გინილაკი #5ვაგ.კაფსულა

14721
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფისაშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები ჯენერიკიL.acidophilus,bifidus,bulgaricus,S.therm გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში



ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე კრემისფერი მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ან მოყვითალო თეთრი ფერის ფხვნილით (დასაშვებია უფრო მუქი ფერის გრანულების არსებობა);

შემადგენლობა:                      
1 კაფსულა შეიცავს 4 მილიარდ ცოცხალ უჯრედს: ლაქტობაცილა აციდოფილუსი – 18,0 მგ, ლაქტობაცილა ბიფიდუსი – 10,0 მგ, იოგურტის კულტურა – 40,0 მგ;
დამხმარენივთიერებები: რძის მშრალი შრატი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.

გამოშვების ფორმა:
ვაგინალური კაფსულები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვაგინალური მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალება.
ათქ კოდი: A07FA51.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვაგინალური მიკროფლორის რეგულაცია. ლაქტობაქტერიები გამოყოფენ რძემჟავას, რომელიც განაპირობებს ვაგინალური pH-ის შემცირებას. ამის წყალობით რძემჟავა ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საშოს ლორწოვანი გარსის მიკრობული წონასწორობის შენარჩუნებასა და ნორმალიზაციაში.
ხელს უშლიან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროფლორის ზრდასა და განვითარებას.

ჩვენება:
მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ვაგინალური ინფექციების (ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი, ტრიქომონიაზი და სხვა) პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში.
 
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება 1 კაფსულა დღეში, ძილის წინ. პრეპარატი შეჰყავთ ღრმად საშოში მწოლიარე მდგომარეობაში. გინილაკის კაფსულები გამოიყენება მწვავე პროცესების ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყებიდან მე-4-5 დღეს, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ჩათავების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა __ 10 დღე.
პროფილაქტიკის მიზნით გინილაკი ინიშნება მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევრიდან 5-10 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური მგრძნობელობა ჟელატინის კაფსულებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენება:
საშოს ლორწოვანი გარსის გავრცელებული, მწვავე ანთებითი (ჩირქოვანი) და ეროზიული დაზიანება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
გინილაკი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

ჰიპერდოზირება:
არ არის გამოვლენილი.

ორსულობა და ლაქტაცია:
შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
გინილაკის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.

შეფუთვა:
5 კაფსულა პოლიეთილენის ფლაკონში.

შენახვის პირობები:

ინახება მაცივარში (2-10)ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა :

3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

მწარმოებელი და მისი მიამართი:
“ფარმასაიენს ინკ.” (კანადა);
6111 როიალმაუნთ ავენიუ 100, მონრეალი, კვებეკი H4P 2T4, კანადა;
და შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო);
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ.14.

მსგავსი პროდუქტები