ცაინფ-ომეგა 3 გოლდ კარდიო#30კ

95815
-29%
მარაგშია
61.40 
43.90 
დანაზოგი: 17.50 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაკვები ნარევები და საკვების მაკორეგირებელი დანამატები ჯენერიკიOmega-3(EPA)(DHA)+Vit.E * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
61.40 
43.90 
დანაზოგი: 17.50 ₾ (29%)

ცაინფარმა - ომეგა-3 გოლდ კარდიო, #30 რბილი კაფსულა, საკვები დანამატი

ზღვის თევზის ქონი პოლიუჯერი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით (EPA, DHA). ტრიგლიცერიდული ფორმა. სუფთა სუბსტანციები.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების სასარგებლო ეფექტები:

  • აუმჯობესებს გულის დაავადებების რისკფაქტორებს (ტრიგლიცერიდემია, სისხლის წნევა, HDL ქოლესტერინი, ათეროსკლეროზული ფოლაქი, სისხლის შედედება, ანთება),1
  • EPA მნიშვნელოვნად ამცირებს კარდიოვასკულური პრობლემების სიხშირეს.2
  • DHA მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობისთვის - ანელებს კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესს და ამცირებს უეცარი კარდიული სიკვდილის რისკს.3
  • ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები 4-თვიანი მკურნალობისას (1 გ დღეში თევზის ქონის სახით) 59%-ით აუმჯობესებს წინაგულოვან ტაქიარითმიას. დღეში 1 გ ომეგა-3 ასევე ამცირებს ნაადრევი წინაგულოვანი და პარკუჭოვანი კომპლექსების რაოდენობას.4
  • ომეგა-3 ახდენს გულის უკმარისობის განვითარების პრევენციას.5

შემადგენლობა: თევზის ქონი (40% EPA, 30% DHA), ანტიოქსიდანტი ვიტამინი E, ჟელატინი (კაფსულა), დამატენიანებელი ნივთიერება გლიცერინი, გაწმენდილი წყალი. 1 კაფსულა 1000 მგ ზღვის თევზის ქონი შეიცავს 400 მგ ეიკოზაპენტაენის მჟავასა (EPA) და 300 მგ დოკოზაჰექსაენის მჟავას (DHA).

მიღების წესი: რეკომენდებულია 1-5 კაფსულა დღის განმავლობაში ძირითად კვებასთან და საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, დაღეჭვა არ შეიძლება. ინიშნება 12 წლიდან. ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გაფრთხილება: საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. არ გამოიყენება პროდუქტის შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობის დროს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აქვს მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალებისა და აქტიური ნივთიერებების ანალიზის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

წარმოადგენს 100%-ით ბუნებრივ პროდუქტს.

არ შეიცავს

  •   ხელოვნურ საღებავებსა და არომატიზატორებს
  •   კონსერვანტებს
  •   გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

შენახვის პირობები: ინახება მჭიდროდ თავდახურულ მდგომარეობაში მშრალ, გრილ ადგილას 10-25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: ZeinPharma Germany GmbH. გერმანია.

1         17 Science-Based Benefits of Omega-3 Fatty Acids. healthline.com. Nutrition. Evidence Based. 2018

  1. The omega-3 fatty acid that may improve heart health. HEALTH & MEDICINE. news.harvard.edu.
  2. 2. Bruce J Holub. Docosahexaenoic acid (DHA) and cardiovascular disease risk factors. Prostaglandins Leukot Essent Fatty Acids. Aug-Sep 2009;81(2-3):199-204
  3. 3. James J DiNicolantonio. The benefits of marine omega-3s for preventing arrhythmias. 2018.
  4. 4.Haruhiro Toko et al. Omega-3 fatty acid prevents the development of heart failure by changing fatty acid composition in the heart. Scientific Reports volume 10, Article number: 15553 (2020)
ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები