აფომილი 10მლ თვ/წვეთები

68959
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფისხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები ჯენერიკიVaccine myrtille,Ginkgo biloba,Matricar. გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

აფომილი

AFOMILL®

შემადგენლობა:

თვალის სტერილური წვეთები, რომელიც შეიცავს მოცვის, გინკგო ბილობას და გვირილას ექსტრაქტს.

ხსნარის PH არის 7.2

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მოცვი - შეიცავს PP, B1, B2, C, E ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ეთერზეთებს და მთრიმლავ ნივთიერებებს. უძლიერესი ანტიოქსიდანტია. აუმჯობესებს უჯრედული მემბრანების სტრუქტურას, ხელს უშლის კოლაგენის დაშლას და ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აძლიერებს ბადურასადმი სისხლის მიწოდებას, აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში. აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ქსოვილების რეგენერაციას.

გინკგო ბილობა - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, მათ შორის ფლავონოიდური გლიკოზიდებით მდიდარი მცენარეა. გინკგო ბილობას გააჩნია ვაზოდილატაციური ეფექტი არტერიებზე. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ბადურაში, ააქტიურებს ენერგეტიკულ ცვლას, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას.

გვირილა - გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო   და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება; ხსნის კონიუნქტივას შეშუპებასა და სიწითლეს.

ჩვებნებები:

  • დიაბეტური რეტინოპათია
  • სიბნელეში ხედვის დაქვეითება
  • ბაქტერიული და ალერგიული კონიუნქტივიტები
  • ,,კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომი”(თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივას) სიწითლე; თვალებში წვის, სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება; ტკივილი თვალბუდისა და შუბლის არეში; ტკივილი თვალის მოძრაობის დროს; მხედველობის სიმახვილის დაქვეითება; აკომოდაციის დარღვევა; მხედველობის გაოება; კითხვის დროს თვალების სწრაფი დაღლა)
  • რეფრაქციული ოპერაცის შემდეგ

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ

სპეციალური სიფრთხილის ზომები:

 

  • პროდუქტი არის სტერილური ფლაკონის გახსნამდე
  • დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით მოვერიდოთ საწვეთურის კონტაქტს თვალის ზედაპირთან ან სხვა საგნებთან
  • გამოყენების შემდეგ მჭიდროდ მოვარგოთ თავსახური
  • არ გამოვიყენოთ გახსნიდან 30 დღის შემდეგ
  • გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ პროდუქტი არ არის დაზიანებული
  • არ გამოიყენოთ ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
  • შეინახეთ 4⁰c დან და 25⁰c შორის
  • პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის
  • შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას

 

გვერდითი ეფექტები

აფომილის გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

დოზირება:

1-2 წვეთი 2-3 ჯერ დღეში თვალში ჩასაწვეთებლად.

გამოშვების ფორმა:

10 მლ თვალის წვეთები.

მწარმოებელი:   AEFFE FARMACEUTICI Srl, Via Torino, Italy