ვაგიმინი #10ვაგ.სუპოზ

58086
მარაგშია
41.68 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიადგილობრივი გამოყენების ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები ჯენერიკიMetronidazolum+Miconazolum+Lactobacillus გაცემის ფორმაII ჯგუფი რეცეპტული
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
41.68 

ვაგიმინი

ვაგინური სუპოზიტორია

შემადგენლობა

ყოველი სუპოზიტორია შეიცავს:

მეტრონიდაზოლი 500 მგ,

მიკონაზოლის ნიტრატი 100 მგ,

Lactobacillus acidophilus 50 მგ.

დამხმარე საშუალებები:  მყარი ნახევრადსინთეზური გლიცერიდები.

 

ჩვენებები

- ვაგიმინი კომბინირებული ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო

პრეპარატია, რომელიც აგრეთვე ავლენს აქტივობას Trichomonas spp.- ს მიმართ.

ვაგიმინი ნაჩვენებია კანდიდოზური ვაგინიტის და შერეული ვაგინალური

ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია გრამ(+) და გრამ(-)

ბაქტერიებით. Lactobacillus spp. აღადგენს საშოს ფიზიოლოგიურ მიკროფლორას.

 

დოზირება და მიღების წესი

- ერთი ვაგინური სუპოზიტორია დღეში, სასურველია ღამით, ორი კვირის

განმავლობაში.

* არ შეიძლება პერორალურად მიღება. ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ რეცეპტით.

 

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლის, მიკონაზოლის ნიტრატის და

Lactobacillus acidophilus-ის ან ვაგინური სუპოზიტორიების რომელიმე კომპონენტის

მიმართ.

 

გვერდითი ეფექტები

- იშვიათად პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ზომიერი ადგილობრივი წვა ან

გაღიზიანება ვაგინური სუპოზიტორიის შეყვანისთანავე.

- იშვიათად აღინიშნებოდა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

- პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი არასასურველი რეაქციის

განვითარებისთანავე მიმართეთ ექიმს.

 

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

- დისულფირამის მსგავსი რეაქცია ალკოჰოლის მიმართ აღინიშნა პერორალური

მეტრონიდაზოლის გამოყენებისას. ამიტომ, მეტრონიდაზოლით მკურნალობისას

პაციენტები უნდა მოერიდონ ალკოჰოლის მიღებას.

- მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული უნდა იყოს  რეზისტენტული

მიკროორგანიზმების სელექციის საშიშროების და ამ მიკროორგანიზმებით

გამოწვეული სუპერინფექციის რისკის გამო.

გაფრთხილება

- არ შეწყვიტოთ მკურნალობა მენსტრუაციის პერიოდშიც კი.

- არ მიიღოთ შხაპი ექიმის მითითების გარეშე. შხაპის მიღებამ შეიძლება დაარღვიოს

საშოს მიკროფლორის ფიზიოლოგიური ბალანსი.

- შხაპის, აბაზანის ან ცურვის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ საშოს გარეთა უბანი.

გამოიცვალეთ სველი საცურაო კოსტიუმი ან სველი ტანსაცმელი, რაც შეიძლება

მალე.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთანურთიერთქმედება

- მეტრონიდაზოლი აძლიერებს ვარფარინისა და კუმარინის წარმოებულების

ანტიკოაგულაციურ ეფექტს, რაც იწვევს პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას.

- ლითიუმის შედარებით მაღალ დოზებზე სტაბილიზებულ პაციენტებში

მეტრონიდაზოლით ხანმოკლე თერაპია ასოცირებული იყო შრატში ლითიუმის

დონის მომატებასთან და ზოგ შემთხვევაში, ლითიუმის ტოქსიურობის ნიშნებთან.

- მიკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს ფენიტოინის პლაზმური კონცენტრაცია და

დაარღვიოს ფენიტოინის მეტაბოლიზმი ღვიძლში.

- მიკონაზოლმა შეიძლება გაზარდოს პერორალური ანტიკოაგულაციური

საშუალებების (კუმარინი და ვარფარინი) ეფექტი.

- ვაგიმინით მკურნალობისას მოერიდეთ სხვა ადგილობრივი პრეპარატების

გამოყენებას, ვინაიდან გამორიცხული არ არის ურთიერთქმედებების განვითარება.

 

ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება

- ორსულ ქალებში გამოყენების საკითხი საჭიროებს გულდასმით განხილვას.

ვაგიმინი მიიღება მხოლოდ აშკარა აუცილებლობისას.

 

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზეზემოქმედება

- ვაგიმინს არ გააჩნია მნიშვნელოვანი ეფექტები ავტომობილებისა და მექანიზმების

მართვის უნარზე.

 

ჭარბი დოზირება

- მიკონაზოლის ნიტრატის, მეტრონიდაზოლის და  Lactobacillus acidophilus-ის შემცველი

ვაგინური სუპოზიტორიების გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევები დღემდე

ცნობილი არ არის.

 

შენახვის ვადა

- 36 თვე წარმოების თარიღიდან.

 

შენახვის პირობები

- ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა

ვაგიმინი #10 სუპოზიტორია.

5 სუპოზიტორია ბლისტერში, 2 ბლისტერი კოლოფში.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

 

მწარმოებელი

ვაგიმინი არის „NOVATOR PHARMA" LLP”-ს, დიდი ბრიტანეთი სავაჭრო ნიშანი.

"FULTON MEDICINALI " S. P. A (მილანი), იტალია.

ფაქსი: (02)93589162 ტელ: (02)93823/63/71.