დიპროსალიკი 30გ მალამო

3627
-29%
მარაგშია
15.54 
11.11 
დანაზოგი: 4.43 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო და სხვა მოქმ. მქონე პრეპ. ჯენერიკიBetamethasonum+Acidum salicylicum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
15.54 
11.11 
დანაზოგი: 4.43 ₾ (29%)
დიპროსალიკი
DIPROSALIC
 
 
საერთაშორისო დასახელება - betamethasone, salicylic acid
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - D07XC01

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - საშუალებები ფსორიაზის მკურნალობისათვის


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ლოსიონი 500 მკგ+20 მგ / 1 მლ: ფლ. 30 მლ
მალამო 500 მკგ+30 მგ/1 გ: ტუბი 30 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
დიპროსალიკი შეიცავს 2 აქტიური ნივთიერების კომბინაციას - ბეტამეტაზონის დიპროპიონატის და სალიცილის მჟავის. ბეტამეტაზონის დიპროპიონატი სინთეზირებული ფტორირებული კორტიკოსტეროიდია. მას გააჩნია ანთების, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება. დიპროსალიკის ლოსიონი და მალამო ავლენენ ამ ეფექტებს სტაბილურად, თუ აპლიკაცია სწარმოებს ორჯერ დღეში. ადგილობრივი გამოყენებისას სალიცილის მჟავას გააჩნია კერატოლიზური, ბაქტერიოსტატული და ფუნგიციდური მოქმედება.

ჩვენებები
დიპროსალიკის გამოყენება ნაჩვენებია ფსორიაზის და თავის თმიანი ნაწილის სებორეის ანთებითი გამოვლინებების შესამცირებლად, სხვა ლოკალიზაციის ფსორიაზული დარღვევების, დერმატოზების დროს, რომელთა გამომწვევები მგრძნობიარენი არიან კორტიკოსტეროიდული თერაპიისადმი.

მიღების წესები და დოზები

დიპროსალიკის გამოყენება რეკომენდებულია ორჯერ დღეში – დილით და საღამოს

გვერდითი მოვლენები

წვა, ქავილი, გაღიზიანება, კანის სიმშრალე, ფოლიკულიტი, აკნეს მსგავსი გამონაყარი ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი

უკუჩვენება

დიპროსალიკის ლოსიონი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის პოტენციური სარგებლობა დედისათვის აღემატება ნაყოფზე მოქმედებით გამოწვეულ მოსალოდნელ რისკს. პრეპარატი გადადის დედის რძეში, ამიტომ ის არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში

განსაკუთრებული მითითებები

თუ დიპროსალოკის ლოსიონის გამოყენების ფონზე განვითარდა გაღიზიანება ან ჰიპერსენსიბილიზაცია, საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა.
პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენება: ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებისადმი, რაც იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზალურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვას. ამავე დროს აღინიშნება კუშინგის სინდრომი, ზრდის შეფერხება, სხეულის მასის დაკლება და ქალასშიდა წნევის მომატება ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს. თირკმელზედას ქერქის უკმარისობა განისაზღვრება კორტიზოლის დაბალი დონით პლაზმაში. კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების დროს, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომლებიც აღინიშნება სისტემური კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენების დროს, მათ შორის თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სუპრესიაც. სალიცილის მჟავის გამოყენება დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე არ არის რეკომენდებული.
დიპროსალიკის ლოსიონის გამოყენებისას არ არის რეკომენდებული ოკლუზიური ნახვევის დადება.
კანის სიმშრალის და გაღიზიანების შემთხვევებში, პრეპარატით მკურნალობა საჭიროა შეწყდეს.
ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს:
კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები. სალიცილის მჟავის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ დერმატიტის განვითარება.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი ხანგრძლივი და დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზალურ- ადრენალური სისტემის დათრგუნვა, რომელიც იწვევს მეორადად თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის უკმარისობას, ჰიპერკორტიციზმს, კუშინგის დაავადების ჩათვლით. ქრონიკული ინტოქსიკაციის შემთხვევაში რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების თანდათანობითი მოხსნა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 2-30ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა - ბელგია
მსგავსი პროდუქტები