ციპრო-დენკი 500მგ #10ტ

28243
მარაგშია
10.20 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფტორქინოლონები ჯენერიკიCiprofloxacinum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
10.20 

ციპრო-დენკი

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 582 მგ ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდს, რაც ექვივალენტურია 500 მგ ციპროფლოქსაცინისა.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მცირედ ჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 400 ტიტანის დიოქსიდი (E 171).

ფარმაკოლოგიური თვისებები
როგორც ფტორქინოლონის ანტიბაქტერიული ჯგუფის წარმომადგენელი, ციპროფლოქსაცინი მოქმედებს დნმ-ჰირაზას კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV - ზე. ციპროფლოქსაცინი ეფექტურად მოქმედებს ბევრ აერობულ გრამ - დადებით ბაქტერიაზე, მათ შორის გრამდადებით სპორების წარმომქმნელ ორგანიზმებზე, როგორიც არის bacillus anthracis და აგრეთვე გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე.ციპროფლოქსაცინი უფრო ეეფქტურია გრამ - უარყოფითი ბაქტერიების, ვიდრე გრამ - დადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ. Pneumococci, Mycoplasma pneumoniae, Clamydophila pneumoniae და Clamydia trachomatis მხოლოდ მცირედ არიან მგრძნობიარენი პრეპარატის მიმართ. ციპროფლოქსაცინი აგრეთვე ეფექტურად მოქმედებს Micobacterium teberculosis, M.fortuitum, M.kansasii და M. chelonae-ს ზოგიერთი შტამის წინააღმედგ.
ციპროფლოქსაცინი ნაწილობრივ არაეფექტურია Stenotrofomonas maltophilia, Burkolderia cepacia, Serratia -ს და Acinetobacter - ის ზოგიერთი ტიპის და Campylobacter jejuni - ს წინააღმდეგ.
რეზისტენტულები არიან შემდეგი ბაქტერიები:Clostridia - ს (მაგალითად Clostridium difficile) და Bacteroides- ის ზოგიერთი შტამი, , Nocardia asterides, Ureaplasma urealyticum, Borrelia და Spirochaeta. 
აგრეთვე რეზისტენტულია Pseudomonas და Enterococci-ს ზოგიერთი შტამები. Staphylococcus aureus ჩვეულებრივ რეზისტენტულია.
ციპროფლოქსაცინი არაეფექტურია Treponema pallidumi -ის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია:
შიგნით მიღების შემდეგ ციპროფლოქსაცინი ძირითადად შეიწოვება თორმეტგოჯა ნაწლავიდან და მლივ ნაწლავის ზედა ნაწილიდან. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში აღინიშნება 60-90 წუთში. 250 მგ და 500 მგ-ს მიღების შემდეგ,Cmax საშუალოდ შეადგენს 0.8- 2.0 მგ/ლ-ს ან 1.5-2.9 მგ/ლ-ს.
აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 70-80%-ს. Cmax და AUC იზრდება დოზის პროპორციულად.
საკვების მიღება არ მოქმედებს ციპროფლოქსაცინის პლაზმის კონცენტრაციაზე.
განაწილება
წონასწორულ ფაზაში ციპროფლოქსაცინის განაწილების მოცულობა შეადგენს 2-3 ლ/კგ-ს.რადგან ციპროფლოქსაცინი მხოლოდ მცირედ უერთდება პლაზმის ცილებს (20-30%) და პრეპარატი ძირითადად წარმოდგენილია პლაზმაში არა-იონიზებული სახით, ამის გამო მიღებული დოზა მთლიანად და თავისუფლად დიფუნდირებს ექსტრავასკულურ სივრცეში. ამის შედეგად ორგანიზმის ზოგიერთ სითხეში და ქსოვილში არსებული პრეპარატის კონცენტრაცია შესაძლებელია მნიშვნელოვნად აჭარბებდეს პლაზმის კონცენტრაციას.
მეტაბოლიზმი / ელიმინაცია
ციპროფლოქსაცინი ძირითადად გამოიყიფა უცვლელი სახით, უმეტესი ნაწილი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. თირკმლის კლირენსი საშუალოდ შეადგენს 3-5 მლ/წთ/კგ-ს, ხოლო ტოტალური კლირენსი შეადგენს 8-10 მლ/ წთ/ კგ-ს.ციპროფლოქსაცინის ელიმინაციაში მონაწილეობს როგორც გლომერულური ფილტრაცია, ასევე ტუბულარული სეკრეცია. მიღებული დოზის 1% გამოიყიფა ნაღვლის გზით.
მცირე რაოდენობით დადგენილია შემდეგი 4 მეტაბოლიტი:დესეთილენის ციპროფლოქსაცინი (M1), სულფოციპროფლოქსაცინი (M2), ამოქსიპროფლოქსაცინი (M3), და ფორმილციპროფლოქსაცინი (M4). M1და M3-ს გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი, რაც მსგავსია ან ოდნავ ჩამოუვარდება ნადილექსის მჟავის ეფექტს. M4-ს, რომელიც გამოიყოფა მცირე რაოდენობით, გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ძალიან მსგავსია ნორფლოქსაცინის ეფექტისა.
როგორც პერორალური ასევე ინტრავენური მიღების შემდეგ ციპროფლოქსაცინის ნახევარგამყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 3-5 საათს. რადგან ციპროფლოქსაცინი გამოიყოფა არა მარტო თირკმელებით, არამედ ფეკალური მასების საშუალებითაც, ამის გამო მხოლოდ თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა იწვევს პრეპარატის ნახევარგამყოფის პერიოდის გაზრდას 12 სთ-მდე.

ჩვენებები
ციპრო-დენკ 500 არის ანტიბიოტიკი.ციპროფლოქსაცინი მიეკუთვნება ქინოლონის ნაერთების კლასს. აღნიშნული ანტიბიოტიკი ძირითადად მოქმედებს ბაქტერიულ ფერმენტზე (ჰირაზა), რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბაქტერიის პროლიფერაციაში. აღნიშნული ფერმენტის დაინჰიბირებით ციპროფლოქსაცინი ბაქტერიციდულად მოქმედებს პათოგენზე.
ციპრო-დენკ 500 გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი მიზნით:
ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:
ინფექციები
- სასუნთქი გზების; გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული ფილტვების ანთება (ციპროფლოქსაცინი წარმოადგენს არჩევის პრეპარატს).
- შარდის ბუშტის (მწვავე და გაურთულებელი შარდის ბუშტის ინფექციები ცისტიტი). - საშარდე გზების გართულებული ინფექციები და პიელონეფრიტი (თირკმლის ანთების ფორმა).
- რეპროდუქციული ორგანოების, მათ შორის მწვავე ანთება გაურთულებელი გონორეა, პროსტატის ანთება(პროსტატიტი)
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის: კუჭ-ნაწლავის მწვავე ანთება (გასტროენტერიტი)
- კანის და რბილი ქსოვილების
- ძვლების და სახსრების.
მძიმედ მიმდინარე პროცესები, რომლებიც მოქმედებენ მთელ ორგანიზმზე, მაგალითად ბაქტერიის პენეტრაცია სისხლში (სეპტიცემია); პერიტონიუმის ანთება (პერიტონიტი) პერიტონიტის შემთხვევაში ინიშნება დამატებით სხვა ანტიბიოტიკი, რადგან ზოგიერთი ბაქტერია (ანაერობი) უფრო ნაკლებად არის მგრძნობიარე ციპროფლოქსაცინის მიმართ. ინფექციები სუსტი რეზისტენტობის მქონე პაციენტებში (პაციენტები, რომელთაც მკურნალობენ იმუნსუპრესიული პრეპარატებით).
ინჰალაციური ციმბირის წყლულის მკურნალობა მის გამომწვევ პათოგენთან - Bacillus anthracis -თან კონტაქტის შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები:
ინჰალაციური ციმბირის წყლულის მკურნალობა მის გამომწვევ პათოგენთან - Bacillus anthracis -თან კონტაქტის შემდეგ.

მიღების წესები და დოზები
ციპრო-დენკ 500 მიიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
შემოგარსული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად (მაგალითად ჭიქა წყალი, მაგრამ არა რძე ან ხილის წვენი). ტაბლეტები არ მიიღება საკვებთან ერთად.პრეპარატის მიღება მშიერ კუჭზე აძლიერებს მისი აქტიური ნივთიერების აბსორბციას.
თუ დანიშნულია 2-ჯერ დღეში, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი მიიღება 12 საათიანი ინტერვალებით (დილით და საღამოს).
დოზის მიღების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა:
ციპროფლოქსაცინის დოზა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე, აგრეთვე მიკროორგანიზმების მგრძნობელობაზე, პაციენტის ასაკზე, წონაზე და თირკმლის ფუნქციაზე.
დაავადების სიმძიმიდან და მიმდინარეობიდან გამომდინარე ექიმი თავად გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
ზოგადად მკურნალობა გრძელდება ტემპერატურის და სიმპტომების გაქრობიდან სულ მცირე 3 დღის განმავლობაში.
თუ არ არის სხვა დანიშნულება, მაშინ რეკომენდირებულია შემდეგი გაიდლაინები:

ინფექციის ადგილი დოზა და მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა
ზედა და ქვედა საშარდე გზების ინფექციები  
მწვავე და გაურთულებელი შარდის ბუშტის ანთება ქალებში 100-250 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ.1/2 ტაბლეტისა 2- ჯერ დღეში) 3 დღის განმავლობაში
ქვედა საშარდე გზების გართულებული ინფექციები და ზედა საშარდე გზების ინფექციები (პიელონეფრიტი) 250-500 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ. 1/2 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში) 7-14 დღის განმავლობაში
შარდსაწვეთის და გენიტალური ორგანოების გონორეა (მწვავე გაურთულებელი უროგენიტალური გონორეა) 250-500 მგ ერთი დოზის სახით (ექვივალენტ.1/2 ტაბლეტი).
პროსტატის ანთება (პროსტატიტი) 500მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ.1ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში) 28 დღის განმავლობაში
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება 500 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ. 1 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში) 7-14 დღის განმავლობაში.
გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონია 500 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ. 1 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში) 7-14 დღის განმავლობაში.
გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების (ოსტეომიელიტი) ინფექციები 500-750 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ.1-11/2 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში). კანის და რბილი ქსოვილების მკურნალობა გრძელდება 5-10 დღე ოსტეომიელიტის მკურნალობა გრძელდება 4-6 კვირა.
ნაწლავის მძიმე ბაქტერიული ინფექცია (ენტერიტი) 500 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ. 1 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში) როგორც წესი 3-7 დღის განმავლობაში.
გრამ-უარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული მძიმე სისტემური ინფექციები; იმუნოსუპრესიულ პაციენტებში განვითარებული ინფექციები 500-750 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ.1-11/2 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში).
ციმბირის წყლული მოზრდილები: 500 მგ 2-ჯერ დღეში (ექვივალენტ.1 ტაბლეტისა 2-ჯერ დღეში) 60 დღის განმავლობაში ბავშვები: 15 მგ/კგ 2-ჯერ დღეში. მაქსიმალურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 500 მგ-ს (ექვივალენტური 1 ტაბლეტისა).


შენიშვნა: ინფექციის სიმწვავიდან და თირკმლის ფუნქციიდან (კრეატინინის კლირენსი) გამომდინარე ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება რაც შეიძლება დაბალი დოზა.
