სინეკოდი 100მლ სიროფი(თურქ)

96783
მარაგშია
6.86 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიხველებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიButamirate გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
6.86 

 

 სინეკოდი 1.5 მგ / მლ სიროფი

მიიღება ორალური (პირის)გზით.

  • მოქმედი ნივთიერება: სიროფის თითოეული 5 მლ 7,5 მგ ბუტამირატის ციტრატს (1,5 მგ/მლ) შეიცავს.
  • დამხმარე ნივთიერებები: 70% სორბიტოლი ა/ა, გლიცერინი, ნატრიუმის საქარინი, ბენზოინის მჟავა, ვანილინი, ეთანოლი (სპირტი)94%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 30% ა/ა, სუფთა წყალი.

 

აღნიშნული წამლის გამოყენებამდე  გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის/თქვენი შვილისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
  • დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს მიმართოთ.
  • აღნიშნული წამალი პირადად  თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
  • აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა  საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
  • წამლის  გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ.  თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა  მაღალი ანდა  დაბალიდოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

  1. რა არის და რისთვის გამოიყენება სინეკოდი?
  2. სინეკოდის გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
  3. როგორ გამოიყენება სინეკოდი?
  4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
  5. სინეკოდის  შენახვა

1. რა არის და რისთვის გამოიყენება სინეკოდი?

  • სინეკოდი, მოქმედი ნივთიერების სახით ბუტამირატის ციტრატს შეიცავს და სიროფის ფორმით დამზადებული წამალია.
  • სინეკოდი, ,,ხველის დამთრგუნავი წამლების’’ სახელით ცნობილ ჯგუფში შედის.
  • სინეკოდის სიროფი,  მოთავსებულია 100 მლ-იან ქარვისფერი ფერის ბოთლში, რომელსაც ბავშვებისგან  დამცავი სახურავი აქვს და ახლავს 5 მლ-იანი საზომი კოვზი, პრეპარატი მოთავსებულია შეფუთვაში და წარმოდგენილია გამოყენებისთვის.
  • სინეკოდი, გამოიყენება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ხველის (სიმპტომატური) სამკურნალოდ.

2.  სინეკოდის  გამოყენებამდე  რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

სინეკოდი არ გამოიყენება ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ, თქვენ ანდა  თქვენს შვილს ბუტამირატის ანდა   სინეკოდის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (მომატებული მგრძნობელობა) ალერგია გაქვთ/აქვს.  (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი). თუ, ბავშვი 3 წელზე ნაკლები ასაკისაა, სინეკოდი არ გამოიყენოთ.

სინეკოდი ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ:

თუ, თქვენ ანდა  თქვენი შვილი ამავე დროს სხვა ამოსხველებელ წამლებს ღებულობთ, სინეკოდის მიღებისას ფრთხილად უნდა იყოთ. სინეკოდის ამ ჯგუფის წამლებთან ერთდროულად გამოყენება არ არის რეკომენდირებული 6 წლამდე .

თუ აღნიშნული გაფრთხილებებიდან  ნებისმიერი მდგომარეობა წარსულში  ანდა  ამჟამად თქვენთან  ანდა  თქვენს შვილთან გამოვლინდა, თქვენს ექიმს აცნობეთ.

თუ, ხველა გაუარესდება ანდა  7 დღეზე მეტი დროით გახანგრძლვდება და /ანდა  ცხელება ანდა   ძლიერი თავის ტკივილი გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს აცნობეთ.

სინეკოდის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

სინეკოდი საკვებთან ანდა  სასმელთან ურთიერთქმედებას არ ავლენს. სინეკოდის გამოყენება შესახლებელია კვებამდე(მშიერზე)  ანდა  კვების  შემდეგ(მაძღარზე) .

ორსულობა

  • წამლის მიღებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს მიმართეთ.
  • თუ, ორსულად ხართ, პირველი 3 თვე სინეკოდის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. შემდეგ პერიოდში, მხოლოთ ექიმის მითითებით, აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევში სინეკოდი შეგიძლიათ მიიღოთ.
  • თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ ექიმს ანდა  ფარმაცევტს  მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

  • წამლის გამოყენებამდე გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს მიმართეთ.
  • თუ, ბავშვს ძუძუს აწოვებთ, სინეკოდის მიღებამდე ექიმს გაესაუბრეთ.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

  • სინეკოდმა შეიძლება ძილიანობა გამოიწვიოს, ამიტომ ავტომობილის და მექანიზმების მართვისსას და სხვა აქტივობების დროს, რომელსაც ყურადღების კონცენტრაცია ესაჭიროება, ფრთხილად იყავით.

