ნერმო პლუსი #30კაფს

15072
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები ჯენერიკიGlucosamin+Chondroitine+Vit.C,E+Mn Sulf გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ნერმო პლუსი
(NERMO PLUS)



ზოგადი დახასიათება:

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:  გლუკოზამინი; ქონდროიტინის სულფატი; ტოკოფეროლი;  ასკორბინის მჟავა;  მანგანუმის სულფატი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გაუმჭვირვალე ლურჯი / წითელი ფერის, მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ან მოთეთრო ფერის გრანულირებული ფხვნილით.

შემადგენლობა:   
1 კაფსულა შეიცავს:
გლუკოზამინის სულფატის ნატრიუმის ქლორიდს _ 250 მგ;
ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატს _ 200 მგ;
ვიტამინ E-ს  (ტოკოფეროლის აცეტატი) _ 4 მგ;
ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა) _ 25 მგ;
მანგანუმის სულფატს, 10 მგ მანგანუმის ეკვივალენტურს. 
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.
                                              
გამოშვების ფორმა:
კაფსულები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი საშუალება. M09AX.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გლუკოზამინის სულფატი:
იგი მიეკუთვნება ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედ პრეპარატებს.
გლუკოზამინის სულფატი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად  არსებულ,  დაბალი მოლეკულური მასის გლუკოზამინის ამინომონოსაქარიდის ბუნებრივ მარილს,  რომელიც გაწმენდილია მაკრომოლეკულური კომპონენტებისაგან. იგი ავსებს გლუკოზამინის ენდოგენურ დეფიციტს, ასევე ასტიმულირებს პროტეოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავას სინთეზს სინოვიალურ სითხეში და ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას ხრტილოვან ქსოვილში. გლუკოზამინის სულფატი სახსრების ხრტილისა და სინოვიალური მემბრანების უჯრედებში აღადგენს ფერმენტულ პროცესებს.
გლუკოზამინის სულფატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მაკროფაგების მიერ სუპეროქსიდული რადიკალების წარმოქმნის ბლოკირებით და ლიზოსომური ფერმენტების ინჰიბირებით.
ქონდროიტინგოგირდმჟავას სინთეზის პროცესში პრეპარატი ხელს უწყობს გოგირდის ფიქსაციასა და კალციუმის ნორმალურ დეპონირებას ძვლოვან ქსოვილში.
პრეპარატი ანელებს და/ან აჩერებს სახსრებში დეგენერაციული პროცესების პროგრესირებას, რაც იწვევს  სახსრების ფუნქციის აღდგენასა  და ტკივილის სინდრომის კუპირებას.
სულფატები ასევე მონაწილეობენ გლიკოზამინოგლიკანების სინთეზისა და ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის პროცესებში.
ქონდროიტინის სულფატი:
იგი მოქმედებს ჰიალინური ხრტილის ცვლის პროცესებზე, ამცირებს სახსრების ხრტილოვან ქსოვილში დეგენერაციულ ცვლილებებს და ასტიმულირებს გლუკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზს. პრეპარატით მკურნალობის პროცესში მცირდება არასტეროიდულ ანთების საწინაარმდეგო საშუალებებზე მოთხოვნილება.
გლუკოზამინისა და ქონდროიტინის კომბინაცია აძლიერებს ერთმანეთის მოქმედების ეფექტს, რაც დოზის 2-ჯერ შემცირების და კლინიკური ეფექტის სწრაფად გამოვლენის საშუალებას იძლევა.
ვიტამინი C აუცილებელია ანთებითი პროცესების დასათრგუნად. იგი აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას და ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით ძალებს.
ვიტამინი E  წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც მონაწილეობს ცილების ბიოსინთეზისა და ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში.
მანგანუმის სულფატი მონაწილეობს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების ფორმირებაში.
მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ აღინიშნება კლინიკური სიმპტომების შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა:
გლუკოზამინის სულფატი:
პერორალურად მიღების შემდეგ გლუკოზამინის სულფატი სწრაფად და სრულად შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მისი აბსორბციის ხარისხი შეადგენს 90%-ს.
გლუკოზამინის სულფატი ადვილად გადის ბიოლოგიურ ბარიერს  და ნაწილდება სახსრების ხრტილოვან ქსოვილებში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 25%-ს, ნახევარგამოყოფის პერიოდი _ 68 სთ-ს.
ქონდროიტინის სულფატი:
პერორალური მიღებისას ქონდროიტინის სულფატი სწრაფად  აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 3-4 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატის დაგროვება ძირითადად ხდება სახსრების სინოვიალურ სითხეში. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 13%-ს. გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით.
პერორალური მიღებისას ვიტამინი C სწრაფად  აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა დაახლოებით 2-3 სთ-ის განმავლობაში. იგი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
პერორალური მიღებისას ვიტამინი E  აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.
პერორალური მიღებისას მანგანუმის სულფატის აბსორბცია მერყეობს 3%-დან  50%-მდე.

ჩვენება:
- სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები (ოსტეოართროზები, ართროპათიები);
- სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტები (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის სახსრები, ხერხემალი და სხვა);
- მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
- სპონდილოზი.

მიღების წესი და დოზირება:
ნერმო პლუსი 55 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებში ინიშნება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 55 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებში _ 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
პრეპრატის მიღებისას გვერდითი ეფექტები გამოხატულია სუსტად ან ზომიერად და აქვთ გარდამავალი ხასიათი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში _ მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება;
ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში კანის ჰიპერემია, ქავილი, ერითემა, ურტიკარია, დერმატიტი.

უკუჩვენება:
გლუკოზამინის სულფატის და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
გლუკოზამინის სულფატი შეთავსებადია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და გლუკოკორტიკოიდულ საშუალებებთან. იგი აძლიერებს ტეტრაციკლინების აბსორბციას და აქვეითებს პენიცილინისა და ქლორამფენიკოლის შეწოვას.  
ვიტამინ C –სა და ვიტამინ B12-ის მიღებათა შორის აუცილებელია 2 სთ-იანი ინტერვალი, ვინაიდან ეს უკანასკნელი  იშლება ვიტამინ C-ს ზეგავლენით.

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა  და ლაქტაციის პერიოდში ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით და ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებში.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ ჩატარებულა.
პრეპარატი ზემოქმედებას არ ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 კაფსულა ალუმინის სტრიპში, 3 სტრიპი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა  და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა :
1.5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

მსგავსი პროდუქტები