დორიტრიცინი ტყის კენკრ#20ტ საწ

84258
-28%
მარაგშია
30.95 
22.13 
დანაზოგი: 8.82 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიTyrothricin+Benzalkonium ch.+Benzocaine გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
30.95 
22.13 
დანაზოგი: 8.82 ₾ (28%)

დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა 

0.5 მგ/1.0 მგ/1.5 მგ საწუწნი ტაბლეტები

 

აქტიური ნივთიერებები: თიროთრიცინი/ბენზალკონიუმის ქლორიდი/ბენზოკაინი

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.

·  საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
·  დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროაფარმაცევტთან მიმართვა.
·  ნებისმიერი გვერდითი მოვლენის, მათ შორის, ისეთი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იხ. პარაგრაფი 4.
·  თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება 2 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

1.  რას წარმოადგენს დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა და მათი გამოყენება

2.  რა უნდა იცოდეს პაციენტმა დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრა მიღებამდე

3.  დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრა მიღების წესი

4.  შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.  დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრა შენახვის წესი

6.  შეფუთვა და დამატებითი ინფორმაცია

1.  რას წარმოადგენს დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა და მათი გამოყენება

დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა  წარმოადგენს პირის ღრუსა და ყელის სამკურნალო საშუალებას.

ჩვენება

პირის ღრუსა და ყელის ინფექციების მკურნალობა, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება.

2.  რა უნდა იცოდეს პაციენტმა დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრა მიღებამდე

დაუშვებელია დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრა მიღება

·  თუ პაციენტი ალერგიულია თიროთრიცინის, ბენზალკონიუმის ქლორიდის, ბენზოკაინის ან დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრა რომელიმე ინგერდიენტის მიმართ, ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ყელის მძიმე ინფექციების ან ყელის ტკივილის დროს, რომელსაც თან ახლავს მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებით ჩირქოვანი ტონზილიტის დროს, რომელსაც თან ახლავს ცხელება, მკურნალი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა დამატებით ანტიბიოტიკების მიღება დორითრიცინი® ყელის ტაბლეტებთან ტყის კენკრასთან ერთად.

პირის ან ყელის ღია ჭრილობების დროს დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა არ უნდა იქნას გამოყენებული.

პაციენებს, რომლებსაც აღენიშნებათ კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციებისადმი (კონტაქტური ალერგიული დერმატიტისადმი) მიდრეკილება, არ უნდა მიიღონ დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების ალბათობის გამო.

ბავშვები

რადგან ახალშობილებსა და ჩვილებში საწუწნი ტაბლეტების მიღება შეუძლებელია, დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა არ არის რეკომენდებული ახალშობილებისა და 24 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის.

ბავშვებისათვის ამ პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათ უკვე ექნებათ საწუწნი ტაბლეტების მიღების უნარი.

დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა და სხვა მედიკამენტები

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

დანიშნულების მიხედვით პრეპარატის გამოყენებისას არ აღინიშნა რაიმე ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

არ აღინიშნა დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრის რაიმე საზიანო გავლენა. მიუხედავად ამისა, მისი გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს უნდა მოხდეს სიფრთხილით მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შემდეგ.

დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა შეიცავს სორბიტოლს

დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების  ტყის კენკრის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ.

პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზის იშვიათი მემკვიდრული აუტანლობა, არ უნდა მიიღონ დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები ტყის კენკრა.

შენიშვნა დიაბეტით დაავადებულებისათვის

1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 0.86 გ სორბიტოლს (0.22 გ ფრუქტოზას), რომელიც შეესაბამება დაახლოებით 0.07 პურის ერთეულს (პე). სორბიტოლს გააჩნია მცირე ლაქსატიური ეფექტი.

3. დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრა მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან, ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზები

დღეში რამდენჯერმე, ყოველ 2-3 საათში, 1-2 საწუწნი ტაბლეტი ნელა უნდა გადნეს პირის ღღუში.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან კიდევ ერთი დღის განმავლობაში.

დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრა დოზის გადაჭარებისას

დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას არ აღნიშნულა დორითრიცინი® ყელის ტაბლეტებით ტყის კენკრა ინტოქსიკაციის შემთხვევები.

დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება მოიმატოს მეთჰემოგლობინის დონემ. ამ უკანასკნელის სიმპტომები შეიძლება იყოს სუნთქვის უკმარისობა და ტუჩებისა და თითების ციანოზი.

დოზის გადაჭარბების შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა ამის შესახებ უნდა შეატყობინოს ექიმს.

დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლისა და გააქტივებული ნახშირის მიღება. ასევე, ექიმის მიერ რეკომენდებული სათანადო ზომების მიღებაა საჭიროა მეთჰემოგლობინემიის წინააღმდეგ.

დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრა დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვებისას, დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება.

გახსენებისთანავე მიღებულ უნდა იქნას 1 დორითრიცინი® ყელის ტაბლეტი ტყის კენკრა და შემდეგ უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით.

4.  შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, განსაკუთრებით ბენზოკაინის დაშლის პროდუქტის (ამინობენზომჟავის ეთერის) მიმართ.

გარეგანი გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვებში და განსაკუთრებით დიდი ზომის ჭრილობებზე დატანისას, სისხლში შეიძლება მოიმატოს მეთჰემოგლობინის დონემ. მისი შესაძლო ნიშნებია სუნთქვის უკმარისობა და ტუჩებისა და თითების ციანოზი.

სიხშირე უცნობია:

მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები ბენზოკაინის მსგავს ნივთიერებებზე, როგორიცაა: პენიცილინი, სულფონამიდები, მზის დამცავი კოსმეტიკური საშუალებები, p-ამინოსალიცილის მჟავა (პარაჯგუფური სენსიბილიზაცია).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია წამლის გვერდითი ეფექტების შეტყობინების ფორმის საშუალებით (www.bfarm.de).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5.  დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრა შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადისგასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6.  შეფუთვა და დამატებითი  ინფორმაცია

დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრა შეიცავს

·  აქტიური ნივთიერებებია:

1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:

თიროთრიცინი 0.5 მგ

ბენზალკონიუმის ქლორიდი 1.0 მგ

ბენზოკაინი 1.5 მგ

·  სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (Ph.Eur), ტალკი, საქაროზის სტეარატი ტიპი III, ნატრიუმის საქარინი 2H20, არომატი, პოვიდონი (K25), ნატრიუმის კარმელოზა (Ph.Eur)

დორითრიცინი® ყელის ტაბლეტების ტყის კენკრა ფორმა და შეფუთვა

ვარდისფერი, მრგვალი ტაბლეტები.

შეფუთვაში მოთავსებულია 20 ან 40 საწუწნი ტაბლეტი.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

MEDICE Pharma GmbH & Co. KG

Kuhloweg 37, 58638 Iserlohn

Telephone: +49 (0) 2371 937-111

Fax: +49 (0) 2371 937-329

E-Mail: [email protected]

მედიცე ფარმა გმბჰ და კო.კგ

კულოვეგ 37, 58638 იზერლონი

ტელ.: +49(0)2371 937-111

ფაქსი: +49(0) 2371937-329

ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი და დისტრიბუტორი

MEDICE Pharmaceuticals Pütter GmbH & Co. KG

Kuhloweg 37, 58638 Iserlohn

Telephone: +49 (0) 2371 937-0

Fax: +49 (0) 2371 937-106

E-Mail: [email protected]

www.medice.de

მედიცე ფარმაცეუტიკალს ფიუთერ გმბჰ და კო.კგ

კულოვეგ 37, 58638 იზერლონი

ტელ.: +49(0)2371 937-0

ფაქსი: +49(0) 2371937-106

ელ-ფოსტა:  [email protected]

www.medice.de

მსგავსი პროდუქტები