ბაიფარი იზოტონიკი50მლ ნაზ/სპრ

95884
მარაგშია
16.00 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიSea water:Na,Ca,Mg salts * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
16.00 

ბაიფარი 50მლ ნაზალური სპრეი
ზღვის იზოტონური ხსნარი

შემადგენლობა: 1 მლ სპრეი შეიცავს 9 მგ ნატრიუმის ქლორიდს. გამხსნელი: გაწმენდილი წყალი. კონსერვანტი: ბენზალკონიუმის ქლორიდს 0.1 მგ/მლ.
ბაიფარის ნაზალური სპრეი განკუთვნილია ცხვირის ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის, ცხვირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის შესანარჩუნებლად. აღადგენს ცხვირის ლორწოვანი გარსის ბუნებრივ ტენიანობას, თვითწმენდის უნარს . განაპირობებს ლორწოს ნორმალურ გამომუშავებას, რაც იცავს მას გამოშრობისა და მექანიკური დამაზიანებელი ფაქტორებისგან (კვამლი, მტვერი და ა.შ.). გამოიყენება ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესის დროს(არ იწვევს წვას და გაღიზიანებას), სასუნთქი გზების დახშობისას - ვირუსული ინფექციისა და ალერგიული რინიტის დროს. ცხვირის ღრუს გამორეცხვა დღეში რამდენჯერმე ბაიფარის სპრეის საშუალებით, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ინფიცირების რისკს. არ არის შეზღუდული გამოყენების ხანგრძლივობა, რადგან არ აზიანებს ცხვირის ლორწოვანს და არ იწვევს მიჩვევას. არ არსებობს მონაცემები ბაიფარის იზოტონური სპრეის გვერდითი ეფექტების შესახებ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
დოზირება და გამოყენების წესი: მოზრდილები და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში რამდენჯერმე. არ არსებობს მონაცემები ბაიფარის სპრეის გვერდითი ეფექტების შესახებ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. არ დალიოთ. გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალური შეფუთვით. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.შეინახეთ 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისობის ვადა: 3 წელი დამზადების დღიდან. გამოყენეთ გახსნიდან 6 კვირის განმავლობაში. მწარმოებელი: ESENSA d.o.o. Slobodna Zona, Belgrade,Viline vode bb, Republic of Serbia, www.esensa.rs