ტაუფონი 4% 5მლ #3ფლ

971
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიკატარაქტის დროს ხმარებული პრეპარატები ჯენერიკიTaurinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ტაუფონი
(TAUFONUM)

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდებები:
Taufonum; 2-ამინოეთანსულფონმჟავა;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
: გამჭვირვალე უფერო სითხე;

შემადგენლობა:
ტაურინი - 0.2 გ;
დამხმარე ნივთიერებები: ნიპაგინი, გასუფთავებული წყალი.

გამოშვების ფორმა. თვალის წვეთები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ოფთალმოლოგიაში გამოყენებადი საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. ტაუფონი (ტაურინი) განეკუთვნება ამინომჟავურ პრეპარატებს, რომელიც ასტიმულირებს რეპარაციულ და რეგენერაციულ პროცესებს თვალის ბადურას დისტროფიული ხასიათის დაავადებების, თვალის ქსოვილების ტრავმული დაზიანებების, პათოლოგიური პროცესების დროს, რომლებსაც თან ახლავს ამ ქსოვილების მეტაბოლიზმის მკვეთრი დარღვევა. როგორც გოგირდის შემცველი ამინომჟავა, პრეპარატი ხელს უწყობს უჯრედების მემბრანების ფუნქციების ნორმალიზებას, ენერგეტიკული და ცვლის პროცესების ოპტიმიზაციას, უჯრედების ციტოპლაზმის ელექტროლიზური შემცველობის მუდმივობის შენარჩუნებას, სინაფსური გადაცემის შეკავებას (ნეირომედიატორის როლი).
ფარმაკოკინეტიკა. შესწავლილი არ არის.

გამოყენების ჩვენებები. ტაუფონი ინიშნება მოზრდილებში თვალის ბადურას დისტროფიული დაზიანებების დროს, მემკვიდრეობითი ტაპეტორეტინალური დეგენერაციების ჩათვლით, რქოვანას დისტროფიების დროს, სიბერის, დიაბეტური, ტრავმული და სხივური კატარაქტების დროს, როგორც აღდგენითი პროცესების მასტიმულირებელი საშუალება რქოვანას ტრავმების დროს.

გამოყენების წესი და დოზები. კატარაქტების დროს ტაუფონი ინიშნება ინსტილაციების სახით: 2-3 წვეთი 2-4-ჯერ დღე-ღამეში ყოველდღე 3 თვის განმავლობაში. კურსები ერთთვიანი ინტერვალით მეორდება. ტრავმების დროს გამოიყენება ანალოგიური დოზებით 1 თვის განმავლობაში. ტაპეტორეტინალური დეგენერაციისა და ბადურას სხვა დისტროფიული დაავადებების, რქოვანას გამჭოლი ჭრილობების სამკურნალოდ პრეპარატი შეჰყავთ კონიუნქტივაში: 0.3 მლ 4% ხსნარი დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი მეორდება 6-8 თვის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება. შესაძლოა განვითარდეს ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, რაც ვლინდება ალერგიული რეაქციების სახით.

უკუჩვენებები. ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზა. მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს.

გამოყენების განსაკუთრებულობანი. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ პრეპარატი ეფექტურია როგორც თვალშიდა წნევის დამწევი საშუალება გლაუკომით დაავადებულ ავადმყოფებში.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. ორსულ და მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით პრეპარატი ზრდის თიმოლოლის ჰიპოტენზიურ ეფექტს მათი ერთად გამოყენების შემთხვევაში.

შენახვის პირობები და ვადა. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას ტემპერატურაზე 8-15°C. შენახვის ვადა – 3 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტით.

შეფუთვა. 5 მლ ფლაკონები, კოლოფში N3.

მწარმოებელი. შპს “საცდელი ქარხანა “სსსსც”-ს ფილიალი.
მისამართი. უკრაინა, ქ. ხარკოვი, ვორობიოვის ქ., 8.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები