ესპერალი 0.5გ #20ტ

984
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფიალკოჰოლ-დამოკიდებულობის სამკურნალო პრეპარატები ჯენერიკიDisulfiramum გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ესპერალი
(ESPERAL)

 

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
დისულფირამი....................................................................500 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პოვიდონი - 15 მგ, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი - 16.25 მგ,
მაგნიუმის სტეარატი - 0.70 მგ,
მიკროკრისტალური ცელულოზა - 158.05 მგ,
გამოხდილი წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დისულფირამი წარმოადგენს ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებას. იგი იწვევს სხვადასხვა ფერმენტების, კერძოდ ეთილის სპირტის მეტაბოლიზმში მონაწილე - აცეტალდეჰიდ-დეჰიდროგენაზას ინჰიბირებას, რის შედეგადაც ადგილი აქვს ეთილის სპირტის მეტაბოლიტის აცეტალდეჰიდის კონცენტრაციის მომატებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია მთელი რიგი არასასურველი ეფექტები: სახის ჰიპერემია, გულისრევა და ღებინება,  ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება. აღნიშნული მოვლენების გამო, ალკოჰოლის მიღებას წამლის გამოყენების შემდეგ მეტად არასასიამოვნო და ძნელად გადასატანი.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ  აღინიშნება მისი სწრაფი, მაგრამ არასრული აბსორბციის პროცესი, 70-დან 90%-მდე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი სწრაფად მეტაბოლიზდება, აღდგება დიეთილ-დითიოკარბამატამდე, რომელიც თვითონვე გამოიყოფა გლუკურონ-კონიუგატის სახით ან ტრანსფორმირდება დიეთილამინად და გოგირდნახშირბადად, რომლის ნაწილი (4-53%) გამოიყოფა ფილტვების საშუალებით.
მაქსიმალური თერაპიული ეფექტი აღინიშნება ესპერალის პერორალური მიღებიდან 12 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 10-14 დღის განმავლობაში პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ჩვენებები
ქრონიკული ალკოჰოლიზმის მკურნალობის პროცესში რეციდივების პროფილაქტიკა.

დოზირების რეჟიმი
სტანდარტული დოზა: მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 1 ტაბ. დღეში. შემდგომში დოზა თანდათან მცირდება 1/2 ან 1/4 ტაბ-მდე დღეში.
ესპერალის ტაბლეტებს იღებენ დილას საუზმის დროს ალკოჰოლის გარეშე.

გვერდითი მოვლენები
დისულფირამით გამოწვეული:
- პირში ლითონის გემოს შეგრძნება;
- არასასიამოვნო სუნი ავადმყოფებში კოლოსტომიით (გამოწვეული გოგირდნახშირბადით);
- ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები;
- ქვედა კიდურების პოლინევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი;
- ნეიროფსიქიკური მოშლილობები, მეხსიერების დაქვეითება, გონების დაბინდვა, დეზორიენტაცია, ასთენია,
- თავის ტკივილი;
- კანის ალერგიული რეაქციები.
დისულფირამ-ეთილის სპირტის კომბინაციით გამოწვეული:
აღწერილია სუნთქვის დათრგუნვის, დეპრესიის, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსის, გულის რითმის დარღვევის ან მწვავე სტენოკარდიის შემთხვევები, იშვიათად მიოკარდიუმის ინფარქტი ლეტალური გამოსავლით, აგრეთვე ნევროლოგიური დარღვევები: ტვინის შეშუპება, მენინგეალური სისხლდენები, კონვულსიები.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა დისულფირამის მიმართ;
- ღვიძლის ფუნქციის მოშლილობა;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ნეიროფსიქიკური დარღვევები. ეპილეფსია;
- გულის იშემიური დაავადება;
- ალკოჰოლის ან ალკოჰოლური სასმელების მიღება 24 სთ-ის განმავლობაში;
- ორსულობა.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი, რის გამოც ესპერალის  მიღება ამ დროს ნებადართული არ არის.
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ  ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.

განსაკუთრებული მითითებები
დისულფირამი სიფრთხილით ენიშნებათ თირკმელების უკმარისობით, ჰიპოთირეოიდიზმით, ღვიძლისა და სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე პირებს.

ჭარბი დოზირება
კომბინაცია- დისულფირამ-ეთანოლი (ძირითადად სუიციდის მიზნით) იწვევს კომას ან დათრგუნვის სინდრომს, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსს, ზოგიერთ შემთხვევებში-ნევროლოგიური გართულებებით.

მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
წინააღმდეგნაჩვენები კომბინაციები:
- ალკოჰოლი: რეაქცია (წამოხურება, ერითემა, ღებინება, ტაქიკარდია).
საჭიროა სპირტიანი სასმელებისაგან და სპირტის შემცველი სამკურნალო საშუალებებისაგან თავის შეკავება.
არასასურველი კომბინაციები:
- იზონიაზიდი: მოძრაობის და კოორდინაციის დარღვევა.
- ნიტრო-5-იმიდაზოლები (მეტრონიდაზოლი, ორნიდაზოლი, სეკნიდაზოლი, ტინიდაზოლი): მწვავე თეთრი ცხელება, გონების დაბინდვა.
- ფენიტოინი: ტოქსიკური სიმპტომებით მიმდინარე (მისი მეტაბოლიზმის დათრგუნვა) ფენიტოინის რაოდენობის სწრაფი მომატება პლაზმაში.
იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული კომბინაცია გარდუვალია, საჭიროა ავადმყოფებზე კლინიკური დაკვირვება და პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის კონტროლი, დისულფირამით როგორც მკურნალობის პროცესში, ასევე მკურნალობის შემდგომ პერიოდში.
კომბინაციები, რომლებიც სიფრთხილეს მოითხოვს:
- ვარფარინი (სხვა პერორალურ ანტიკოაგულანტებზე ექსტრაპოლაციით): პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტის გაძლიერება და სისხლდენის საშიშროება (ღვიძლში ვარფარინის დაშლის პროცესის დაქვეითება). ამ დროს რეკომენდებულია სისხლში პროთრომბინის დონის უფრო ხშირი კონტროლი და ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია, 8 დღის განმავლობაში დისულფირამით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
- თეოფილინი: დისულფირამი აინჰიბირებს თეოფილინის მეტაბოლიზმს, რის გამოც თეოფილინის დოზის კორექცია (დოზის დაქვეითება) ხდება დაავადების კლინიკური სიმპტომებისა და სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციაზე დამოკიდებულებით.
- ბენზოდიაზეპინები: დისულფირამი ბენზოდიაზეპინების ჟანგვითი მეტაბოლიზმის ინჰიბირების გზით აძლიერებს მათ სედატიურ ეფექტს (განსაკუთრებით ქლორდიაზეპოქსიდის და დიაზეპამის). ბენზოდიაზეპინის დოზის კორექცია ხდება დაავადების კლინიკური სიმპტომების შესაბამისად.
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: იმ შემთხვევაში, როდესაც დისულფირამით მკურნალობის შემდეგ ავადმყოფები იღებენ სპირტიან სასმელებს, ადგილი აქვს ალკოჰოლზე არასასურველი რეაქციების გაძლიერებას.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. 

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები