ლევოფლოქს-Lexan500მგ/100მლ#1

97182
მარაგშია
3.85 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფტორქინოლონები ჯენერიკიLevofloxacinun გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
3.85 

 

ლექსანი 500 მგ/100 მლ საინფუზიო ხსნარი

ინტრავენური გამოყენებისთვის

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები: ყოველი 100 მლ საინფუზიო ხსნარი შეიცავს 512,5 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს, რომელიც 500 მგ ლევოფლოქსაცინის ეკვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი და საინექციო წყალი.

 

აღწერა

ლექსანი გამჭვირვალე, მომწვანო ყვითელი ხსნარია, რომელიც გამოიყენება ინტრავენური შეყვანის გზით. იგი წარმოდგენილია პოლიპროპილენის (არა-PVC) პაკეტში. ხსნარის თითოეული მლ შეიცავს 5 მგ ლევოფლოქსაცინს. ხსნარის მოცულობაა100 მლ.

 

ლექსანის გამოყენება

ლექსანი ეფექტური ანტიბაქტერიული საშუალებაა, რომელიც მიეკუთვნება  ფტორქინოლონების ჯგუფს. იგი ხელს უშლის ბაქტერიის ზრდას და გამრავლებას და უზრუნველყოფს ბაქტერიის განადგურებას.

ლექსანი გამოიყენება ლევოფლოქსაცინის, მისი აქტიური ინგრედიენტის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

ექიმმა შეიძლება ლექსანი ინტრავენურად იმ შემთხვევაში დანიშნოს, თუ პაციენტს არ შეუძლია მიიღოს ანტიბიოტიკების თერაპია პერორალურად, შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • პნევმონიური ინფექცია (პნევმონია);
  • თირკმელების და საშარდე გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის საშარდე გზების და თირკმლის ანთება (პიელონეფრიტი);
  • პროსტატის ანთება;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: აბსცესი (ჩირქოვანი), ცელულიტი, ფურუნკულა, იმპეტიგო (კანის გადამდები ზედაპირული მიკრობული ინფექცია), პიოდერმია (კანის ჩირქოვანი ინფექცია), კანის და კანქვეშა ქსოვილის არაგართულებული ინფეციები, გამოწვეული ჭრილობითი ინფექციებით;
  • საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია;
  • ჰაერით გადამდები ჯილეხის მიკრობის გამოვლენისას.

 

უკუჩვენებები

ლექსანი არ  გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • ალერგია ლევოფლოქსაცინის ან ამ მედიკამენტში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ;
  • ეპილეფსია;
  • წარსულში გამოვლენილი მყესების დისკომფორტი (ტენდინიტი) ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების გამო (ტენდინიტი კუნთისა და ჩონჩხის დამაკავშირებელი მყესის ანთებაა);
  • ორსულობა;
  • ძუძუთი კვება;
  • ბავშვთა ან მოზარდობის ასაკი;
  • მედიკამენტი არ  გამოიყენება ბავშვებში, მოზარდებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ქალებში ხრტილოვანი ქსოვილის განვითარების დაზიანების რისკის გამო.

 