ღვიძლის და / ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია:
შრატში ციპროფლოქსაცინის დონის კონტროლი წარმოადგენს ყველაზე მისაღებ გზას, რაც საჭიროა დოზის დასარეგულირებლად შემდეგ შემთხვევებში:
მოზრდილები:
თირკმლის დარღვეული ფუნქცია:
ზომიერად ან ძლიერ დარღვეული თირკმლის ფუნქცია:
- თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 31-60 მლ/წთ/1.73 მ2- ს (თუ შრატის კრეატინინი შეადგენს დაახლოებით 120-170 მიკრომოლს; 1,4 – 1,9 მგ/დლ), მაშინ მაქსიმალური დოზა შეადგენს 1000მგ/დღეში.
- თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს < 30 მლ/წთ/1.73 მ2- ს (თუ შრატის კრეატინინი შეადგენს > 175 მიკრომოლს; >2.0 მგ/დლ), მაშინ მაქსიმალური დოზა შეადგენს 500 მგ/დღეში.
პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ. ნორმალური თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზირების ინტერვალები იგივე რჩება.
თირკმლის დარღვეული ფუნქცია + ჰემოდიალიზი:
რეკომენდირებული დოზა: 500 მგ/დღე ერთი დოზის სახით ჰემოდიალიზის შემდეგ. თირკმლის დარღვეული ფუნქცია + მუდმივი ამბულატორიული პერიტონიუმის ჰემოდიალიზი (მაპჰ):
რეკომენდირებული დოზა: 500 მგ/დღეში ერთი დოზის სახით მაპჰ-ის შემდეგ.
ღვიძლის დარღვეული ფუნქცია:
დოზის დარეგულირება არ არის საჭირო მსუბუქი და საშუალო ხარისხის ღვიძლის უკმარისობის დროს, თუმცა შესაძლებელია საჭირო გახდეს ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.
თირკმლის და ღვიძლის დარღვეული ფუნქცია:
დოზა უნდა დარეგულირდეს როგორც მოცემულია პუნქტში „თირკმლის დარღვეული ფუნქცია“ და ამავდროულად სისხლში უნდა გაკონტროლდეს ციპროფლოქსაცინის დონე.
ბავშვები და მოზარდები (5-17 წლის ასაკი)
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ თირკმლის და/ ან ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე ბავშვებში.
პრეპარატის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად.
არ შეიძლება ციპრო-დენკ 500-ის მიღება რძესთან, რძის პროდუქტებთან (მაგალითად იორგუტი) ან მაგნიუმის და კალციუმის შემცველ ხილის წვენებთან ერთად.ციპრო-დენკ 500 არ მიიღება მსგავსი ტიპის საკვების მიღებამდე 1-2 საათით ადე და მისი მიღებიდან სულ მცირე 4 საათის განმავლობაში. ციპრო-დენკ 500-ის მკურნალობის დროს არ არის სასურველი ალკოჰოლის მიღება.

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა პრეპარატებს, ციპრო-დენკ 500 შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტების შესაფასებლად ჩვეულებრივ გამოიყენება შემდეგი კლასიფიკაცია:

ძალიან ხშირი: 10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად
ხშირი: 1 /10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად
არა ხშირი: 1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად
იშვიათი: 1/1000-ზე იშვიათდ, მაგრამ 1/10000-ზე ხშირად
ძალიან იშვიათად: 1/10000-ზე ან უფრო ნაკლები,ინდივიდუალური შემთხვეების ჩათვლით.


ციპროფლოქსანის მკურნალობის დროს გვერდითი ეფექტები გამოვლინდა პაციენტთა 5-14%-ში. 
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად: გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეპსია, მუცლის ტკივილი, გაზების დაგროვება და მადის დაქვეითება.
იშვიათად: ფსევდომემბრანული კოლიტი (იხ.“სიფრთხილით“).
ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად:თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა, კანკალი და გონების დაბინდვა.
იშვიათად:უძილობა, ხელ-ფეხის დაბუჟება, ოფლიანობა, სიარულის დარღვევა, გულყრა, ინტრაკრანიალური წნევის მომატება, ფობია, ღამის კოშმარები, დეპრესია და ჰალუცინაციები.
ძალიან იშვიათად: ქცევის პათოლოგიური დარღვევა (ფსიქიკური რეაქცია), მათ შორის სხვა ადამიანისათვის ზიანის მიყენება (იხ.“სიფრთხილით“).
გრძნობის ორგანოების მხრივ:
ძალიან იშვიათად: გემოვნების და ყნოსვის დარღვევა ან დაქვეითება, თუმცა აღნიშნული მოვლენა აღდგება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.მხედველობის დარღვევა (მაგალითად მხედველობის გაორება, ფერების გარჩევის უნარის დარღვევა), ყურებში შუილი, გარდამავალი სიყრუე (განსაკუთრებით მაღალ რეგისტრში), სიყრუე.
ალერგიული რეაქციები:
ზოგიერთი ალერგიული რეაქცია ვლინდება ციპროფლოქსაცინის პირველი დოზის მიღებისთანავე:
ხშირად:კანის რეაქციები, როგორიც არის გამონაყარი, ქავილი და წამლისმიერი ცხელება. ძალიან იშვიათად:
- პეტექიური დერმატორაგია (პეტექიები), სისხლიანი ბუშტუკების წარმოქმნა (ჰემორაგიული ბუშტუკები) და მცირე კვანძები (პაპულები), რომლებიც ზემოდან იკეთებენ ფუფხს, რაც წარმოადგენს სისხლძარღვების დაზიანების ნიშანს (ვასკულიტი), ჭინჭრის ციება (ურტიკარია), კანის ზომიერი ხარისხის ალერგიული რეაქციები, მაგალითად კვანძოვანი ცხელება (კვანძოვანი ერითემა), დისკოსებრი ეროთემა (მულტიფორმული აქსდაციური მცირე ერითემა0 ან მძიმე ფორმები (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ლაილის სინდრომი.
- ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის ანთების ერთერთი ტიპი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ღვიძლის უჯრედების ნევროზი (ღვიძლის დაზიანების ერთერთი ტიპი) ან სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა.
- ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური (ალერგიული) რეაქციები, მათ შორის სახის, სისხლძარღვების და ხორხის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და თვით შოკიც კი. აღნიშნული ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს პირველი დოზის შეყვანის დროსაც.
ნებისმიერი ალერგიული რეაქციის გამოვლენისთანავე ციპრო-დენკი 500-ის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ;
არა ხშირად: გულის ფრიალი.
ძალიან იშვიათად: პერიფერიული შეშუპება (ხელ-ფეხის შეშუპება), ალები, შაკიკი, გულის ბლოკადა და ტაქიკარდია.
ძვალ-სახსროვანი სისტემის მხრივ:
არა ხშირად: სახსრების ტკივილი და შეშუპება.
ძალიან იშვიათად: კუნთების ტკივილი და ტენოსინოვიტი (ტენდოვაგინიტი) ძალიან იშვიათ შემთხვევებში ფტორქინოლონთან ერთად კომბინიერბული მკურნალობის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს მყესის ანთება (ტენდინიტი) და მყესის გაგლეჯა (იხ.“სიფრთხილით“).
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გაუარესდეს მიასთენიის სიმპტომები (დამბლის სიმპტომებით მიმდინარე კუნთების დაავადება).
სისხლის და სისხლის კომპონენეტების მხრივ:
არა ხშირად: სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის მომატება (ეოზინოფილია) ან შემცირება (ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია); ანემია.
ძალიან იშვიათად: სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის მომატება (ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი) ან შემცირება (ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი) ან შემცირება (ჰემოლიზური ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი) ; პროთრომბინის მაჩვენებლების შეცვლა (სისხლის კოაგულაციური ფაქტორი). 
ლაბორატოტიული პარამეტრების /შარდის მაჩვენებლების მხრივ:
თუ პაციენტს მკურნალობამდე ჰქონდა ღვიძლის დაავადება, ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების დროებითი მომატება (ტრანსამინაზები, ტუტე ფოსფატაზა) სიყვითლის განვითარება (ღვიძლის სტაზის შედეგად განვითარებული ქოლესტაზური სიყვითლე). აგრეთვე შეიძლება დროებით მოიმატოს შარდოვანას და სისხლის ცილების მაჩვენებლებმა.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია), შარდში კრისტალების ექსკრეცია (კრისტალურია) ან სისხლი შარდში (ჰემატურია).
სხვა გვერდითი მოვლენები:
არა ხშირად: ფილტვის ემბოლია, სუნთქვის დარღვევა (დისპნოე), ფილტვებში სითხის დაგროვება (ფილტვის შეშუპება), ცხვირიდან სისხლდენა (ეპისტაქსისი), სისხლიანი ხველა (ჰემოპტოზი) და სლოკინი.
ძალიან იშვიათად: საერთო სისუსტე, თირკმლის ფუნქციის გარდამავალი დარღვევა (შეიძლება განვითარდეს თირკმლის გარდამავალი უკმარისობა), ფოტოსენსიტიურობა (იხ. „სიფრთხილით“).
ხანგრძლივმა ან განმეორებითმა მკურნალობამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს რეზისტენტული ბაქტერიით ან სოკოთი გამოწვეული მეორადი ინფექციის განვითარებას.

უკუჩვენება
ციპრო-დენკ 500 არ გამოიყენება:
- თუ პაციენტი მგრძნობიარეა (ალერგიულია) ციპროფლოქსაცინის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდში.
- თუ პაციენტს აქვს ჩივილები სახსრების მხრივ, რაც უკავშირდება იმავე კლასის ანტიბიოტიკებში შემავალი ნივთიერებების მიღებას.
- ბავშვებში და მოზარდებში ზრდის ფაზაში (5-17 წელი), რადგან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკში პრეპარატის გამოყენების შესახებ. გამონაკლისს წარმოადგენს ინჰალაციური ციმბირის წყლულის მკურნალობა მის გამომწვევ პათოგენთან - Bacillus anthracis -თანკონტაქტის შემდეგ.ცხოველებძე ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა,რომ პრეპარატის მიღებამ ზრდის ფაზაში შესაძლებელია გამოიწვიოს სახსრების დაზიანება.
- 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: რადგან მცირე მონაცემები არსებობს ჩვილ ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ, ამის გამო არ შეიძლება ციპრო-დენკ 500-ის მიღება ორსულობის პერიოდში. ლაქტაციის პერიოდი: ციპრო-დენკ 500 არ გამოიყენება არც ლაქტაციის პერიოდში, რადგან ციპროფლოქსაცინი გადადის დედის რძეში და შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს ბავშვზეც.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით:
ციპრო-დენკ 500 მიიღება განსაკუთრებული სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:
- კრუნჩხვა (ეპილეფსია) ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებები (მაგალითად ეპილეფსიის შემცირებული ზღურბლი, თუ ანამნეზში აღინიშნება კრუნჩხვის ეპიზოდები.თავის ტვინის შემცირებული პერფუზია, თავის ტვინის სტრუქტურის შეცვლა ან ინსულტი). ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
-გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას ნაკლებობა (სისხლის უჯრედების თანდაყოლილი მატაბოლური დარღვევა) ან თუ ოჯახურ ანამნეზში აღინიშნება ეს დაავადება, ასეთ შემთხვევაში ციპროფლოქსაცინმა შესაძლებელია გამოიწვიოს წითელი უჯრედების დაშლა (ჰემოლიზი).
-კუნთის დაავადების ზოგიერთი ტიპი, რომელთაც თან ახლავთ დამბლის სიმპტომები (მიასთენია). მკურნალი ექიმი განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩევს სასურველ დოზას და ყურადღებით გააკონტროლებს დაავადების მიმდინარეობას.
თუ მკურნალობის დროს ან მისი დასრულების შემდეგ განვითარდა მძიმე ან მუდმივი დიარეა, ეს შესაძლებელია მიუთითებდეს მსხვილი ნაწლავის ანთებაზე (ფსევდომემბრანული კოლიტი). ასეთ შემთხვევაში ციპრო-დენკ 500-ის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო ექიმმა უნდა დანიშნოს შესაბამისი მკურნალობა. არ შეიძლება პერისტალტიკის დამთრგუნველი პრეპარატების მიღება.
