სინუდატი #30კაფს

94148
მარაგშია
53.01 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები ჯენერიკიGentian, Sheep, Sambucus,Serratiopepdida გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
53.01 

სინუდატი /Sinudate

 

ინსტრუქციის შინაარსი:

  1. რას შეიცავს სინუდატი
  2. რისთვის გამოიყენება სინუდატი
  3. რა არის სინუდატი
  4. სანამ მიიღებთ სინუდატს
  5. სინუდატის მიღების წესი
  6. სინუდატის შენახვის პირობები
  7. რას შეიცავს სინუდატი

აქტიური ნივთიერება

2 კაფსულაში

გენციანას (Gentian) ფესვის ფხვნილი

30მგ

ღოლოს (sheep sorrel) ფხვნილი (მიწისზედა ნაწილები)

110მგ

დიდგულას (sambucus nigra) ფხვნილი

110მგ

ლურჯი ვერბენას (Blue vervain) ფხვნილი (მიწისზედა ნაწილები)

110მგ

სერატიოპეპტიდაზა (serratiopeptidase) (2,200SU/mg)

36მგ

შემავსებლები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

  1. რისთვის გამოიყენება სინუდატი

გენციანას ფესვის, დიდგულას, ლურჯი ვერბენას, ღოლოს და სერატიოპეპტიდაზას კომბინაცია გამოიყენება პერორალურად სინუსების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. ამცირებს ანთებას, ხსნის ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და თავის ტკივილს.

  1. რა არის სინუდატი

გენციანას ფესვი მომდინარეობს გენციანას გვარის მცენარეებიდან. ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მეცნიერებმა შეისწავლეს გენციანას ფესვის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სინუსური ინფექციების მქონე ადამიანებში. სიმპტომები მოიცავს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, თავისა და სახის ტკივილს, რომელიც გამოწვეულია  სინუსების ანთებით. ირიდოიდები და ფლავონოიდები აუმჯობესებენ მის თვისებებს.

სინუსური ინფექციების მოხსნის მიზნით, გენციანა  ყველაზე ხშირად გამოიყენება ღოლოსთან, ლურჯი ვერბენას  და შავ დიდგულასთან კომბინაციაში. ყნოსვითი დისფუნქცია ყველაზე ხშირი სიმპტომია ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების მქონე პაციენტებში. მცენარეთა აღწერილი კომბინაცია ეფექტურია ტკივილის, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებისა და ცხვირიდან  გამონადენის შესამცირებლად.

სერატიოპეპტიდაზა არის ნივთიერება, რომელიც მიიღება  აბრეშუმის ჭიისგან. სერატიოპეპტიდაზა არის პროტეოლიზური ფერმენტი მუკოლიზური მოქმედებით. კვლევებმა აჩვენა, რომ სინუსიტის მქონე ადამიანებში, რომლებიც იღებენ სერაპეპტაზას, მნიშვნელოვნად მცირდება ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება მკურნალობის დაწყებიდან 3-4 დღის შემდეგ.

  1. სანამ მიიღებთ სინუდატს

არ მიიღოთ სინუდატი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ. საკვები დანამატი, არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბალანსირებული დიეტის  შემცვლელი. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

  1. სინუდატის მიღების წესი

2 კაფსულა დღეში.

  1. სინუდატის შენახვის პირობები

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე,  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ სინუდატი მუყაოს კოლოფზე ან ეტიკეტზე დატანილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

წარმოებული და შეფუთულია:

შპს Fortex Nutraceuticals-ის მიერ

ბულგარეთი, 1362 სოფია, პროჰლადენ კატის ქ. #10

შპს ნიუ ფარმ გრუპის (საქართველო) სახელით