გაფრთხილება

ლექსანი  სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • ძალიან მძიმე ფილტვის ინფექცია ან სერიოზული ნოზოკომიური ინფექცია (შეიძლება სხვა ანტიბიოტიკი იყოს უფრო ეფექტური);
  • დაავადება, რომელიც მოიცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და აღინიშნება უნებლიე კრუნჩხვები;
  • ტვინის დაზიანება ინსულტის ან ტვინის სხვა დაზიანების გამო;
  • ნაწლავის ანთების შემთხვევაში, რომელსაც ახლავს სისხლიანი, წყლიანი დიარეა ანტიბაქტერიული საშუალებების ხანგრძლივი გამოყენების გამო: თუ ლექსანით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ შეინიშნება მძიმე, მუდმივი და/ან სისხლიანი დიარეა, ლექსანით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სათანადო დამხმარე და/ან შესაბამისი მკურნალობა. აცნობეთ ექიმს სასწრაფოდ. ექიმი განსაზღვრავს შესაბამის მკურნალობას;
  • მყესების გაგლეჯვის რისკი იზრდება, თუ ტკივილი, სიწითლე, მოძრაობის შეზღუდვა აღინიშნება კუნთების მყესებში, რომლებიც მიუთითებს ანთებაზე ან გაგლეჯვაზე, ხანდაზმულებში და პაციენტებში, რომლებიც იყენებენ კორტიკოსტეროიდებს. ექიმმა უნდა ჩაატაროს მკაცრი მონიტორინგი ამ მდგომარეობაზე;
  • თირკმლის უკმარისობა: ექიმი მოახდენს დოზის შესაბამის კორექციას;
  • პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ლევოფლოქსაცინს, იშვიათად აღინიშნა სინათლის მიმართ მგრძნობელობა. მოერიდეთ მზის ძლიერ გამოსხივებას ან ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებზე ყოფნას, როგორიცაა სოლარიუმი, ლექსანის გამოყენებისას და მკურნალობის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში;
  • სუპერინფექცია (ინფექცია, რომელიც ვლინდება ინფექციის შემდეგ ან არსებულ ინფექციასთან დამატებით, განსაკუთრებით ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის შემდეგ): როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების შემთხვევაში, ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არარეზისტენტული ორგანიზმების ჭარბი ზრდა. ამის თავიდან ასაცილებლად  ექიმმა შეიძლება ჩაატაროს დაკვირვება. თუ განვითარდება სუპერინფექცია, ექიმი გამოიყენებს მკურნალობის შესაბამის მეთოდებს.
  • 60 წლის ან უფროსი ასაკი;
  • ორგანოს გადანერგვის შემდგომ;
  • ანთების საწინააღმდეგო საშუალებების – კორტიკოსტეროიდების გამოყენება;
  • ოდესმე არსებული ღვიძლის პრობლემები;
  • გულის პრობლემების არსებობა.

 

ამ პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭიროა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში:

