ალბუციდი 30% 10მლ #1ფლ

17
მარაგშია
2.28 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფისულფანილამიდები ჯენერიკიSulfacetamidum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
2.28 

საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება: SULFACETAMIDE

მოქმედი ნივთიერება: სულფაცეტამიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება, სულფანილამიდი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 30%
ნატრიუმის სულფაცეტამიდი ...................  300 მგ/მლ;
აღწერილობა: უფერო ან მოყვითალო შეფერილობის გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი აინჰიბირებს დიჰიდროფოლიუმის მჟავას სინთეზს ფტერიდინის ამინობენზოინის მჟავასთან შეერთების დათრგუნვის გზით dihydropteroate synthetase ფერმენტის კონკურენტული ინჰიბირებით. პრეპარატი ეფექტურია სტრეპტოკოკური, გონოკოკური, პნევმოკოკური და კოლიბაცილური ინფექციების დროს.

ფარმაკოდინამიკა:

სულფანილამიდს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი, იგი ბაქტერიოსტატიკია. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ПАБК-სთან კონკურენტულ ანტაგონიზმთან და დიჰიდროფტეროატსინთეტაზას კონკურენტულ დათრგუნვასთან, რაც იწვევს ტეტრაჰიდროფოლიუმის ჯავას სინთეზის დარღვევას, რომელიც აუცილებელია პურინებისა და პირიმიდინების სინთეზისათვის. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკების, ნაწლავური ჩხირის, ასევე ქლამიდიების, აქტიმინომიცეტებისა და სხვ. მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივი გამოყენებისას აღწევს ქსოვილებში და თვალის სითხეებში. შეუძლია სისხლის სისტემურ დინებაში შეღწევა ანთებითი კონიუნქტივიდან, მაგრამ პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობის გამო სისტემური ეფექტი არ აღინიშნება..

გამოყენების ჩვენებები:
კონიუნქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას გარსის ჩირქოვანი წყლულები და სხვ.

თვალების ინფექციური დაავადებები, გამოწვეული სულფანილამიდების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით; ტრაქომის კომპლექსური მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები:
ინსტილაციები თავიდან 1-2 წვეთი ყოველ 2-3 საათში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. ტრაქომის დროს – ინსტალაციები 2 წვეთი ყოველ 2 საათში.
უკუჩვენებები:
ტოქსიკო-ალერგიული რეაქციები სულფანილამიდებზე.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ჩვენებების მიხედვით.
გვერდითი მოქმედება:
ადგილობრივი გაღიზიანება, წვა, არასპეციფიური კონიუნქტივიტი, კონიუნქტივალური ჰიპერემია.
ჭარბი დოზა:
პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს ინტერვალი თვალის წვეთების გამოყენებათა შორის ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:
ნოვოკაინთან და დიკაინთან ერთად გამოყენების დროს მცირდება პრეპარატის ბაქტერიოსტატული ეფექტი. ვერცხლის მარილებთან ერთად მისი გამოყენებისას აღინიშნება ნატრიუმის სულფაცილის შეუთავსებლობა.
განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტებში ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობით ფუროსემიდის, თიაზიდური დიურეზულების, სულფონილშარდოვანას ან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების მიმართ შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის სულფაცეტამიდის მიმართ.
გაფრთხილებები:
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია: პრეპარატის მიმართ უგრძნობი მიკროორგანიზმების მომატება, სოკოების ჩათვლით; ბაქტერიული მდგრადობის განვითარება.
შენახვა:
ინახება 8-25°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:

პოლიეთილენის 10 მლ ფლაკონ-საწვეთურები.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.