ვიტაპლუსი D3 2000სე #60ტ

97650
-29%
მარაგშია
57.01 
40.76 
დანაზოგი: 16.25 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიცხიმში ხსნადი ვიტამინები და მათი ანალოგები ჯენერიკიColecalciferolum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
57.01 
40.76 
დანაზოგი: 16.25 ₾ (29%)

D3 ვიტა პლიუსი

 

1 ტაბლეტი შეიცავს:

 D3 ვიტამინი……… 2000 IU ( პროლონგირებული გამოყოფის ტაბლეტები)

D3 ვიტა პლიუსი  - პოლონურიკომპანია ბიოფარმის მიერ გერმანულ კომპანია „ფიზიოლუშენ“-თან ერთად შექმნილ D ვიტამინის პროლონგირებული გამოყოფის MR (modified releasing) ტაბლეტებია.

ახალი ტექნოლოგიით შექმნილი ტაბლეტები ეფექტურადაა დაცულია სიმულირებული ჰიდროლიზისგან და გასტრო-ინტესტინალური ტრაქტის როგორც მექანიკური, ისე  ქიმიური ზემოქმედებისაგან.

 აქტიური ნივთიერება თანდათანობით, საფეხურეობრივად გამოიყოფა ორგანიზმში  24 საათის განმავლობაში. D3 ვიტა პლიუსის  MR (modified releasing) ტაბლეტები  უზრუნველყოფენ აქტიური ნივთიერების  საფეხურებრივ  გამოყოფას და, შესაბამისად, მათი კონცენტრაციის გრადუალურ  მატებას.

ვიტამინი D-ს როლი ორგანიზმში:

  • ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში კალციუმ-ფოსფატების ადეკვატური ბალანსის შენარჩუნებისათვის, დადებით გავლენას ახდენს ძვლის მეტაბოლიზმზე
  •  ვიტამინი D უზრუნველყოფს სისხლში კალციუმის საჭირო დონის შენარჩუნებას;
  • ვიტამინი D  მნიშნელოვანია კუნთების ნორმალური ფუნქციონირებსათვის (განსაკუთრებით გულის კუნთისთვის);
  • ვიტამინი D  მონაწილეობს უჯრედის გაყოფის პროცესში, კერძოდ, სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით ის მოქმედებს: პროლიფერაციაზე, აპოპტოზზე, დიფერენციაზე, ანთებაზე და ანგიოგენეზზე;
  • ვიტამინი D უზრუნველყოფს იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებას.

ვიტამინი D-ს გამოყენების ჩვენებები და  ვიტ. D-ს დეფიციტის რისკის ჯგუფის პაციენტები:

  • შენობაში მჯდომარე სამუშაო/ცხოვრების სტილი;
  • ბუნებრივად მუქი ფერის კანი;
  • მზის დამცავი კრემების აგრესიული გამოყენება ( მაგ. 30 SP ფაქტორიანი კრემი  95%-ით აფერხებს  D ვიტამინის წარმოქმნას ორგანიზმში);
  • კანის დაავადებები (ვიტილიგო, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა);
  • 45 წლის ზემოთ ასაკი (ოსტეოპოროზის და მოტეხილოების რისკი);
  • ორსულობა და ლაქტაცია;
  • ჭარბწონიანობა ( რაც მეტია სხეულის მასის ინდექსის -BMI, მით მეტად გამოხატულია  D ვიტამინის დეფიციტი);
  • მალაბსორბციის სინდრომი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები);
  • თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიები;
  • ენდოკრინული დაავადებები (დიაბეტი ტიპი 1 და 2, თირეოიდული პათოლოგიები და სხვა);
  • გარკვეული ტიპის მედიკამენტების გამოყენება (მაგ.: ანტიკონვულსანტები, კლუკოკორტიკოიდები, ანტიფუნგალური, შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები);
  • სიმსივნური დაავადებები;
  • ქიმიოთერაპია;

მიღების წესი და დოზირება:  D3 ვიტა პლიუსი-ს  ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია საკვების მიღებამდე,  დღეში ერთხელ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით ( სხვადასხვა მდგომარეობიდან გამომდინარე)  40-60 სე /კგ წონაზე დღეში.

გამოშვების ფორმა: პროლონგირებული გამოყოფის MR (modified releasing) ტაბლეტები №60

მწარმოებელი: BIOFARM, პოლონეთი

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები