ლინკასი #16ტ თაფლ/ლიმონით

30107
მარაგშია
7.06 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიHyssopus,Glycyrrhiza,Piper,Viola,Adhatod გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
7.06 


ლინკასი® პასტილები

სამკურნალო ფორმა:
პასტილები (პიტნის, ფორთოხლის და თაფლიანი-ლიმონის).

შემადგენლობა:
კომპლექსური აიურვედული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაში შედის შემდეგი ექსტრაქტები და შემავსებლები თითოეულ პასტილზე:
ყოველი პასტილი შეიცავს ექსტრაქტებს: Aდჰატოდა Vასიცა 30.0მგ, Gლყცყრრჰიზა გლაბრა 7.0 მგ, გრძელი წიწაკა 6.0მგ, Vიოლა ოდორატა - 2.0მგ, Hყსსოპუს ოფფიცინალის 3.0 მგ, Aლპინია გალანგა 3.0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:
პიტნის გემოთი: მენთოლი 4.0მგ, შაქარი 1570.0მგ, თხევადი გლუკოზა 850.0მგ, ევკალიპტის ზეთი 3.0 მგ, მწარე პიტნის ზეთი 2.0მგ, ტალკი 12.0მგ, მყარი პარაფინი 1.0მგ, ყვითელი ფუტკრის ცვილი 1.0მგ, ლანოლინი 1.0მგ, რბილი თეთრი პარაფინი 0.6მგ, თხევადი პარაფინი 4.4მგ.

თაფლიანი-ლიმონის გემოთი: მენთოლი 4.0 მგ, შაქარი 1540.0მგ, თხევადი გლუკოზა 850.0მგ, ევკალიპტის ზეთი 3.0 მგ, უწყლო ლიმონმჟავა 32.0მგ, თაფლიანი-ლიმონის არომატიზატორი 0.0213მგ, ტალკი 12.0მგ, მკვრივი პარაფინი 1.0მგ, ყვითელი ფუტკრის ცვილი 1.0მგ, ლანოლინი 1.0მგ, თეთრი რბილი პარაფინი 0.6მგ, თხევადი პარაფინი 4.4მგ.

ფორთოხლის გემოთი: მენთოლი 4.0მგ, შაქარი 1540.0მგ, თხევადი გლუკოზა 850.0მგ, ევკალიპტის ზეთი 3.0მგ, უწყლო ლიმონმჟავა 32.0მგ, ფორთოხლის არომატიზატორი 0.0213მგ, ტალკი 12.0მგ, მკვრივი პარაფინი 1.0მგ, ყვითელი ფუტკრის ცვილი 1.0მგ, ლანოლინი 1.0მგ, რბილი თეთრი პარაფინი 0.6მგ, თხევადი პარაფინი 4.4მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
სამკურნალო მცენარეულ ნედლეულს, რომელიც შედის პრეპარატის შემადენლობაში გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და მუკოლიზური თვისებები.

გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება სიმპტომური თერაპიული საშუალების სახით სასუნთქი გზების დაავადებებისას, რომელსაც თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი.

გამოყენების წესი და დოზები:
ერთი პასტილი გაწუწნეთ დაუყონებლივ სრულ გადნობამდე ყოველ ორ-სამ საათში. მაქსიმალური დღიური დოზა: 8 პასტილი.

უკუჩვენებები:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედებები:
მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:
პასტილები შეიცავს საქაროზას, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.

გამოშვების ფორმა:
მუყაოს კოლოფი შეიცავს 2 ბლისტერულ შეფუთვას 8 პასტილით.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისაგან.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
ჰერბიონი
ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედ
37/A-3 ლანდჰის საწარმოო ზონა,
კარაჩი, პაკისტანი