ესკუს სომნი 100მლ ნაყენი

25245
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფისედატიური პრეპარატები ჯენერიკიExtr.Melissae,Hyperici,Origani,Leunuri* გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში

ესკუს - სომნი 

TINCTURA  ESCUS - SOMNI

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება :
კატაბალახას ფესურები ფესვებით - 40.0 გ
Rhizomata cum radisibus Valerianae
ბარამბოს ბალახი - 20.0 გ
Herba Melissae 
კრაზანას ბალახი - 20.0 გ
Herba Hyperici
თავშავას ბალახი - 20.0 გ
Herba Origani
შავბალახას ბალახი - 20.0 გ
Herba Leonuri
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილის სპირტი 95% - 360.0 მლ
Spiritus Aethylicus
გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 1000 მლ
Aqua destillata  ნაყენის მისაღებად

სამკურნალო ფორმა: ნაყენი, პერორალური მიღებისათვის.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური

ფარმაკოლოგიური თვისებები: მცენარეული ექსტრაქტებისგან შედგენილი კომბინირებული პრეპარატი, ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ და ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. ამცირებს შიშს, ღელვას და ფსიქიკურ დაძაბულობებს, ადუნებს გლუვ კუნთებს.

ჩვენება

ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა, ადვილად აღგზნებადობა, შიშები, ქრონიკული დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა (გაფანტულობა, მეხსიერების დაქვეითება), ოფლიანობა, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში, გახშირებული გულის ცემა, არტერიული წნევის ცვალებადობა.Mმსუბუქი და საშუალო დეპრესიული მდგომარეობა, ძილის რიტმის დარღვევა, უძილობა (მსუბუქი ფორმა), თავის ტკივილი (დაკავშირებული ნერვულ დაძაბულობასთან), შაკიკი, ვეგეტო დისტონია, კლიმაქტერული სინდრომი.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უსაფრთხოების ზომები: პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას

განსაკუთრებული მითითებანი: პრეპარატიის მიღების დროს აკრძალულია ალკოჰოლის მიღება .

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა უნდა მიიღონ ექიმის კონტროლის ქვეშ .

ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმდებისგან , რომლებიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს .

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება ცნს-ის დამრთგუნველ პრეპარატებთან (ალკოჰოლი, ბარბიტურატები , ტრანქვილიზატორები და ა.შ) ერთად თანადროული გამოყენებისას გათვალისწინებულ იქნას სედაციური და საძილე ეფექტის გაძლიერება .

გამოყენების მეთოდები და დოზები: ერთი სუფრის კოვზი განაზავეთ ერთ სუფრის კოვზ წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ , უძილობის დროს მიიღეთ Uუშუალოდ ALODძილის წინ.

გვერდითი მოვლენა: იშვიათ შემთხვევაში ძილიანობა.

ჭარბი დოზირება: ძილიანობა.

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურა.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: 100 მლ ნაყენი ნარინჯისფერ პოლიეთილენის ბოთლში, საზომი ჭიქით, თითოეული ბოთლი მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელის დასახელება და მისამართი
შპს "ესკულაპი"
ჭიაურელის ქ. #2. თბილისი, საქართველო

ტელ: 2 540 454

ერთად ყიდულობენ
მსგავსი პროდუქტები