იმუნეპი 120მლ სუსპ

96677
-33%
არ არის მარაგში
43.51 
29.15 
დანაზოგი: 14.36 ₾ (33%)
ფარმაკოლოგიური ჯგუფიიმუნომოდულატორები ჯენერიკიEpicor,Nutra-C გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
43.51 
29.15 
დანაზოგი: 14.36 ₾ (33%)

იმუნეპი საბავშვო სუსპენზია 120 მლ

 

გამოყენების ინსტრუქცია

 

სავაჭრო დასახელება:

იმუნეპი საბავშვო სუსპენზია (120 მლ)

Immunep Children Suspension (120 ml)

 

იმუნეპი საბავშვო თხევადი სუსპენზია.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების წამყვანი და ახალი თაობა იმუნური სისტემისათვის, სამეცნიერო მონაცემებისა და კლინიკური კვლევების მაღალი მხარდაჭერით.

 

ჩვენებები:

●  იმუნური სისტემის სტიმულაცია და ამაღლება.

●  ზედა სასუნთქი გზების, გრიპისა და სხვა მორეციდივე რესპირატორული ინფექციების  მკურნალობა და პროფილაქტიკა.

●  ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.

●  ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სისუსტე.

●  შებერილობა და ყაბზობა.

●  ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.

●  უჯრედების დაცვა ოქსიდაციური სტრესისგან.

-  ხელს უწყობს ნორმალურ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს.

-  ხელს უწყობს ნორმალური ფსიქოლოგიური ფუნქციის შენარჩუნებას.

 

აღწერილობა & და თვისებები:

დღეისათვის იმუნური სისტემის ჯანმრთელობა არის სამი მიზეზიდან ერთ-ერთი, რის გამოც ადამიანები იღებენ საკვებ დანამატებს.

ამის მიუხედავად სხვადასხვა სხვადასხვა პროდუქტებში ძალიან მცირე ინოვაცია და დიფერენციაციაა გამოყენებული, ვინაიდან კომპანიები პროდუქტების წარმოებისას წარმატების მისაღწევად ძირითადად მარკეტინგულ ძალას ეყრდნობიან.

 

იმუნეპის ხაზი (IMMUNEP LINE)

იმუნეპის ხაზი შექმნილია ჩვენი იმუნური სისტემის რთული მექანიზმების შესაბამისად. იმუნეპის პროდუქტებში შემავალ ინგრედიენტებს გააჩნიათ ფართო სპექტრის ფუნქციები.

აღნიშნული ინგრედიენტები აძლიერებენ და აბალანსებენ ორგანიზმის ბუნებრივ ფუნქციებს, აუმჯობესებენ რა ანტი-ოქსიდანტურ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებებს, აგრეთვე ნაწლავების ბარიერულ ფუქციებს პათოგენური მიკრობების მიმართ და ახდენენ ნაწლავის პრებიოტიკების დაცვას.

იმუნეპზე არსებობს მრავალი კლინიკური კვლევა და სტაბილური მონაცემები, რაც უზრუნველყოფს მის უმაღლეს ხარისხს.

 

რატომ უნდა ავირჩიოთ იმუნეპის პროდუქტები?

წამყვანი უპირატესობები პაციენტებისა და ექიმებისთვის:

 

●  უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული, სამეცნიერო მონაცემებით და ოქროს სტანდარტის კლინიკური კვლევებით უაღრესად მხარდაჭერილი. 

●  სინერგიული იმუნური კომპლექსი.

●  შექმნილია იმუნური სისტემის რთული პრობლემების მოსაგვარებლად.

●  დაფუძნებულია კლინიკურად დადასტურებულ ინგრედიენტ EpiCor™ ზე, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია და ყველაზე ფართოდ გამოიყენება აშშ-ში.

●  ფართოდ გამოკვლეულია და გააჩნია მაღალი სტაბილურობა.

●  ტესტირებულია, შემოწმებულია და ექიმების მიერ რეკომენდებულია ევროპის ბაზარზე.

●  გააჩნია საუკეთესო საგემოვნო თვისებები, მოწონებულია ბავშვების მიერ.

 

EpiCor™ - ეპიკორი

EpiCor™ არის უნიკალური და ბუნებრივი კომპლექსური ინგრედიენტი - ხმელი საფუარის ფერმენტატი, რომელიც დაფუძნებულია საცხობ საფუარზე (Saccharomyces cerevisiae), კულტივირებული სპეციფიკურ ანაერობულ პირობებში.

EpiCor™ არის კლინიკურად უმაღლეს დონეზე მხარდაჭერილი ინგრედიენტი.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ის ხელს უწყობს ორგანიზმის გაძლიერებასა და სხეულის ბუნებრივ / დაბალანსებულ დაცვას.

EpiCor™ შედგება ათობით ნაერთისა და მეტაბოლიტისგან, რომლებიც ერთად მუშაობენ, რათა გააძლიერონ იმუნური სისტემა, იმუნური პასუხის დაბალანსებით. მისი ბიოკომპონენტების კომპლექსი მოიცავს პოლისაქარიდების, ცილებისა და პეპტიდების, პოლიფენოლების, ვიტამინების, ამინომჟავების უნიკალურ კომბინაციებს, ანტიოქსიდანტებთან, ბეტა-გლუკანებთან, სხვა მეტაბოლიტებთან და კომპონენტებთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი იმუნური პროდუქტების ძირითადი ინგრედიენტები უზრუნველყოფენ ორგანიზმს მხოლოდ მოკლევადიან მხარდაჭერას, სპეციალური მექანიზმების მეშვეობით EpiCor™ მხარს უჭერს მყარი და ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს სხეულის ბუნებრივი დაცვის გაძლიერებას და დაბალანსებას.

 

Nutra-C™ - ნუტრა-ც

Nutra-C™ არის C ვიტამინის მაღალ ბიოშეღწევადი ფორმა და ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც ახასიათებს სწრაფი შეწოვა, უკეთესი შეკავება, შარდში ნაკლები დანაკარგი და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების არარსებობა მოხმარების შემდეგ.

ის შეიცავს კალციუმის და მაგნიუმის ასკორბატს, ასევე ბუნებრივ C ვიტამინის მეტაბოლიტს -თრეონის მჟავას (L-threonate). ეს უკანასკნელი ასტიმულირებს C ვიტამინის ათვისებას უჯრედების მიერ და აძლიერებს მის აქტივობას. კალციუმის ასკორბატი ამცირებს მჟავიანობას, ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის დისკომფორტს, ხოლო მაგნიუმის ასკორბატი აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას, რითაც აუმჯობესებს საერთო შეწოვას.

ეს მოლეკულები ერთად თამაშობენ მნიშვნელოვან როლს C ვიტამინის ბიოშეღწევადობასა და ორგანიზმში შენარჩუნებაში, რაც უზრუნველყოფს ძლიერ იმუნურ მხარდაჭერას.

 

Nutra-C™

●  უახლესი ვიტამინი C ინგრედიენტი.

●  შეიცავს ბუნებრივად წარმოქმნილ C ვიტამინის მეტაბოლიტებს, რომლებიც ზრდიან პროდუქტის ბიოშეღწევადობას.

●  ასკორბინის მჟავასთან შედარებით უფრო მაღალი შეწოვა და ლეიკოციტებში უკეთესი შეკავების ხანგრძლივობა აუმჯობესებს პროდუქტის ეფექტურობას.

●  Nutra-C™ არ არის მჟავე და ის ნაზია კუჭისთვის, ამიტომ შესაფერისია მჟავებისადმი მგრძნობიარე ადამიანებისა და ბავშვებისთვის.

 

C ვიტამინს გააჩნია პირდაპირი ანტიოქსიდანტური თვისებები, რომელიც უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას ჟანგვითი დაზიანებისგან. ის ასევე გვთავაზობს არაპირდაპირ,

ანტიოქსიდანტურ დაცვას სხვა ანტიოქსიდანტების რეგენერაციის გზით, როგორიცაა ვიტამინი E და გლუტათიონი. C ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს იმუნური პასუხის დაქვეითება და ინფექციებისადმი წინააღმდეგობის შეცვლა.

 

C ვიტამინის დანამატები აუმჯობესებენ სხვადასხვა იმუნურ მექანიზმებს, როგორიცაა ანტიმიკრობული და NK უჯრედების აქტივობა, ლიმფოციტების პროლიფერაცია და დაგვიანებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობა. ის ასევე ხელს უწყობს უჯრედების რედოქს პოტენციალს, იცავს მათ რეაქტიული ჟანგბადის სახეობებისგან ანთებითი რეაქციის დროს.

 

აქტიური ინგრედიენტები /რაოდენობა - (მგ/დოზა):

●  EpiCor™ - 90 მგ.

●  Nutra-C™ (ასკორბინის მჟავის შემცველობა 84,0 %) - 29,76 მგ/დოზა.

 

დამხმარე ნივთიერებები /რაოდენობა - (მგ/დოზა):

წყალი - 95,490,0 მგ, საქაროზა - 33,450,0 მგ, ლიმონის მჟავა (მჟავიანობის რეგულატორი) - 586,0 მგ, არომატიზატორი ტყის ხილი (გემოვნების გამაძლიერებელი) - 540,0 მგ, ქსანთანის რეზინი (გამასქელებელი) - 330,0 მგ, კალიუმი სორბატი (კონსერვანტი) - 200,0 მგ.

 

რეკომენდირებული დღიური დოზა და რეკომენდაციები:

ბავშვებისთვის 1+ წლიდან - 5 მლ გაზომილი დოზა.

ერთი 120 მლ ბოთლი შეიცავს 24 x 5 მლ (24) დოზას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

მიღება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

მიღების წესები:

პერორალურად 5 მლ სითხე საზომი ჭიქის დახმარებით.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების  მიმართ.

 

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

 

სიფრთხილის ზომები:

გაითვალისწინეთ, რომ მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი არის მნიშვნელოვანი.

საკვები დანამატები არ არის დაბალანსებული და მრავალფეროვანი საკვები რაციონის შემცვლელი.

 

გამოშვების ფორმა:

წყალზე დაფუძნებული სუსპენზია.

120 მლ სითხე მოთავსებულია 125 მლ-იან მინის ბოთლში პოლიპროპილენის სახურავით.

125 მლ-იანი მინის ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში საზომ ჭიქასთან და პაციენტის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ ტემპერატურაზე 15-25°C-ს შორის შუალედში, ტენიანობის 60%-ზე დაბალ დონეზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან მოშორებით, ბნელ ადგილას.

გახსნის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ კარგად დალუქულ მდგომარეობაში, შენახვის პირობების გათვალისწინებით.

 

შენახვის ვადა:

24 თვე წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე და ეხება გაუხსნელ პროდუქტს ორიგინალ შეფუთვაში, რომელიც ინახება სათანადო პირობების მიხედვით.

 

მწარმოებელი კომპანია:

ErgoPharma Ltd., Gaji 1, 3000 Celje, SI (სლოვენია) - ევროკავშირი.

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს „იოტა ფარმა“, პეკინის გამზ. 39/56, 0160, თბილისი, საქართველო

 

წარმოების სერთიფიკატები - FSSC 22000; GMP სერთიფიკატი საკვებ დანამატებზე.

 

Nutra-C™ - Novotech Nutraceuticals, INC-ის (USA) სავაჭრო ნიშანი.

EpiCor™ - Embria Health Sciences, L.L.C.-ის სავაჭრო ნიშანი.

მსგავსი პროდუქტები