბონატი 800 მგ.

სხვა ნივთიერებებია: დექსტრატესი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნატრიუმის ციკლამატი, პიტნის არომატი, მაგნიუმის სტეარატი, წინასწარ ჟელატინირებული სახამებელი და სიმინდის სახამებელი.

აღწერილობა, გამოშვების ფორმა და შეფუთვა

10მგ/165მგ/800მგ საღეჭი ტაბლეტი №24

საღეჭი ტაბლეტები არის თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი წახნაგებით.

ერთი, ორი, სამი ან ოთხი PVC / Al ან PVDC / Al ბლისტერები x 6 საღეჭი ტაბლეტები (1 x 6; 2 x 6; 3 x 6; 4 x 6) და ერთი ან ორი PVC / Al ან PVDC / Al ბლისტერები x 12 საღეჭი ტაბლეტები (1 x 12; 2 x 12), რომელიც მოთავსებულია მუყაოს ყუთში, ინსტრუქციასთან ერთად: ინფორმაცია მომხმარებლისთვის.

გაცემის რეჟიმი

III ჯგუფი, გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი

ADIPHARM LTD, ბულგარეთი.

 

 

მსგავსი პროდუქტები