  • მედიკამენტებით მკურნალობა, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გულზე (იხილეთ პუნქტი „გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად“);
  • თანდაყოლილი გულის დაავადება ე.წ. "გახანგრძლივებული QT სინდრომი" ან  ოჯახურ ანამნეზში ამ დაავადების მქონე პირების არსებობა (ეს დარღვევა ვლინდება გულის ელექტროკარდიოგრამაზე (ECG));
  • სისხლში მარილის დისბალანსი (განსაკუთრებით თუ აღინიშნება სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე);
  • გულის რიტმის ძლიერი შენელება (ბრადიკარდია);
  • გულის უკმარისობა, ოდესმე გადატანილი გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);
  • მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული პირი თუ იყენებს სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე (იხ. პუნქტი ,,გამოყენება სხვა მედიკამენტებთან“);
  • ფერმენტის გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას თანდაყოლილი დეფიციტის არსებობა;
  • ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) და ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის მაღალი დონე): დიაბეტი და ამისათვის იყენებთ ინსულინს ან პერორალურ მედიკამენტებს, შესაძლოა განვითარდეს სისხლში შაქრის დონის ძალიან დაცემა და ამან გამოიწვიოს კომა ან აღინიშნოს სისხლში შაქრის მომატება (ექიმმა შეიძლება მოითხოვოს სისხლში შაქრის რეგულარულად შემოწმება);
  • პერიფერიული ნეიროპათია (ნერვის დარღვევები რაიმე მიზეზით – მგრძნობელობის დაკარგვა);
  • მიასთენია გრავისის გამწვავება (კუნთების სისუსტის დაავადება): ფტორქინოლონებს ახასიათებს აქტივობა, რომელიც აფერხებს კუნთოვან-ნერვულ გამტარობას და შეიძლება გააძლიეროს კუნთების სისუსტე მიასთენიის გრავისის მქონე პაციენტებში. მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ფტორქინოლონს, აღინიშნა ფტორქინოლონის გამოყენებასთან ასოცირებული სერიოზული პოსტმარკეტინგული გვერდითი მოვლენები, მათ შორის სუნთქვის უკმარისობა, რომელიც საჭიროებს სუნთქვის შემანარჩუნებელი ზომების მიღებას, და სიკვდილი. ფტორქინოლონის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მიასთენიის გრავისი; 
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: პირველივე დოზის მიღების შემდეგ იშვიათად შეიძლება განვითარდეს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის პოტენციურად ლეტალური შედეგის მქონე მოვლენებიც (სახისა და ყელის შეშუპება ალერგიის შედეგად). ასეთი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს;
  • მძიმე დაავადებები კანზე წყლით სავსე ბუშტუკებით: ლექსანმა შეიძლება გამოიწვიოს კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (კანის და თვალების ირგვლივ ანთება, შეშუპება და სიწითლე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება კანზე სითხით სავსე ბუშტუკებით). ამ შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • ძალიან იშვიათად, ლევოფლოქსაცინის ერთჯერადი დოზის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სუიციდური აზრები და საშიში ქცევა. ამ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს მკურნალობა და განსაზღვროს პაციენტისთვის შესაბამისი მკურნალობის მეთოდი;
  • ფსიქიკური დაავადების ან ფსიქიკური დაავადების ისტორიის შემთხვევაში, გამოიყენეთ ლექსანი ფრთხილად;
  • თუ მკურნალობის დროს გამოვლინდა მადის დაკარგვა, სიყვითლე, მუქი შარდი, ქავილი ან მუცლის ტკივილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს მკურნალობის შეწყვეტა და დანიშნოს პაციენტისთვის შესაბამისი მკურნალობა;
  • სერიოზული და პოტენციურად შეუქცევადი გვერდითი რეაქციები, რომლებიც იწვევს დამბლას, მათ შორის ტენდინიტს (სახსრის ირგვლივ შეშუპება, ტკივილი) და მყესების გაგლეჯვას, პერიფერიული ნეიროპათიას (ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტა და კუნთების სისუსტე სხეულის კიდურებში) და ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტებს;
  • ფტორქინოლონების, მათ შორის ლექსანის გამოყენება, დაკავშირებულია პოტენციურად შეუქცევად სერიოზულ გვერდით რეაქციებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამბლა. ხშირი გვერდითი რეაქციებია კუნთოვანი და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ (ტენდინიტი – სახსრის ირგვლივ შეშუპება, ტკივილი), მყესის რღვევა, მყესის შეშუპება ან ანთება, ჩხვლეტა ან დაბუჟება, ხელებისა და ფეხების დაბუჟება, კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე, სახსრების ტკივილი, სახსრების შეშუპება, ართრალგია (სახსრების ტკივილი), მიალგია (კუნთოვანი რევმატიზმი, კუნთების ტკივილი), პერიფერიული ნეიროპათია (სხეულის კიდურების ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება) და ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები (ჰალუცინაციები, შფოთვა, დეპრესია, სუიციდური ტენდენცია, უძილობა), ძლიერი თავის ტკივილი და დაბნეულობა (დაბნეულობა) (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები);
  • ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს ლექსანით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათში ან კვირაში. ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებს ან წინასწარ არსებული რისკ-ფაქტორების გარეშე აღენიშნებოდათ ეს გვერდითი მოვლენები;
  • ლექსანის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, როდესაც გამოვლინდება რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტის ნიშნები ან სიმპტომები. გარდა ამისა, ფტორქინოლონების, მათ შორის ლექსანის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფტორქინოლონებთან ასოცირებული ამ სერიოზული გვერდითი რეაქციებიდან რომელიმე;
  • დიდი სისხლძარღვის გაფართოების ან „შეშუპების“ შემთხვევაში (აორტის ანევრიზმა ან მსხვილი სისხლძარღვის პერიფერიული ანევრიზმა);
  • აორტის დისექციის წინა ეპიზოდის არსებობა ანამნეზში (აორტის კედლის რღვევა);
  • აორტის ანევრიზმის ან აორტის დისექციის შემთხვევა ოჯახურ ანამნეზში, ან სხვა რისკ-ფაქტორებისადმი მიდრეკილება (მაგ., შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან სისხლძარღვთა ელერს-დანლოსის სინდრომი ან სისხლძარღვების დაავადებები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტური უჯრედული არტერიტი, ბეჰჩეტის დაავადება, მაღალი წნევა ან ათეროსკლეროზი).

მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში უეცარი და ძლიერი ტკივილის განცდის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

მიმართეთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან აღინიშნებოდა თუნდაც წარსულში ნებისმიერ დროს.

 

ლექსანის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

აღნიშნული გამოყენების მეთოდით პრეპარატის შეყვანისას ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან არ ვლინდება.

