წყალი საინექციო 2მლ #10ა(ბიოფ)

966
არ არის მარაგში
1.93 
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ჯენერიკიAqua pro injectionibus * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

საინექციო წყალი ამპულებში

(Aqua pro injectionibus)

გენერიული დასახელება: Water for injection (Aqua pro injectionibus)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პარენტერული მოხმარების სამკურნალო საშუალებების გამხსნელი.

ATC კოდი: V07AB

ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა: საინექციო წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები: წყალი არის ყველაზე უნივერსალური გამხსნელი, სხვადასხვა ტრანსფუზიური პრეპარატების, აგრეთვე ბიოლოგიური სითხეების და ქსოვილების ფუძე.

ჩვენებები: გამოიყენება როგორც გამხსნელი სტერილური ფხვნილების, ლიოფილიზატების და კონცენტრატებისაგან საინექციო ხსნარების მოსამზადებლად უშუალოდ პარენტერული შეყვანის წინ.

მიღების წესი და დოზირება: პარენტერული შეყვანის გზა და დოზირება განისაზღვრება გასახსნელი სამკურნალო საშუალების მოხმარების წესით და დოზირებით.

უკუჩვენებები: საინექციო წყალი არ გამოიყენება იმ სამკურნალო საშუალებების გამხსნელად, რომლებისათვისაც აუცილებლად მითითებულია სხვა გამხსნელი.

გვერდითი მოქმედება: არ გააჩნია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პრაქტიკულად არ არსებობს.

სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: არ შეურიოთ ზეთოვან საინექციო ხსნარებთან!. დაუშვებელია სუფთა პრეპარატის ინფუზიური შეყვანა მისი დაბალი ოსმოსური წნევის გამო (ჰემოლიზის რისკი!).

მუშაობა პოტენციალურად სახიფათო მექანიზმებთან და ავტომანქანის მართვა: შეზღუდული არ არის.

გამოშვების ფორმა: 2მლ ან 5მლ საინექციო წყალი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.

შენახვის პირობები: მშრალ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი.

ტელ/ფაქსი: (99532) 225 29 56, ელ. ფოსტა[email protected]