ლივსელონი ადვანსი 250მლ სუსპ

96718
-28%
არ არის მარაგში
47.20 
33.75 
დანაზოგი: 13.45 ₾ (28%)
ფარმაკოლოგიური ჯგუფიჰეპატოპროტექტორები ჯენერიკიSylibum marianum,Lespedez,Urtica,Lipoic გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
47.20 
33.75 
დანაზოგი: 13.45 ₾ (28%)

                                         

ლივსელონი ადვანსი

                                         სუსპენზია 250 მლ შინაგანი გამოყენებისათვის

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის საჭირო ინფორმაციას

შეინახეთ აღნიშნული ინსტრუქცია, რადგან შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის. არ შეიძლება მისი რეკომენდება მათთვის, ვისაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არაა ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.  იხილეთ პუნქტი 4.

 

 

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს

 1. ლივსელონი ადვანსის შემადგენლობა და გამოყენების რეკომენდაციები;

2. რა უნდა ვიცოდეთ ლივსელონი ადვანსის მიღებამდე;

3. როგორ მივიღოთ ლივსელონი ადვანსი;

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები;

5. ლივსელონი ადვანსის შენახვის პირობები;

6. კოლოფის შემადგენლობა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

 

1.ლივსელონი ადვანსის შემადგენლობა და ჩვენება

ლივსელონი  ადვანსი  შეიცავს : ბაყაყურას (Silybum marianum L) ; ლესპედიცის  მშრალექსტრაქტს(Lespedez capitata dry extract) ;ალფა ლიპოის მჟავას (ALA);  მიო-ინოზიტოლს; ჭინჭრის ფესვების მშრალ ექსტრაქტს (Urtica Dioica root dry extract)(0,8% ბეტა-სიტოსტეროლი) ;

 

ლივსელონი ადვანსის ჩვენება:

 თირკმლის დაავადებები:  ქრონიკული გლომერულონეფრიტი; პიელონეფრიტი; შეშუპება; თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;

ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევა; სტეატოზი; ქრონიკული ჰეპატიტი; ქოლეცისტიტი;

მეტაბოლური სინდრომი; ჭარბი წონა და გაცხიმოვნება; ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის მოშლა; დისლიპიდემია; ჰიპერქოლესტერინემია; ჰიპერგლიკემია; ჰიპერაზოტემია; შაქრიანი დიაბეტი ტიპი II; ინსულინორეზისტენტული მდგომარეობა; დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათიისას განვითარებული პარესთეზიები; წამლისმიერი ინტოქსიკაციები; მძიმე მეტალებით მოწამვლები;

გულის იშემიური დაავადებები; ათეროსკლეროზი; მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა; ინსულტი, ქრონიკული დაღლის სინდრომი.

 

 

2. რა უნდა ვიცოდეთ ლივსელონი ადვანსის გამოყენებამდე

 არ შეიძლება ლივსელონი ადვანსის გამოყენება თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა, აუტანლობა ან ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი აქტიური ნივთიერების  ან სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ პუნქტი 6.)

თუ გაქვთ აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ აცნობეთ მკურნალ ექიმს და შეწყვიტეთ ლივსელონი ადვანსის მიღება.

 

 

 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ლივსელონი ადვანსის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

დამატებითი რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ლივსელონი ადვანსის მიღების დაწყებამდე.

 

პრეპარატის უფრო ხშირი გამოყენება

ლივსელონი ადვანსის ძალიან ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი თავის ტკივილი.

აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ლივსელონი ადვანსის მიღების შეწყვეტა.

 

თუ  გაქვთ ტკივილისა და მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში ლივსელონი ადვანსის მიღების შემდეგ

აღნიშნული ეფექტები შესაძლოა იყოს ინტენსიური მაგრამ როგორც წესი მალევე ქრება.თუ მოცემული ეფექტები სწრაფად არ გაივლის ან მათი მიმდინარეობა მძიმდება სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. მოცემული ინსტრუქციის პუნქტი 4 შეიცავს დამატებით ინფორმაციას შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ.

 

გამოყენება ხანდაზმულებსა და ბავშვებში 11 წლამდე

ლივსელონი ადვანსის მიღება არ არის რეკომენდირებული 65 წლის ზემოთ  და   ბავშვებში 11 წლამდე.

 

ლივსელონი ადვანსის ერთდროული მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

თუ თქვენ იღებთ, იღებდით ან აპირებთ მიიღოთ რაიმე  სახის სამკურნალო პრეპარატი აუცილებლად აცნობეთ ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ მცენარეულ სამკურნალო საშუალებას ან არასარეცეპტო პრეპარატს. ზოგიერთი პრეპარატის მიღება დაუშვებელია ლივსელონი ადვანსთან ერთად, ზოგიერთმა კი ლივსელონი ადვანსთან ერთად მიღების შემთხვევაში

შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ლივსელონი ადვანსის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ლივსელონი ადვანსის მიღება არ შეიძლება  სრული ინფორმაციის არარსებობის გამო.

ფერტილობაზე გავლენის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა.

 

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა

 

სატრანსპორტო საშუალებებისა და  მექანიზმების მართვის უნარზე ლივსელონი ადვანსის ზეგავლენა შესწავლილი არ არის.

 

3. როგორ მივიღოთ ლივსელონი ადვანსი

  • ლივსელონი ადვანსი მიიღება 10 მლ 2-3 ჯერ დღეში
  • გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა
  • არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ადეკვატური და ბალანსირებული საკვების ნაცვლად
  • არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას

 

 დოზირების რეჟიმი

 

მოზრდილებში ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 10 მლ 2-3  ჯერ დღეში

დიზურინორმი ადვანსი არ გამოიყენება ბავშვებში 11 წლამდე

 

თუ თქვენ მიღეთ ლივსელონი ადვანსის ჭარბი დოზა

 

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები აღწერილი არ არის.

ლივსელონი ადვანსის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

 

4.შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა პრეპარატმა, ლივსელონი ადვანსმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველა პაციენტში ეს  არ აღინიშნება.

 

 

 გვერდითი ეფეტების გამოვლენისას

თუ თქვენ შეამჩნიეთ რაიმე გვერდითი ეფექტი, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში ან რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდა აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

შეტყობინება გვერდითი ეფეტების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აცნობეთ მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს, მათ შორის ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არაა ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე შეგიძლიათ უშუალოდ მიმართოთ კომპანია „გრანდ მედიკალ“-ს  ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected] ან: Oruç Reis Mah.TekstilKent Cad. Tekstilkent Koza Plaza B Blok Kat:17 Esenler სტამბული, თურქეთი ტელ. : +90 212 438 50 20 ფაქსი: +90 212 438 57 06.

 

5. ლივსელონი ადვანსის შენახვის წესი

ლივსელონი ადვანსი ინახება  არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება მისი გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მითითებული თვის ბოლო დღეა.   არ შეიძლება მისი უტილიზაცია გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს ლივსელონი ადვანსის უტილიზაცია, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება  გარემოს დაცვაში.

 

6.კოლოფის შემადგენლობა და სხვა საჭირო ინფორმაცია

 ლივსელონი ადვანსი შეიცავს :

ბაყაყურას (Silybum marianum L) ; ლესპედიცის  მშრალ ექსტრაქტს(Lespedez capitata dry extract) ; ალფა ლიპოის მჟავას (ALA) ;  მიო-ინოზიტოლს; ჭინჭრის ფესვების მშრალ ექსტრაქტს (Urtica Dioica root dry extract)(0,8% ბეტა-სიტოსტეროლი) ;

დამხმარე ნივთიერებები:ქსანტანის ცვილი; ნატრიუმის ბენზოატი;  კალიუმის სორბატი;  ლიმონის მჟავა; სუკრალოზა; გასუფთავებული წყალი;

 

ლივსელონი ადვანსის აღწერილობა და კოლოფის შემცველობა

ლივსელონი ადვანსი არის გაუმჭვირვალე ყავისფერი ხსნარი დამახასიათებელი სუნით.

შეფუთვა

ფლაკონი 250 მლ

 დამატებითი ინფორმაცია

 გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს არასრულ ინფორმაციას ლივსელონი ადვანსზე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

 LLC Grand Medical, Georgia

 

 მწარმოებელი:

Miquel Y Garriga Inc., მისამართი: Joaquim Costa 18, 1а, 08390 Montgat, ბარსელონა, ესპანეთი.

ტელ. : +34 934692266 ფაქსი: +34 934692107

 

 

 

 

მსგავსი პროდუქტები