კალციტრონი 150მლ სიროფი

96302
არ არის მარაგში
26.00 
ფარმაკოლოგიური ჯგუფივიტამინური კომპლექსები ჯენერიკიVit.D3,Miner.Ca,Mg,Zn გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
26.00 

კალციტრონი 150 მლ სიროფი
საკვები დანამატი


რეკომენდებულია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების სიჯანსაღისათვის. ახდენს ორგანიზმში კალციუმის, D3 ვიტამინის, Mg და Zn დეფიციტის შევსებას.
შემადგენლობა: კალციუმი 286 მგ (ტრიკალციუმის ფოსფატი - 775მგ.), ვიტ.D3 (ქოლეკალციფეროლი) – 150 სე (3,75მკგ), თუთია(Zn)-2მგ, მაგნიუმი(Mg)-75მგ .
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, ფრუქტოზა, კარბოქსიმეთილცელულოზა E-466, კალიუმის სორბატი E202, ლიმონის არომატი, ლიმონის მჟავა E-330.

ტრიკალციუმის ფოსფატი - კალციუმის მაღალი შემცველობის მარილია, რომელიც ეგზოგენურად აღადგენს კალციუმისა და ფოსფორის ენდოგენურ დეფიციტს და მონაწილეობს ჰიდროქსიაპატიტის კრისტალების - ძვლოვანი ქსოვილის მთავარი კარკასის შენებაში. იგი კარგად აითვისება ორგანიზმის მიერ, რის ფონზეც ადვილად აღდგება იონიზირებული კალციუმის დონე. მიუხედევად იმისა, რომ კალციუმის უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის, კბილის ემალის ფორმირებისთვის.
ვიტამინი D3- ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. იგი წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში.

Mg: მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორგანიზმში არსებული მაგნიუმის ნახევარი მოთავსებულია ძვლებში და აუცილებელია მათი მდგრადობისა და ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს.

Zn: თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციონირებაში, მათ შორის ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის, კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმული მუშაობისთვის.

გამოყენების წესი: 0-დან 6 თვემდე: 1 ჩაის კოვზი (5მლ) 1-ჯერ დღეში, ბავშვები 6-დან 12 თვემდე: 1 ჩაის კოვზი (5მლ) 2-ჯერ დღეში, 1–დან 6 წლამდე: 1 ჩაის კოვზი (5მლ) 3-ჯერ დღეში, 6 წელზე უფროსი ასაკის: 2 ჩაის კოვზი (10მლ) 2-ჯერ დღეში.

შენახვის წესი: შეინახეთ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე. ვარგისობის ვადა: იხ.კოლოფზე. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი: წარმოებულია ესპანეთში “Masenz Danya Group SL”- ის მიერ. www.masenzdanyagroup.com
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: „ავერსი–ფარმა“

მსგავსი პროდუქტები