ალერჯონი 0.25მგ/მლ 10მლ თვ/წვ

76397
-32%
მარაგშია
24.84 
16.93 
დანაზოგი: 7.91 ₾ (32%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი გამოყენების სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატები ჯენერიკიOxymetazoline გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
24.84 
16.93 
დანაზოგი: 7.91 ₾ (32%)

ალერჯონი 0.25მგ/მლთვალის წვეთები, ხსნარი

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე წაიკითხეთ მოცემული ფურცელი-ჩანართი

- შეინახეთ ფურცელი ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

- სერიოზული გევრდითი მოვლენის განვითარებისას ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებას, რომელიც არ არ მითითებული მოცემულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 - აცნობთ ექიმს თუ უკეთ არ გრძნობთ თავს ან გაუარესდა თქვენი მდგომარეობა.

რა არის მოცემულ ფურცელ-ჩანართში:

1. რა არის ალერჯონი და რისთვის გამოიყენება ის

2. ვიდრე გამოიყენებდეთ ალერჯონს

3. ალერჯონის გამოყენების წესი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. ალერჯონის შენახვის პირობები

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ალერჯონი და რისთვის გამოიყენებაის

ალერჯონი არის თვალის პრეპარატი, წარმოდგენილი თვალის წვეთის, ხსნარის ფორმით, რომლის აქტიური ნივთიერებაა ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.25მგ/მლ კონცენტრაციით. ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი არის სიმპათომიმეტური პრეპარატი ძლიერი დეკონგესტანტური მოქმედებით. ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი მოქმედებს ალფა-ადრენერგიულ რეცეპტორებზე კონიუნქტივალურ არტერიოლებში, რომელიც წარმოქმნის ვაზოკონსტრიქციას და იწვევს კონიუნქტივალური შეგუბების შემცირებას.

ალერჯონი ინიშნება თვალის კონიუნქტივის გაღიზიანების სიმპტომურ მკურნალობაში.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეტვს მოცემული პრეპარატის მიღებამდე. ალერჯონის გამოყენება დაუშვებელია ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევები მიუთითებს, რომ მოცემული პრეპარატი არ ახდენს გავლენას გუგის ზომაზე და მხედველობის სიმკვეთრის ახლო წერტილის რეცესიაზე, მოცემული პრეპარატის გამოყენებიდან ერთი საათის მანძილზე მოერიდეთ ავტომობილის ან მექანიზმების მართვას.

ალერჯონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც

- შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება

- მოარიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს

- აუფერულებს რბილ კონტაქტურ ლინზებს

3. ალერჯონის გამოყენების წესი

მოცემული პრეპარატი გამოიყენეთ ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზირება - მოზრდილები: რეკომენდებული დოზაა 1-2 წვეთი თვალში, 4-ჯერ დღეში.

დოზირება ბავშვებში: არ გამოიყენოთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში 6 წელზე ზემოთ ასაკიდან რეკომენდებული დოზა მოზრდილების დოზის მსგავსია, 1-2 წვეთი 4-ჯერ დღეში.

დოზირება ხანდაზმულებში: ალერჯონის გამოყენება შეიძლება ხანდაზმულებში.

რეკომენდებულია სიფრთხილე თუ:

-გაქვთ სტენოკარდია (გულმკერდის ტკივილი გულისთვის სისხლის მიწოდების პრობლემების გამო), არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), ათეროსკლეროზი (მდგომარეობა როდესაც სისხლის არტერიები ვიწროვდება ცხიმების დაგროვების გამო და ართულებს სისხლის მიმოქცევას), დიაბეტი (სისხლში შაქარის მაღალი დონე), ჰიპერთირეოზი (ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი).

-არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე და კოლოფზე exp-თან მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

-არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ შენიშნავთ რომ თვალის წვეთები შემღვრეულია. არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება, მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ალერჯონი:

- აქტიური ნივთიერებაა ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი

- დამხმარე ნივთიერებებია: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორიდის მჟავა (pH კროექციისთვის) და მაღალგასუფთავებული წყალი.

ალერჯონის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ალერჯონი წარმოდგენილია თვალის წვეთების, ხსნარის ფორმით. იგი არის სუფთა, უფერო ხსნარი მოცემული დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიან ბოთლში, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით, რომელიც შეიცავს 10მლ ხნსარს. საბაზრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა. ავ. 25 დე აბრილ, 6-6A

2795-195 ლინდა-ა-ველა

პროტუგალია

მოცემული ფურცელი-ჩანართი ბოლოს შემოწმდა 2011 წლის ოქტომბერში

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ერთად ყიდულობენ