პედექსი 0.5% 60მლ ლოსიონი

17956
-28%
მარაგშია
14.89 
10.65 
დანაზოგი: 4.24 ₾ (28%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპედიკულოზის სამკურნალო პრეპარატები ჯენერიკიPermethrin გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
14.89 
10.65 
დანაზოგი: 4.24 ₾ (28%)

პედექსი

შემადგენლობა:
1გ ხსნარი შეიცავს:
5მგ პერმეტრინს (Permethrinum)
დამხმარე ნივთიერებებს:
ეთილის სპირტი, იზოპროპილენის სპირტი, წიწვოვანი ეთერზეთის საშუალო ფრაქცია, გასუფთავებული წყალი;
წამლის ფორმა
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიპარაზიტული საშუალება
ათქ კოდი: P03AC04
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პერმეტრინი წარმოადგენს პირეტროიდის სინთეზური იზომერების ცის- და ტრანს- ფორმების ნარევს. ეს არის გარეგანი გამოყენების ინსექტიციდური და აკარიციდული საშუალება, რომელიც მოქმედებს მრავალ მწერზე, მათ შორის ტილებზე. პერმეტრინი მოქმედებს მწერების ნერვული უჯრედების მემბრანებზე, არღვევს არხებში ნატრიუმის და კალიუმის იონების ნაკადს, რომლებიც არეგულირებს მემბრანის პოლარიზაციას. რეპოლარიზაციის დარღვევის შედეგად ვითარდება მწერის დამბლა.
ჩვენება
ტილების გასანადგურებლად მათი განვითარების ყველა სტადიაზე (წილების მატლების, მწერების) უფროსებისთვის და ბავშვებისთვის 2 თვიდან.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ხსნარის აქტიური ნივთიერების, ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები და განსაკუთრებული მითითებები გამოყენებისას
ხსნარის თვალში მოხვედრისას, სასწრაფოდ ამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. 2-6 თვის ასაკის ბავშვების ხსნარით დამუშავება რეკომენდირებულია მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
მედიკამენტოზური ურთიერთქმედება და სხვა ურთიერთქმედებები
მონაცემები არ არსებობს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია, მხოლოდ მოსალოდნელი რისკის ფაქტორის დეტალური შესწავლის შემდეგ. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ ან უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.
ზეგავლენა ტრანპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პედექსი არ მოქმედებს ტრანპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
დოზის გადაჭარბება
არ არსებობს მონაცემები
გამოყენების წესი და დოზირება
თავის თმა და ძირები კარგად დაისველეთ პედექსის ხსნარით ბამბის, ან მარლის ტამპონით (შეიძლება ღრუბლითაც), პედექსი წაისმევა 25-50მლ გათვლით ერთ ადამიანზე, თმის სიხშირისა და სიგრძის გათვალისწინებით, თავი შეიხვიეთ თავსაფრით. 40 წუთში თავი დაიბანეთ თბილი წყლით საპნით, ან შამპუნით. თმის დაბანის შემდეგ თმა დაივარცხნეთ ხშირკბილებიანი სავარცხლით მკვდარი მწერების მოსაშორებლად.
გვერდითი მოვლენები
პედექსს გააჩნია სუსტი გამაღიზიანებელი მოქმედება ლორწოვან გარსზე. იშვიათ შემთხვევაში, აპლიკაციის ადგილზე, შესაძლებელია ქავილი, ერითემა, გამონაყარი ან წვის შეგრძნება. ისეთი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც აღნიშნულ ინსტრუქციაში მითითებული არ არის, საჭიროა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებული არაა შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის უხილავ და ხელმიუწვდომელ ადგილას, დაიცავით სინესტისგან. მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 250C.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
60მლ მუქი ფერის შუშის ფლაკონები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფებში.
• გაიცემა ურეცეფტოდ
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
შპს „ლმპ“, ვიეტალვასის ქ. 1, რიგა, LV-1009, ლატვია

გამოსაყენებლად მომზაბებისა და განადგურების შესახებ მითითება
არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები.

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები