ეპიგენ ინტიმი 0.1% 60მლ აეროზ

8597
-29%
მარაგშია
70.00 
49.45 
დანაზოგი: 20.55 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიგარეგანი გამოყენების პრეპარატები ჯენერიკიGlycyrrhizinic acid * გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
70.00 
49.45 
დანაზოგი: 20.55 ₾ (29%)

ეპიგენი ინტიმი / EPIGEN INTIM


  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): glycyrrhizic acid
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: Cheminova Internacional
  • მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა: სპრეი 0.1% 60 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

სპრეის 100 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება - გლიცირიზინის მჟავა 0,1გ 
დამხმარე ნივთიერებები: ვაშლის მჟავა, ფუმარის მჟავა, ასკორბინის მჟავა, ფოლის მჟავა, ტვინ-80, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი.

აღწერილობა
მოყვითალო ფერის ხსნარი დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
გლიცირიზინის მჟავა - ეპიგენის აქტიური ნივთიერება, ეფექტურია ჰერპესის ვირუსით (გენიტალური, ტუჩის, ვარიცელა - ზოსტერის) და ადამიანის პაპილომას ვირუსით გამოწვეული სხვადასხვა ფორმების ინფექციების სამკურნალოდ. 
გლიცირიზინებულ მჟავას გააჩნია ვირუსის, ანთების, ქავილის საწინააღმდეგო და იმუნომოდულირებადი მოქმედება.
გლიცირიზინის მჟავა ახდენს P ფოსფოკინაზის ინჰიბირებას, რაც იწვევს ინფიცირებულ უჯრედებში უჯრედული და ვირუსით კოდირებული ცილების ფოსფორილირების პროცესის ბლოკირებას; ახდენს A ფოსფოლიპაზის აქტიურობის ინჰიბირებას და E2 პროსტაგლანდინის წარმოქმნას აქტივირებულ პერიტონალურ მაკროფაგებში, აძლიერებს ლეიკოციტების მოძრაობის პროცესს ანთებით ზონაში, ახდენს ჟანგბადდამოკიდებული მექანიზმების ფაგოციტოზის პოტენცირებას. ასევე, გლიცირიზინის მჟავას გააჩნია მემბრანოპროტექტორული მოქმედება, ამცირებს ლიპიდების წყალბადის ზეჟანგის დაჟანგვის ინტენსიურობას აკავშირებს რა თავისუფალ რადიკალებსა და ჟანგვის ტოქსიკურ პროდუქტებს.

ჩვენებები
• უბრალო ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ჰერპეს ვირუსული ინფექციის მკურ- ნალობა როგორც მწვავე პირველად ფაზაში, ასევე რეციდივის დროს;
• ჰერპეს ვირუსული ინფექციების რეციდივის თავიდან აცილება;
• ვარიცელა ზოსტერის ვირუსით გამოწვეული შემომსალტველი სირსველის მკურნალობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
• პაპილომავირუსული ინფექციის მკურნალობა, რომელიც გამოწვეულია ადამიანის პაპილომას სხვადასხვა ტიპების ვირუსით (ონკოგენური ვირუსების ჩათვლით);
• არასპეციფიური კოლპიტის და ვაგინოზის მკურნალობა, საშოს მიკრო- ფლორის ნორმალიზაცია;
• სქესობრივი კავშირის დროს, როგორც ვირუსის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება;
• სიმშრალე, ქავილი და უსიამოვნო შეგრძნებები საშოში.

მიღების წესები და დოზები
ხმარების წინ შეანჯღრიეთ.
მიღების დროს ბალონი დაიკავეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. გარეგანი ხმარებისას ქალების და მამაკაცების მიერ პრეპარატი მიისხურება დაზიანებულ ზედაპირზე 4-5 სმ მანძილიდან პულვერიზატორის სარქველზე ხელის დაჭერით.