 

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ არსებობს ადეკვატური მონაცემები ორსულ ქალებში ლევოფლოქსაცინის გამოყენების შესახებ. ადამიანებისთვის პოტენციური რისკი უცნობია. ლექსანი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, ადამიანებში არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო და ასევე იმის გამო, რომ ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა მოზარდ ორგანიზმებში წონის მატარებელი ხრტილის დაზიანების რისკი. თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ლაქტაცია

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს. არ მოიპოვება საკმარისი/ან არსებობს მხოლოდ შეზღუდული ინფორმაცია იმის შესახებ, გამოიყოფა თუ არა ლევოფლოქსაცინი ადამიანის ან ცხოველის რძეში. ლევოფლოქსაცინის რძესთან ერთად გამოყოფის ფიზიკურ-ქიმიური და ხელმისაწვდომი ფარმაკოდინამიკური და ტოქსიკოლოგიური მონაცემების მიხედვით, გამორიცხული არ არის რისკი ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის. ლექსანი არ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, რადგან ფტორქინოლონების ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა მოზარდ ორგანიზმებში წონის მატარებელი ხრტილების დაზიანების რისკი.

 

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ლექსანის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი არასასურველი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, რამაც შეიძლება დაარღვიოს პაციენტის კონცენტრირებისა და რეაქციის უნარი. სიტუაციებში, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორიცაა ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა, ამ უნარების დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული რისკი. ლექსანის გამოყენებისას  მსგავსი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში,  არ უნდა მართოთ ავტომობილი და არ შეასრულოთ სამუშაოები მექანიზმებთან, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლექსანში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ინგრედიენტის შესახებ

ლექსანი შეიცავს 154 მმოლ ნატრიუმს ლიტრზე. ეს გასათვალისწინებელია პაციენტებისთვის, რომლებიც იცავენ უნატრიუმო დიეტას.

 

სხვა მედიკამენტების მიღება/გამოყენებ

  • თეოფილინი, მედიკამენტი, რომელიც აადვილებს სუნთქვას ბრონქების გაფართოების შედეგად (ლექსანთან ერთად გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება);
  • აანთების საწინააღმდეგო რასტეროიდული საშუალებები, როგორიცაა ფენბუფენი, კეტოპროფენი, იბუპროფენი, ასპირინი და ინდომეტაცინი (ლექსანთან ერთად გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება);
  • პრობენეციდი, რომელიც გამოიყენება პოდაგრის დროს ან ციმეტიდინი, რომელიც გამოიყენება კუჭის წყლულების დროს (ამცირებს ლექსანის გამოყოფას ორგანიზმიდან);
  • ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესიული პრეპარატი (შეიძლება გაზარდოს ციკლოსპორინის გვერდითი ეფექტების ალბათობა);
  • K ვიტამინის ანტაგონისტები, გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგ. ვარფარინი). შეიძლება გაიზარდოს მისი ეფექტი, გამოვლინდეს სისხლდენის რისკი. ექიმმა შეიძლება მოითხოვოს  სისხლის კოაგულაციაზე ანალიზის ჩატარება;
  • მედიკამენტები, რომლებიც ცნობილია, რომ ახანგრძლივებს QT ინტერვალს (შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის მძიმე დარღვევა);
  • lA კლასის ანტიარითმული საშუალებები (ქინიდინი) და III კლასის ანტიარითმული საშუალებები (ამიოდარონი);
  • დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტი (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგ. ამიტრიპტილინი, იმიპრამინი);
  • მაკროლიდები (ანტიბიოტიკების ჯგუფი), ანტიფსიქოზური საშუალებები (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ);
  • კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება ასთმის და ანთების სამკურნალოდ);
  • შესაძლოა აღინიშნოს შარდის ტესტების ცრუ დადებითი შედეგები ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტის – ოპიატების გამოყენებისას;

სხვა პრეპარატები: დიგოქსინის, გლიბენკლამიდის, რანიტიდმის გამოყენებისას არ არის მოსალოდნელი ლექსანის ეფექტის შეცვლა.

თუ იყენებთ  რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ რაიმე მედიკამენტს, ან თუ იყენებდით ცოტა ხნის წინ, აცნობეთ  ექიმს ან ფარმაცევტს ამის შესახებ.

 

ლექსანის მიღების წესი

ლექსანი შეიყვანება ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით სულ მცირე 60 წუთის განმავლობაში ექიმი-სპეციალისტის მიერ.

ლექსანი გამოიყენება უფროსებში.

დოზირება განისაზღვრება  დაავადების სახეობის და სირთულის და ასევე დაავადების გამომწვევი ბაქტერიის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.

ექიმმა შესაძლოა პაციენტი გადაიყვანოს პერორალურ მიღებაზე (ლევოფლოქსაცინი 500 მგ ტაბლეტი) საწყისი ინტრავენური შეყვანიდან რამდენიმე დღეში, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ლექსანის რეკომენდებული დოზირება შემდეგნაირია:  

 

გამოყენების ჩვენებები

დღიური დოზა

(დამოკიდებულია ინფექციის სირთულეზე)

მკურნალობის ხანგრძლივობა

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია

500 მგ დღეში ერთჯერ ან 2 -ჯერ

7-14 დღე

საშარდე ტრაქტის და თირკმელების ანთება

500 მგ დღეში ერთჯერ

7-10 დღე

თირკმელების და საშარდე ტრაქტის გართულებული ინფექციები

500 მგ დღეში ერთჯერ

7-14 დღე

კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები

250 მგ დღეში ერთჯერ ან ერთჯერადი დოზა / ორჯერ 500 მგ

7-14 დღე

ფსორიაზული ანთება

500 მგ დღეში ერთჯერ

28 დღე

 

სტაციონარულად შეძენილი პნევმონია

750 მგ დღეში ერთჯერ

7-14 დღე

აირ-წვეთოვანი გზით გადამდები ჯილეხი

500 მგ დღეში ერთჯერ

8 კვირა

 

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე (იხ. ცხრილი ზემოთ). ჩვეულებრივ, ისევე როგორც ყველა ანტიბაქტერიული თერაპიის შემთხვევაში, ლექსანის გამოყენება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 48-72 საათის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პაციენტს აღენიშნება ცხელების შემცირება და სახეზეა ინფექციის შეწყვეტის  მტკიცებულება.

 

გამოყენების გზა და მეთოდი

ლექსანი კეთდება გამოცდილი ექიმი-სპეციალისტის მიერ ვენაში ინფუზიის გზით.

500 მგ ლექსანის საინექციო ხსნარის ინფუზია უნდა მიმდინარეობდეს მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში. გამოყენებამდე ხსნარი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად. გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ გამჭვირვალე და ნაწილაკების გარეშე ხსნარები.

 

მზის შუქისგან დაცვა

წამლის გამოყენების პერიოდში მოერიდეთ მზის პირდაპირ დასხივებას. პაციენტის კანი შეიძლება გახდეს უფრო მგრძნობიარე მზის შუქის მიმართ და ამან გამოიწვიოს წვა, ჩხვლეტა ან ძლიერი ბუშტუკების წარმოქმნა. ამ მიზეზით გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი მაღალი დამცავი ფაქტორით. ატარეთ ქუდები და ტანსაცმელი, რომელიც მზეზე გასვლისას დაგიფარავთ ხელებს და ფეხებს.  მოერიდეთ მზის აბაზანებს.

 

განსხვავებული ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

ლექსანის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში და მოზარდ ახალგაზრდებში.

 

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულებში, რომლებთაც არ აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, არ არის საჭირო ლექსანის დოზირების კორექცია.

 

გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში

თირკმელების უკმარისობა

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ექიმი შეამცირებს ლექსანის დოზას და ჩაატარებს უფრო მკაცრ მონიტორინგს პაციენტზე.  დოზირება პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 50 მლ/წთ დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე.

 

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის დისფუნქციის დროს ლექსანის დოზის კორექცია საჭირო არ არის. ექიმი განსაზღვრავს ლექსანით მკურნალობის ხანგრძლივობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ლექსანის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

საჭიროზე მეტი დოზირება

თუ გამოიყენეთ ლექსანის ზედოზირება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

ლექსანი შეიყვანება ექიმი-სპეციალისტის მიერ ან ექიმის მიერ კლინიკაში.

 

დოზის გამოტოვება

ექიმი მიიღებს გამოტოვებული დოზის გაკეთების დროის შესახებ გადაწყვეტილებას. დაიცავით ექიმის მიერ მოცემული მითითებები დოზირების მიღების დროის შესახებ.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

 

მკურნალობის შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ ლექსანით მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე, რადგან შესაძლოა აღინიშნოს დაავადების სიმპტომების რეციდივი და განვითარდეს ბაქტერიის მიმართ რეზისტენტულობა.

 

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ლექსანმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მგრძნობელობა ამ მედიკამენტში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტები მოცემულია შემდეგში კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ში.

ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-მდე, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

არახშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათი; ვლინდება 1,000 პაციენტიდან 1-მდე, მაგრამ 10,000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: შესაძლოა გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობია სიხშირე: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.

 

შეწყვიტეთ ლექსანის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან რომელიმეს აღნიშვნის შემთხვევაში:   

იშვიათი:

  • ფართოდ გავრცელებული ქავილი და გამონაყარი კანზე, ტუჩების, სახის, ყელის და ენის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ჰიპერმგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება).

 

უცნობია სიხშირე:

  • სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მრავალფორმიანი ერითემა (კანის და თვალების ირგვლივ ანთება, შეშუპება და სიწითლე), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სერიოზული დაავადება სითხით სავსე ბუშტუკებით კანზე);
  • სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა ჰიპერმგრძნობელობის შედეგად, რომელიც გამოიხატება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გამონაყარი, ქავილი ან ჭინჭრის ციება კანზე, სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება, ქოშინი, ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება (ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქტოიდური შოკი).

ყოველივე ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. რომელიმე მათგანის გამოვლენის შემთხვევა მიანიშნებს სერიოზულ ალერგიულ რეაქციაზე ლექსანის მიმართ. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

 

დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინეთ  ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმეს:

 

იშვიათი:

  • ტკივილი და ანთება მყესებში (კუნთების მყესები, აქილევსის მყესში);
  • მიასთენია გრავისის გამწვავება (კუნთების სისუსტის დაავადება);
  • უნებლიე სპაზმის შეტევები (კრუნჩხვები).

 

უცნობია სიხშირე:

  • მადის დაქვეითება, თვალების და თვალის კაკლის გაყვითლება, მუქი შარდი, ქავილი, ტკივილი მუცლის არეში. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები, რომლებიც ზოგჯერ შესძლოა ფატალურად დასრულდეს;
  • გულის რითმის ცვლილებები ("QT ინტერვალის გახანგრძლივება", რაც ჩანს ელექტროკარდიოგრაფიაზე, რომელიც აღრიცხავს გულის ელექტრულ აქტივობას);
  • არანორმალურად ძალიან სწრაფი გულის რითმი (პარკუჭოვანი ტაქიკარდია), სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულის რითმი (პარკუჭოვანი არითმია);
  • Torsade de pointes (არარეგულარული გულის რიტმი, რომელიც შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება;
  • ცხელება, ჩხვლეტა, ტკივილი ან დაბუჟება. ეს შეიძლება იყოს ნეიროპათიის სიმპტომები.;
  • მძიმე, მუდმივი, სისხლიანი დიარეა კრუნჩხვითი მუცლის ძლიერი ტკივილით და მაღალი ცხელებით.

ეს შეიძლება იყოს ნაწლავის სერიოზული პრობლემის ნიშნები;

  • ძვლებთან შემაერთებელი ქსოვილის რღვევა (იოგების გახლეჩვა);
  • კუნთების გაგლეჯვა;
  • მყესის გაგლეჯვა (მაგ., აქილევსის მყესის);
  • სახსრების ანთება;
  • ჩონჩხის კუნთების დაშლა (რაბდომიოლიზი).

ეს მოვლენები სერიოზული გვერდითი რეაქციებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

 

აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან რომელიმეს:

 

ხშირი:

  • გულისრევა, ღებინება, დიარეა;
  • სისხლში  ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მატება;
  • სიწითლე, ტკივილი, გართულება ვენაში შეყვანის ადგილას;
  • სისხლძარღვების ანთება (ფლებიტი);
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • უძილობა.

 

არახშირი:

  • სოკოვანი ინფექციები (მათ შორის სიკოვანი ინფექცია, რომელსაც ეწოდება candida), სხვა მიკრობების მიმართ რეზისტენტულობის განვითარება;
  • მადის დაკარგვა (ანორექსია);
  • ქავილი და გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ჭარბი ოფლიანობა;
  • მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, მადის დაკარგვა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
  • თავბრუსხვევა (ვერტიგო);
  • შფოთვა, დაბნეულობა, გაღიზიანება;
  • ძილიანობა, ტრემორი, გემოვნების დარღვევა;
  • ქოშინი (დისპნოა);
  • სახსრების ან კუნთების ტკივილი;
  • სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს მოულოდნელი შედეგები ღვიძლის ან თირკმელების პრობლემების გამო (გაზრდილი ბილირუბინი, კრეატინინი);
  • სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა (ლეიკოპენია);
  • სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია);
  • სისუსტე, სისუსტე (ასთენია).

 

იშვიათი:

  • სისხლში შაქარის დაბალი დონე. ეს მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულთათვის და შეიძლება გამოიწვიოს კომა;
  • ფსიქიკური აშლილობა, მოუსვენრობა, დეპრესია, რასაც შესაძლოა ახლდეს ვიზუალური და სმენითი ჰალუცინაციები (ჰალუცინაციები) და გადაჭარბებული ეჭვიანობა (პარანოია);
  • არანორმალური სიზმრები, კოშმარები;
  • დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია);
  • ვიზუალური დარღვევები, მათ შორის ბუნდოვანი ხედვა;
  • ტინიტუსი, კუნთების სისუსტე. ეს მნიშვნელოვანი მდგომარეობაა მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებისთვის (ნერვული სისტემის იშვიათი დაავადება);
  • დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
  • აჩქარებული გულისცემა, პალპიტაცია;
  • სისხლდენა და სისხლდენის მაღალი რისკი სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობის გამო (თრომბოციტოპენია);
  • სისხლში ფრაგმენტული უჯრედების რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია);
  • ცხელება;
  • თირკმლის უკმარისობა, რაც გამოწვეულია თირკმელების ფუნქციის ცვლილებებით ან თირკმელების ალერგიული რაქციებით, ე.წ. ინტერსტიციალური ნეფრიტით.

 

ძალიან იშვიათი:

  • შეტევები პორფირიით დაავადებულ პაციენტებში (იშვიათი მეტაბოლური დაავადება).

 

უცნობია სიხშირე:

  • კომა სისხლში შაქრის დაბალი დონის გამო;
  • სისხლში შაქრის მაღალი დონე;
  • თვითდაზიანების ქცევა, მათ შორის სუიციდური აზრები და თვითმკვლელობის მცდელობა;
  • გემოს შეგრძნების დაკარგვა;
  • ყნოსვის დარღვევები, მათ შორის ყნოსვის დაკარგვა;
  • გულის წასვლა (სინკოპე), კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური წნევის მომატება);
  • სმენის უნარის დაქვეითება, სმენის დაკარგვა;
  • მხედველობის დროებითი დაკარგვა, თვალის ანთება;
  • კანის მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი შუქის მიმართ (მგრძნობელობა სინათლის მიმართ);
  • სისხლის ყველა უჯრედის რაოდენობის შემცირება (პანციტოპენია), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი) ან სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია). შეიძლება აღინიშნოს კანის სიფერმკრთალე და სიყვითლე სისხლის წითელი უჯრედების დაზიანების გამო და სისხლის უჯრედების რაოდენობის ნებისმიერი ვარდნა. შეიძლება გამოვლინდეს ცხელება, ყელის ტკივილი და ზოგადი ავადმყოფობის შეგრძნება;
  • პირის ღრუს ანთება (სტომატიტი);
  • შეიძლება მოხდეს გადაჭარბებული იმუნური რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა);
  • მოძრაობისა და სიარულის პრობლემები (დისკინეზია, ექსტრაპირამიდული აშლილობა);
  • სუნთქვის გაძნელება და ხიხინი (ბრონქოსპაზმი);
  • ალერგიული პნევმონია;
  • ალერგიული რეაქციით გამოწვეული სისხლძარღვების ანთება;
  • პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);
  • ტკივილები (ზურგის, გულმკერდის, ხელების და ფეხების);

ნებისმიერ გვერდითი მოვლენის შენიშვნის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი მოვლენის, რომელიც ზემოთ არ არის მითითებული, აცნობეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი ეფექტებისაც, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ თურქეთის ფარმაკოლოგიური კონტროლის ცენტში (TUFAM), ვეგ-გვერდზე www.titck.gov.tr ან ცხელ ხაზზე დარეკვის გზით 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

 

ლექსანის შენახვის პირობები

შეინახეთ ლექსანი ყოველთვის ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას და საწყის შეფუთვაში.

მედიკამენტი ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე საწყის შეფუთვაში, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

გახსნის შენდეგ ვარგისია 3 დღის განმავლობაში ოთახის შუქზე.

ლექსანი უნდა გამოიყენოთ დროულად (3 საათის განმავლობაში) Twist-off ჩამკეტის გახსნის შემდეგ. განკუთვნილია ერთჯერადი გამოყენებისათვის. გამოუყენებელი პროდუქტი უნდა გადააგდოთ.

 

ვარგისობის ვადა

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ლექსანი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

დაზიანებას პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე რაიმე დაზიანების შემჩნევის შემთხვევაში, პრეპარატი არ  გამოიყენოთ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები!

გადაეცით ისინი შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

 

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

ტურკტიპსან საგლიკ ტურიზმ ეგიტიმ ვე

ტიკარეტ ა.ს. აკიურტ/ანკარა

ელ.ფოსტა: [email protected] 

ტელ: + 90 312 8441508

ფაქსი: +90 312 8441527

 

მწარმოებელი

ტურკტიპსან საგლიკ ტურიზმ ეგიტიმ ვე

ტიკარეტ ა.ს. აკიურტ/ანკარა

ელ.ფოსტა: [email protected] 

ტელ: + 90 312 8441508

ფაქსი: +90 312 8441527.

 

 

მითითებული მარაგები განკუთვნილია ონლაინ შეძენისთვის, „მივაკითხავ აფთიაქში“ მეთოდით სარგებლობისთვის.
აფთიაქი, მისამართი
სამუშაო საათები
ტელეფონი
ხელმისაწვდომობა
შიდა ქართლი
ხაშური 2
რუსთაველის ქ.#33
მარაგშია
კასპი 2
გ.სააკაძის ქ.N27ბ
მარაგშია
გორი 6
ცხინვალის გზადკ.#10
მარაგშია
გორი 1
ერთობის ქ.N43
მარაგშია
კრწანისი
ავერსი 17
გორგასლის ქ.N79 (24სთ)
მარაგშია
ნაძალადევი
ავერსი 29
ზღვისუბანი,მე-10კვ.28კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 40
გუდამაყრის ქ.მე-4 საავ.ტერ
მარაგშია
ისანი
ავერსი 156
წინანდლის ქ.#23
მარაგშია
ავერსი 60
ბ.გაბრიელ სალოსის გამზ.N155
მარაგშია
ავერსი 116
ნავთლუღის ქ.15/1
მარაგშია
ავერსი 8
წინანდლის ქ.N9-10
მარაგშია
დიდუბე
ავერსი 70
დიღმის მას.N5კვარ.3ა კორპ.
მარაგშია
ავერსი 141
ჩაჩავას ქ.ერისთავის ერ.ცენტრი
მარაგშია
ავერსი 12
ლუბლიანას ქ.N13გ
მარაგშია
საბურთალო
ავერსი 91
ვაჟა ფშაველას N27ბ(24)
მარაგშია
ავერსი 150
ვაჟა ფშ.გამზ.მე-4კვ.1კ.მიმდ
მარაგშია
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
მარაგშია
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
მარაგშია
ავერსი 194
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
მარაგშია
ავერსი 89
ვ.ფშაველას გამზ.#27ბ
მარაგშია
სამეგრელო და ზემო სვანეთი
ზუგდიდი 3
გამსახურდიას გამზ.N23(24)
მარაგშია
ქვემო ქართლი
მარნეული 1
სულხან-საბას ქ.N58(24)
მარაგშია
მარნეული 2
26 მაისის ქ.(24)
მარაგშია
იმერეთი
სამტრედია 1
რესპუბლიკის ქ.N2(24)
მარაგშია
საჩხერე 2
ი. გომართელის ქ.#30ა
მარაგშია
გლდანი
ავერსი 174
გლდანი,ვეკუას ქ.#55
მარაგშია
გურია
ოზურგეთი 1
წულაძის ქ.N9(24)
მარაგშია
სამგორი
ავერსი 95
ვარკეთილი3,მე-3ა მ/რ,კორპ.345
მარაგშია