აიქეა ომკ-1 10მლ თვ.წვეთები

97835
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიHyaluronat acid+Citicolin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

                                                                                                                                                      

აიქეა ომკ1

ციტიკოლინი და ჰიალურონის მჟავა

სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი

ფლაკონი 10 მლ.

შემადგენლობა:

ციტიკოლინის ნატრიუმის მარილი, ჰიალურონის მჟავა, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ფოსფატის ორფუძიანი დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი. 

აიქეა ომკ1, ოფთალმოლოგიური ხსნარი შეიცავს 2% ციტიკოლინს და 0.2% მაღალმოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავას.

ციტიკოლინი უზრუნველყოფს უჯრედების დაზიანებული მემბრანის სტრუქტურულ აღდგენას ისეთი დეგენერაციული პათოლოგიის დროს, როგორიცაა გლაუკომა.

გარდა ამისა, ჰიალურონის მჟავას მუკოადჰეზიური და ვისკოელასტიური თვისებების მეშვეობით აიქეა ომკ1 ქმნის რქოვანასა და კონიუქტივას დაზიანებული ეპითელიუმის რეგენერაციისთვის საჭირო გარემოს, აღადგენს საცრემლე აპკის სტაბილურობას, რის შედეგადაც ატენიანებს, პოხავს და იცავს თვალის ზედაპირს.

როდის გამოიყენება აიქეა ომკ1:

გლაუკომით დაავადებულ პაციენტებში აიქეა ომკ1 ინიშნება ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად, როგორც დამხმარე თერაპია. ციტიკოლინი უზრუნველყოფს ბადურა გარსის განგლიური უჯრედების აღდგენას.

გარდა ამისა, პროდუქტის დამატენიანებელი და დამცავი თვისებები უზრუნველყოფს  სხვადასხვა ფაქტორების მიერ გამოწვეული (გარემო ფაქტორები, თვალზე ქირურგიული ჩარევა, კონიუნქტივიტი და სხვა) თვალის გაღიზიანების, წვის და უცხო სხეულის შეგრძნების მოხსნას.

დოზირება:

1 წვეთი 3-ჯერ დღეში

სიფრთხილის ზომები:

-          არ გამოიყენოთ შეფუთვის დაზიანების შემთხვევაში

-          არ გამოიყენოთ შემადგენელი კომპონენტების აუტანლობის შემთხვევაში

-          არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ

-          არ შეახოთ საწვეთური თვალს

-          ჩაწვეთებისას შესაძლებელია განვითარდეს მხედველობის წამიერი დაბინდვა.

-          სხვა ოფთალმოლოგიური პროდუქტის გამოყენებისას, ჩაწვეთებებს შორის დაიცავით 10-15 წუთიანი ინტერვალი

-          პროდუქტი გამოიყენეთ გახსნიდან 30 დღის განმავლობაში

-          შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

-          მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის

-          შეინახეთ 25°C -მდე

-          გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით ცარიელი ფლაკონი გადააგდეთ შესაბამის ადგილას

-          პროდუქტი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს  (0.01%).

ბენზალკონიუმის ქლორიდმა მცირე კონცენტრაციითაც კი, შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თვალის და რქოვანას ქრონიკული დაავადებების დროს. თუ თქვენ ჩაწვეთებისას აღგენიშნებათ არასასიამოვნო შეგრძნებები, წვა და ტკივილი, აცნობეთ ექიმს.

-          მშრალი თვალის და რქოვანას დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება უნდა მოხდეს კონტროლის ქვეშ.

-          ბენზალკონიუმის ქლორიდი აღწევს რბილ კონტაქტურ ლინზებში, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის ჩაწვეთებამდე ლინზების ამოღება და მისი ჩასმა ჩაწვეთებიდან 15 წუთში.

მწარმოებელი:

Omikron Italia S.r.l. - Viale B. Buozzi, 5 - 00197 Roma - Itália

დისტრიბუტორი:

DAVI II – Farmacêutica, SA

Estrada Consiglieri Pedroso, 69-B, Queluz de Baixo 2730-055 Barcarena – Portugal