ნატურავერდე - ბიო დეკორატიული კოსმეტიკა - NATURAVEDRE BIO

NATURAVERDE Bio

ნატურავერდე ბიო 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული დეკორატიული კოსმეტიკაა, რომლის ხარისხიც სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

ნატურავერდე ბიო გამოირჩევა ისეთი უნიკალური ინგრედიენტების შემცველობით, როგორიცაა ბამბუკის ზეთი, მაკადამიის ზეთი, ტკბილი ფორთოხლის ზეთი, არგანის ზეთი, შის ზეთი. გამდიდრებულია A, E, F ვიტამინებით, ომეგა 3-ით, ომეგა 6-ით და სხვა ფასეული ნივთიერებებით.

არ შეიცავს პარაბენებს, სინთეტიკურ საღებავებს, სილიკონს, გლუტენს.

ტესტირებულია ნიკელზე.

ბრენდის მთელი ასორტიმენტი სერტიფიცირებულია CCPB-ს მიერ. ეს სერტიფიკატი ენიჭება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს და პროდუქტის ხარისხსა და უვნებლობაზე მეტყველებს.

გავლილი აქვს დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური ტესტირება.

განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.

ასორტიმენტში შედის:

  • პუდრი;
  • კორექტორი;
  • ტონალური კრემი;
  • ჰაილაითერი;
  • თვალის ჩრდილი;
  • თვალის ფანქარი;
  • წამწამების ტუში;
  • თვალის ლაინერი;
  • წარბის ფანქარი;
  • ტუჩსაცხი;
  • ტუჩის ფანქარი.

დამზადებულია იტალიაში.

ამ კატეგორიაში პროდუქცია არ არის