დესლორატადინი 5მგ #50ტ

96300
-37%
მარაგშია
21.86 
13.80 
დანაზოგი: 8.06 ₾ (37%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიH 1 ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორები ჯენერიკიDesloratadinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
21.86 
13.80 
დანაზოგი: 8.06 ₾ (37%)

დესლორატადინი

დესლორატადინი USP 5 მგ

 

პრეზენტაცია

დესლორატადინი ტაბლეტი: ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს დესლორატადინი USP 5 მგ-ს.

აღწერა

დესლორატადინი, ლორატადინის აქტიური მეტაბოლიტი არის უფრო ახალი და ხანგრძლივი მოქმედების (დღეში ერთჯერ მიღება) სელექციური ჰისტამინის H1 რეცეპტორის ანტაგონისტი. იგი არის არასედაციური ანტიჰისტამინი რომელიც კარგად გადაიტანება და მაღალ ეფექტურია. დესლორატადინი ასევე აინჰიბირებს ადამიანის პოხიერი უჯრედებიდან/ბაზოფილური უჯრედებიდან ჰისტამინის გამოთავისუფლებას.

ჩვენებები

დესლორატადინი ნაჩვენებია ალერგიული რინიტის (თივის ცხელება), მრავალწლიანი ალერგიული რინიტის და  ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების სიმპტომების შესამსუბუქებლად.

დოზა და მიღების წესი:

მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები: 5 მგ დღე-ღამეში.

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 1.25 მგ დღე-ღამეში

6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მგ დღე-ღამეში ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

გვერდითი მოვლენები

ზოგადად დესლორატადინი კარგად გადაიტანება. სედაციის და ანტიმუსკარინული ეფექტების შემთხვევები ნაკლებია. თუმცა, იშვიათად აღინიშნება პირის სიმშრალე, დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი და მიალგია.

უკუჩვენებები

პაციენტები რომლებსაც დესლორატადინის ან მისი ინგრედიენტების მიმართ აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა,  ორსულობა და ლაქტაცია.

სიფრთხილის ზომები

 ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება. დესლორატადინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პროსტატის ჰიპერტროფიის და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.

შენახვა

შეინახეთ მშრალ ადგილზე 15-300C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

დესლორატადინი ტაბლეტი: თითოეულ კოლოფში არის 5 X 10 ტაბლეტი ბლისტერულ ფირფიტაზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია შპს PACIFIC PHARMACEUTICALS -ს მიერ

კანჩპური, ნარაიანგონჯი, ბანგლადეში.