ზოგი მონაცემებით ციპროფლოქსაცინის მიღებისას შარდში გამოვლინდა კრისტალები (კრისტალურია).ციპრო-დენკი 500-ის მიღებისას პაციენტმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი, აგრეთვე არ არის სასურველი შარდის ჭარბი ალკალიზაცია.
იშვიათ შემთხვევებში ციპროფლოქსაცინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ფოტოსენსიტიურობა. შესაბამისად პაციენტი უნდა მოერიდოს მზის სხივებს და ულტრაიისფერ გამოსხივებას (სოლარიუმს). თუ ეს ვერ ხერხდება, ასეთ შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს სიფრთხილის ზომები (მაგალითად მზისგან დამცავი პროდუქტების გამოყენება). თუ მიუხედავად ასეთი სიფრთხილის ზომებისა პაციენტს მაინც აწუხებს ფოტოსენსიტიურობის სიმპტომები (მაგალითად მზის დაწვრობის მსგავსი რეაქციები), ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
მყესის ანთება და/ან მყესის გაგლეჯვა (განსაკუთრებით აქილევსის მყესის) გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც ერთად ღებულობენ კორტიკოიდებს და ციპროფლოქსაცინს. ტკივილის ან ანთების ნიშნების გამოვლენისთანავე მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, ხოლო დაზიანებული კიდური უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში. თუ სიმპტომები გამოვლინდება აქილევსის მყესის მხრივ, ასეთ შემთხვევაში მყესის გაწყდომის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ორივე კიდურზე გარკვეული ზომების მიღება, (მაგალითად ორივე აქილევსის მყესზე შინების დადება ან ორივე ქუსლის გამაგრება (საყრდენის დადება) (იხ.აგრეთვე „უკუჩვენება“).
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა ტექნიკის მართვაზე:
შესაბამისი დოზების მიღების დროსაც კი შესაძლებელია, რომ ციპრო-დენკ 500 იმოქმედოს რეაგირების უნარზე და ასევე ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე. ეს განსაკუთრებით ეხება მკურნალობის საწყის პერიოდს, დოზის მომატებას, მედიკამენტის შეცვლას და პრეპარატის მიღებას ალკოჰოლთან ერთად.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები უმნიშვნელოა. 12 გრ-ის მიღების შედეგად განვითარებული ინტოქსიკაციის სიმპტომებია: თავბრუსხვევა, კანკალი, თავის ტკივილი, დაღლილობა, კრუნჩხვა, ჰალუციცნაციები, გონების დაბინდვა, ჩივილები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ, ღვიძლის დათირკმლის ფუნქციის დარღვევა, მცირე კრისტალების ექსკრეცია და სისხლი შარდში (კრისტალურია, ჰემატურია).
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.პაციენტის სიმპტომებიდან გამომდინარე ექიმი თავად გადაწყვეტს, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს: დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის შექცევადი უკმარისობა.შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის ელიმინაციისთვის საჭირო ზომების მიღება. ციპროფლოქსაცინის აბსორბციის შესამცირებლად რეკომენდირებულია გააქტიურებული ნახშირის და მაგნიუმის და კალციუმის შემცველი ანტაციდების მიღება. სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ. საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. ჰემოდიალიზის და პერიტონიალური დიალიზის სასუალებით (თირკმლის დიალიზი ან პერიტონეალური დიალიზი) გამოიყოფა ციპროფლოქსაცინის მხოლოდ მცირე ნაწილი ( < 10%).
ციპრო-დენკ 500-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ შეიძლება გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზირების რეჟიმის შესაბამისად.
მცირე დოზის მიღების, პრეპარატის არარეგულარულად მიღების ან მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს დაავადების რეციდივი, რისი მკურნალობაც გაცილებით ძნელია. საჭიროა ექიმის რეკომენდაციების დაცვა.