სინეკოდის  შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ ინფორმაცია

  • სინეკოდი სორბიტოლს შეიცავს. თუ ექიმის მიერ  მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ ტოლერანტობა(ამტანობა) არ გაქვთ, ამ სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე ექიმს დაუკავშირდით.
  • სიენკოდი, მცირე რაოდენობით- თითოეული 5 მლ 100 მგ-ზე ნაკლებ (12.50მგ/5მლ)-ეთანოლს(სპირტს) შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, სხვა ამოსახველებელ საშუალებას იყენებთ, აუცილებლად ექიმს აცნოებთ.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა   ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს აცნობეთ.

3. როგორგამოიყენებასინეკოდი?

სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები:

თუ, თქვენი ექიმი სხვა მითითებებს არ მოგცემთ, თქვენი ანდა  თქვენი ბავშვისთვის შეგიძლიათ აღნიშნული დოზის რეკომენდაციებით ისარგებლოთ:

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

6-12 წლის ბავშვებში: 2 კოვზი (10 მლ) 3-ჯერ დღეში.

12 ლის ზემოთ მოზარდებში: 3 კოვზი(15 მლ) 3-ჯერ დღეში.

ზრდასრულებში: 3 კოვზი(15მლ) 4 -ჯერ დღეში.

თუ, ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ, სინეკოდი 7 დღეზე მეტი დროით არ გამოიყენება.

მიცემის გზა და მეთოდი:

სინეკოდი პირის გზით(ორალურად) მიიღება. წამლის დოზის რეგულირებისთვის საზომი კოვზი გამოიყენეთ. საზომი კოვზი ყოველი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ და შეინახეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში  გამოყენება:

სინეკოდის სიროფი, 3 წამლმდე ასაკი ბავშვებში არ უნდა იქნას გამოყენებული.  სინეკოდის სიროფის 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდირფებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

სინეკოდის ხანდაზმულებში გამოყენება არ არის გამოკვლეული.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების  /  ღვიძლის უკმარისობა:

სინეკოდის გამოყენება თირკმლების ანდა  ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში არ არის გამოკვლეული. 

თუ ფიქრობთ, რომ სინეკოდის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა  სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს.

თუ, სინეკოდის  საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, სინეკოდის საჭირო დოზაზე მეტი დოზა  მიიღეთ, მაშინვე მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს.

თუ, სინეკოდის მიღება დაგავიწყდებათ:

დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

სინეკოდის ზედმეტი დოზის მიღების შემთვევაში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები: ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გაბრუება და წნევის დაცემა. ეს ეფექტები დოზის შემცირებისა ანდა  მკურნალობის შეწყვეტისას, მალევე ალაგდება. თუ, წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგაც ეს  სიმპტომები კვლავ გრძელდება, თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს მიმართეთ.

სინეკოდით მკურნალობის დასრულებისას შესაძლო ეფექტები:

არ არსებობს.

4.  რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამალში, სინეკოდში არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გვერდითი ეფექტები გამოვლინების სიხშირის მიხედით ქვემოთაა ჩამოთვლილი:

  • ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
  • გავრცელებული:10 ავადმყოფიდან  სულ ცოტა <1 ავადმყოფთან, მაგრამ  100 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან  შეიძლება გამოვლინდეს.
  • ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან  >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
  • იშვიათი: 1000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფში ვლინდება,  მაგრამ 10.000- დან  >1 ავადმყოფიდან ვლინდება.
  • ძალიან იშვიათი: 10000 ავადმყოფიდან  <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
  • უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ექიმს აცნოებთ:

იშვიათი:

  • ძილიანობა
  • გულისრევა, დიარეა,
  • ურტიკარია (წინჭრის ციება)

ეს ყველა ჩამოთვლილი სინეკოდის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის  გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ანდა  არ არის ხსენებული  წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს  ანდა  ფარმაცევტს.  ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ  აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr   ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში  დაკლიკებით ანდა  დარეკეთ  ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს  ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის  მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

თუ, აღნიშნულ წამლის ინსტრუქციაში არ ხსენებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი გამოვლინდება, თქვენს ექიმს ანდა  ფარმაცევტს აცნოებთ.

5. სინეკოდის  შენახვა

სინეკოდი, ბავშვებისგან  შორს, მიუწვდომელ ადგილას შეფუთვაში შეინახეთ.

შეინახეთ  <250 C  ოთახის ტემპერატურაზე.

ვადა გადასული  ანდა  გამოუყენებლი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის  შემდეგ სინეკოდი არ გამოიყენოთ.

თუ პროდუქტზე ანდა  შეფუთვაზე დაზიანებას  შეამჩნევთ, სინეკოდი არ გამოიყენოთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. გლაქსოსმიტკლაინი თუქეთიჯი საღლიღი

ლევენთი, შიშლი-სტამბული

წარმოების ადგილი: 

ს.ს. სანოფი  ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ

ლულებურგაზი/ქირქლარელი

 

მსგავსი პროდუქტები