ნოზოსეპტი 250დოზა 25მლ სპრეი

80614
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტისეპტიური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიAg.nanocoloide+Extr.irish algae+D-panthe გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ნოზოსეპტი ( Lamyra )

გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი. შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ. გამოყენებამდე რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

ოტოლარინგოლოგიული საშუალება ცხვირის ღრუს ანთებითი-ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა; ნოზალური სპრეი, პომპის დოზატორის მოწყობილობითა და საცობით, ფლაკონი მოცულობით 25 მლ. (250 დოზა).

შემადგენლობა: გაწმენდილი წყალი, ვერცხლის ნანოკოლოიდი, ირლანდიური წყალმცენარეების ექსტრაქტი, დ-პანთენოლი, კალიუმის, ნატრიუმისა და კალციუმის მინერალური მარილები, გლიცერინი,  ნატრიუმის ბენზოატი, სორბიტოლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ბაქტერიოციდული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, დამატენიანებელი, დამცავი, რეგენერაციული, გამწმენდი, დამარბილებელი, მკვებავი თვისებები.

ამის წყალობით პათოგენური მიკროორგანიზმები კვდებიან რამდენიმე წუთის განმავლობაში. მეცნიერულ კვლევებში არ იქნა აღმოჩენილი ვერცხლის მოქმედების მიმართ მდგრადი ბაქტერიების შტამების განვითარება.

დ-პანთენოლი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებენ მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას; ახდენენ ანთების საწინააღმდეგო, გამწმენდ, მასტიმულირებელ, აღმდგენით მოქმედებას ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე.

გლიცერინი-აძლიერებს დანარჩენი კომპონენტების დამატენიანებელ და რეგენერაციულ მოქმედებას.

ალერგიული რინიტების დროს პრეპარატი ხელს უწყობს ალერგენების ჩამორეცხვასა და მოშორებას ცხვირის ლორწოვანიდან,  ადგილობრივი ანთებითი პროცესის შემცირებას.

ნოზოსეპტი გამოიყენება:

  • სხვადასხვა წარმოშობის რინიტების (ბაქტერიული, ატროფიული, ალერგიული) სამკურნალოდ;
  • მწვავე და ქრონიკული ადენოიდიტის დროს;
  • მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის და სხვა ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს რინიტი (მათ შორის: ატროფიული და ალერგიული), სინუსიტი, რინოსინუსიტი;
  • პროფილაქტიკა-ცხვირის ინფექციების დროს, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში;
  • ცხვირის ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მთლიანობის პროფილაქტიკა ადამიანებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ და/ან მუშაობენ ცენტრალური გათბობით, კონდიციონერით აღჭურვილ სათავსებში, ცხოვრობენ მკაცრ კლიმატურ პირობებში (ჰაერის ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურის პირობებში), პირებს, რომელთა ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი ექვემდებარება მუდმივ დაბინძურებას (მწეველები, მუშები ცხელი საამქროების, დამტვერიანების პირობებში, ავტოტრანსპორტის მძღოლები);
  • სიმშრალის, წვის, ცხვირის ლორწოვან გარსზე ქერქის წარმოშობისას, მათი წარმოშობის მიზეზის მიუხედავად  .

გამოყენების წესი - ადგილობრივად, ინტრანაზალურად.

პირველი გამოყენების წინ აუცილებელია დოზატორზე რამოდენიმეჯერ დაჭერა, იმისთვის რომ დოზატორი შეივსოს პრეპარატით.

შესაძლებელია გამოყენება:

მოზრდილებში  და 3 წელზე მეტი ბავშვებში, ხსნარი იფრქვევა ფლაკონის ვერტიკალურ მდგომარეობის პოზიციაში, გამაფრქვეველ სარქველზე თითო ცხვირის ნესტოში ორჯერ დაჭერის გზით დღეში 3-4 ჯერ, საჭიროების შემთხვევაში - უფრო ხშირად.

3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ანალოგიურად აფრქვევენ თითო ჯერ ცხვირის ნესტოში 3-4 ჯერ დღეში.

ცხვირიდან გამოსული ანთებითი ლორწო და სხვადასხვა უცხო ნაწილაკები უნდა იქნას მოშორებული ხელსაწმენდით ან ბამბის მეშვეობით.

ნოზოსეპტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მოზრდილებსა და ბავშვებში რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე, საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე.

უკუჩვენება: შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. არ შეიძლება გამოყენება პაციენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ ალერგია ვერცხლზე.

განსაკუთრებული მითითებები პრეპარატი ნოზოსეპტის გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იწვევს გართულებებსა და დამოკიდებულებას.

პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას კუჭის წყლულის, შაქრიანი დიაბეტის, ორსულობის დროს. პრეპარატი არ ახდენს უარყოფით გავლენას ავტომობილის მართვაზე და მექანიკური მოწყობილობების მომსახურებაზე. გამაფრქვევლის დაბინძურებისას მოხსენით ის, გამორეცხეთ და მოასხით მდუღარე წყალი. ნოზოსეპტის გაფრქვევა (ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას) არ იწვევს წნევის აწევას ცხვირის ღრუში; ერთი დოზა შეადგენს 0,1 მლ.

გვერდითი ეფექტები: გვერდითი ეფექტები არ იქნა გამოვლენილი ინსტრუქციის შესაბამისად პრეპარატის გამოყენებისას.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი. ვარგისიანობის ვადა მითითებულია პირველად და მეორად შეფუთვაზე. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ ადგილში. შეინახეთ ბავშვებისათვის ძნელად მიღწევად ადგილში.

აფთიაქებიდან გაშვების პირობები რეცეპტის გარეშე.

Lamyra LLP, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი Arkona Trade and Science Sp.J, პოლონეთი