რეკომენდაციები ქალებისათვის:
პრეპარატის ვაგინალური მიღებისათვის თან დართულია სპეციალური საცმი. იგი წარმოადგენს 7 სმ სიგრძის ღრუ მილაკს, რომლის ერთ ბოლოში მოთავსებულია საფრქვეველი, მეორე ბოლოში კი სარქველი. გამოყენების წინ გამორეცხეთ საცმი გამდინარი წყლით და საპნით. პულვერიზატორის ბალონიდან მოხსენით სარქველი და ჩამოაცვით საცმის სარქველი. ამის შემდეგ, შეიყვანეთ საცმი საშოში მწოლიარე მდგომარეობაში. პრეპარატი შეიყვანება 3-4 შესხურვით. 5-10 წუთის განმავლობაში უნდა დარჩეთ მწოლიარე მდგომარეობაში. შემდეგ, ბალონიდან მოხსენით საცმი და გამორეცხეთ გამდინარი წყლით და საპნით. საცმი შეინახეთ თანდართულ პოლიეთილენის შეფუთვაში.

რეკომენდაციები მამაკაცებისათვის:
მამაკაცებში გამოყენებისას პრეპარატი არა მხოლოდ ისმევა გარეგან ზედაპირზე, არამედ უნდა შეშხაპუნდეს შარდსადენი მილის გარე ნახვრეტში 0,5-1 სმ მანძილიდან პულვერიზატორის სარქველზე 1-2 დაჭერით.

უბრალო ჰერპესვირუსული ინფექცია
რეკომენდირებულია პრეპარატის გარეგანი გამოყენება 6-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. ვირუსული ინფექციური პროცესის მძაფრი მიმდინარეობის დროს მკურნალობის ვადა გრძელდება დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობამდე.
კანზე სასქესო ორგანოების ირგვლივ და პერიანალურ არეში ჰერპეს ვირუსული ინფექციის ექსტრაგენიტალური კლინიკური გამოვლენის დროს პრეპარატი მიიღება იგივე სქემით. მძიმე ფორმებისა და ხშირად რეციდივებადი ვირუსული ინფექციის მკურნალობის დროს გარეგანი სასქესო ორგანოების დამუშავების გარდა, პრეპარატი გამოიყენება ვაგინალურად 2-3 ჯერ დღეში 6-10 დღის განმავლობაში.
რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდირებულია პრეპარატის გამოყენება გარეგანად და ვაგინალურად მენსტრუალური ციკლის მე-18-20 დღიდან 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს. პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია 6-ჯერ დღეში დაავადების სიმპტომების სრულ გაქრომამდე.

ადამიანის პაპილომა ვირუსული ინფექცია:
სასქესო ორგანოებზე, სასქესო ორგანოების ირგვლივ და პერიანალურ არეში პაპილომას ლოკალიზაციის დროს პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია 6 ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში. საშოში პაპილომას ლოკალიზაციის დროს რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება ვაგინალურად 3-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. დარჩენილი წვეტიანი და პაპილური წარმონაქმნების მოცილება ხორციელდება ფიზიკური ან ქიმიური დესტრუქციით, რის შემდეგ ტარდება ეპითელირებადი მონაკვეთების ეპიგენით დამუშავების განმეორებითი კურსი.

არასპეციფიური კოლპიტი და ვაგინოზი, საშოს მიკროფლორის ნორმალიზაცია
რეკომენდირებულია პრეპარატის მიღება ვაგინალურად 3-4 ჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ მკურნალობის კურსი 10 დღის შემდეგ.

როგორც ვირუსის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური საშუალება პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია სქესობრივ აქტამდე და მის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ადგილობრივი ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში

განსაკუთრებული მითითებები
ავტოტრანსპორტის მართვაზე და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების გამოყენებაზე გავლენა
ეპიგენ ინტიმი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვის უნარსა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების გამოყენებაზე. 

პრეპარატის გარეგანი გამოყენებისას არ საჭიროებს წასასმელი არის წინასწარ დამუშავებას.

გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში:
გარეგანად გამოიყენება ბავშვებში 1 წლიდან.

ჭარბი დოზირება
არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ეპიგენ ინტიმის გამოყენების დროს ვირუსის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად (აციკლოვირი, იდოქსურიდინი, ინტერფერონი) შეინიშნება ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედების პოტენცირება. ეპიგენ ინტიმის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთმოქმედება სამკურნალო პრეპარატების ძირითად ჯგუფთან, რომლებიც გამოიყენება ვირუსული დაავადებების კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში (ანალგეტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიბიოტიკები) არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე, ტემპერატურაზე 4°C-დან 25°C-მდე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
3 წელი. ვადაგასული პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ

მსგავსი პროდუქტები