ნუროფენი 100მგ/5მლ150მლ მარწ/ს

76341
-10%
მარაგშია
10.59 
9.55 
დანაზოგი: 1.04 ₾ (10%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიარასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ჯენერიკიIbuprofen გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
10.59 
9.55 
დანაზოგი: 1.04 ₾ (10%)

ნუროფენის უსპენზია მარწყვის 150მლ საბავშვო

NUROFEN FOR CHILDREN

საერთაშორისო დასახელება: იბუპროფენი (Ibuprofen).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი 

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებული, პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
100მგ/5მლ სუსპ.100 მლ

1მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს (აქტიური ინგრედიენტი) და დამხმარე ნივთიერებებს: მალტიტოლის სიროფი, წყალი, გლიცერინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინატი, ფორთოხლის არომატიზატორი 2M16014 ან მარწყვის არომატიზატორი 500244E, ქსანტანის შემავსებელი, პოლისორბატი 80, დომიფენის ბრომიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. იბუპროფენის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ტკივილისა და ანთების მედიატორების – პროსტალგანდინების ბიოსინთეზის დათრგუნვით. პრეპარატის მოქმედება გრძელდება 8 საათი.

ჩვენებები
ნუროფენი საბავშვო გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, როგორც სიცხის დამწევი საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, აცრის შემდგომი რეაქციების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება. პრეპარატი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი ან ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: თავისა და კბილის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიების, ყურებისა და ყელის ტკივილის, დაჭიმულობისას და სხვა სახის ტკივილების დროს.
ექიმს შეუძლია ამ პრეპარატის რეკომენდირება სხვა ჩვენებების დროსაც (ამ შემთხვევაში აუცილებელია დოზირებისა და გამოყენების სქემის შესახებ ექიმის რეკომენდაციების შესრულება).

მიღების წესები და დოზები
ნუროფენი საბავშვო – პრეპარატი სპეციალურად განკუთვნილია ბავშვებისათვის. პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
პრეპარატი მიიღება შიგნით.
გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. პრეპარატის დოზის ზუსტი გაზომვისათვის შეფუთვაში თან ახლავს დოზირებული შპრიცი 5 მლ ტევადობით.
5 მლ პრეპარატი შეიცავს 100 მგ იბუპროფენს.

დოზირებული შპრიცის გამოყენება
1. შპრიცი ბოლომდე უნდა ჩავიდეს ფლაკონის ყელში;
2. სუსპენზია კარგად უნდა შეინჯღრეს;
3. ფლაკონი უნდა ამობრუნდეს ფსკერით ზევით და შემდეგ შპრიცი ნელ-ნელა უნდა შეივსოს სუსპენზიით საჭირო ნიშნულამდე;
4. ფლაკონი უნდა დაბრუნდეს საწყის მდგომარეობაში და შპრიცი ამოიღება ფრთხილი შემოტრიალებით;
5. შპრიცი უნდა მოთავსდეს ბავშვის პირის ღრუში და მოხდეს სუსპენზიის ნელა გაშვება შპრიციდან.
გამოყენების შემდეგ შპრიცი კარგად უნდა გაირეცხოს თბილი წყლით და გაშრეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ცხელება და ტკივილი

ბავშვებისათვის დოზირება დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და სხეულის წონაზე. ერთჯერადი დოზა შეადგენს 5-10 მგ/კგ-ზე ბავშვის სხეულის წონის მიხედვით, მიიღება 3-4-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ/კგ-ს ბავშვის სხეულის წონაზე  გაანგარიშებით.

  • 3-6 თვის ბავშვები: (ბავშვის წონა 5 კგ-ზე მეტია) 2.5 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 150 მგ დღეში.
  • 6-12 თვის ბავშვები: (ბავშვის საშუალო წონა 6-10 კგ) 2.5 მლ 3-4-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 200 მგ დღეში.
  • 1-3 წლის ბავშვები: (ბავშვის საშუალო წონა 10-15 კგ) 5.0 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 300 მგ დღეში.
  • 4-6 წლის ბავშვები:(ბავშვის საშუალო წონა 15-20 კგ) 7.5 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 450 მგ დღეში.
  • 7-9 წლის ბავშვები (ბავშვის საშუალო წონა 21-29 კგ) 10 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 600 მგ დღეში.
  • 10-12 წლის ბავშვები: (ბავშვის საშუალო წონა 30-40 კგ) 15 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 900 მგ დღეში.

მითითებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.

იმუნიზაციის შემდგომი ცხელება

1 წლამდე მიიღება 2.5 მლ, 1წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ ერთი 2.5 მლ-ზე 6 საათის შემდეგ.
24 საათის განმავლობაში 5-მლ- ზე მეტის მიღება არ შეიძლება.

მკურნალობის ხანგრძლივობა
მიიღება არაუმეტეს 3 დღისა, როგორც სიცხის დამწევი.
არაუმეტეს 5 დღისა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი.
ცხელების შენარჩუნების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება, მაგრამ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარება:
უჭ-ნაწლავისტრაქტისმხრივ: ღებინება, გულისრევა, დისკომფორტის შეგრძნება, ან ტკივილები ეპიგასტრიუმში, დიარეის ეფექტი, შესაძლებელია ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების, სისხლდენების განვითარება.
ალერგიულირეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქული ასთმის გამწვავება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი, ცხელება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელას სინდრომი).
ნერვულისისტემისმხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება, უძილობა.
გულ-სისხლძარღვთასისტემისმხრივ: ტაქიკარდია, მომატებული არტერიული წნევა.
სისხლმბადიორგანოებისმხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.
საშარდესისტემისმხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ცისტიტი.

ჩამოთვლილი და სხვა გვერდითი ეფექტების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენება
საბავშვო ნუროფენის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შეთხვევებში:
– იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-ების, ასევე პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
– ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, რინიტი, რომლებიც პროვოცირებულია აცეტილსალიცილის მჟავას (სალიცილატების) ან სხვა ასას-ის მიღებით;
– ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება;
– სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
– ნაწლავების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები;
–  სისხლის დაავადებები: ჰიპოკოაგულაცია, ლეიკოპენია, ჰემოფილია;
 – ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა;
 – სმენის დაქვეითება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენება შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში, იგი არ შეიცავს შაქარს და საღებავებს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის პრობლემები ძალიან იშვიათად წარმოიქმნება, მაგრამ თუ შემთხვევით ჭარბი დოზის მიღება მოხდა, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზის სიმპტომები: მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, შუილი ყურებში, მეტაბოლური აციდოზი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, ტაქიკარდია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მიღებიდან მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში), გააქტივებული ნახშირი, ფორსირებული დიურეზი, სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანტიკოაგულანტებთან ერთად პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების გაძლიერება. ნუროფენი საბავშვო დიგოქსინთან, ფენიტოინთან, მეტოტრექსატთან, ლითიუმთან ერთად გამოყენებისას ზრდის ამ პრეპარატების კონცენტრაციას სისხლში. პრეპარატის კომბინირება დიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ამცირებს მათ ეფექტურობას.
იგი აძლიერებს მინერალკორტიკოსტეროიდებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების გვერდით ეფექტებს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელიფირმა, ქვეყანა
რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ ინტერნეიშნლ შპს,

დიდი ბრიტანეთი.