ვივაბონი 120მლ სიროფი

30164
მარაგშია
11.39 
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიფუნქციური ასთენიის დროს გამოყენებული პრეპარატები ჯენერიკიPhoenix,Emblica offic,Solanum capsicatr* გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
11.39 

ვივაბონი

    სავაჭრო დასახელება: ვივაბონი

    წამლის ფორმა: სიროფი

    შემადგენლობა:

    აქტიური კომპონენტები:

სიროფის ყოველი 10 მლ შეიცავს  შემდეგ სქელ ექსტრაქტებს : ფინიკის პალმა 120 მგ, სამკურნალო ემბლიკა 70 მგ, ზამთრის ალუბალი 25 მგ, გრძელი წიწაკა 10 მგ, აზიური ცენტელა 25 მგ, ორლებლიანი ამომუმი 10 მგ, სამკურნალო ომბირი 20 მგ, შამბალა 20 მგ, ღიღილო 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  ალაოს ექსტრაქტი, საქაროზა, თაფლი, უწყლო ლიმონმჟავა, გლიცერინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, არომატიზატორი „ლიჩი“, დეიონიზირებლი წყალი. 

ფამაკოლოგიური თვისებები:

ვივაბონის სიროფი ხელს უწყობს ჯანმრთელ ფიზიკურ და გონებრივ ზრდას, განსაკუთრებით ბავშვებში და ამდიდრებს ენერგიის წყაროებს, აუმჯობესებს ჯანმრთელობს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და წინააღმდეგობას სტრესისადმი, უზრუნველყოფს სწრაფ გამოჯანმრთელებას, ხელს უწყობს სისუსტის, დაღლილობის დაძლევას, ასტიმულირებს მადას და ხელს უწყობს სხეულის მასის მომატებას.

პრეპარატს აქვს სასიამოვნო გემო და არ იწვევს გვერდით მოვლენებს, უსაფრთხოა ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის.

პრეპარატის აქტიური კომპონენტების თვისებები:

აქტიური კომპონენტები

                      თვისებები

 ფინიკის პალმა

აქვს მკვებავი, აღმდგენი თვისებები. ფინიკი შეიცავს ბუნებრივ ფტორს (იცავს კბილებს კარიესისაგან), იმუნური ფუნქციისათვის აუცილებელ სელენს, ასევე ცილებს და  რიგ ვიტამინებს.

სამკურნალო ემბლიკა

აუმჯობესებს წინააღმდეგობას ინფექციებისადმი, აძლიერებს, ორგანიზმის სხვადასხვა ჯირკვლებს და ხელს უწყობს კბილების, ღრძილების და ძვლების გამაგრებას. ასტიმულირებს მადას, ზრდის საერთო ცილის დონეს და ხელს უწყობს სხეულის მასის მომატებას ანაბოლური მოქმედების ხარჯზე.

ზამთრის ალუბალი

ხელს უწყობს ორგანიზმის გაძლიერებას, ნერვული გამოფიტვის დაძლევას და გონებრივი და ფიზიკური აქტივობის აღდგენას, ზრდის სხეულის მასას, ზრდის სისხლში ერითროციტების და თმის მელანინის დონეს.

გრძელი წიწაკა

ასტიმულირებს მადას, ზრდის აქტივობას.

აზიური ცენტელა

აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობას და ავითარებს მეხსიერებას. შეიცავს ნატურალურ ამინომჟავებს, მიკროელემენტებს, ვიტამინებს და ბიოაქტიურ ალკალოდებს და გლიკოზიდებს.

Amomoum subulatum

შეიცავს თუთიას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამშობს ადამიანის რაციონში და უჯრედულ მეტაბოლიზმში.

სამკურნალო იმბილი

ხელს უწყობს ნერწყვის და კუჭის წვენის გამოყოფას. არის ნაღველმდენი. გამოიყენება მადის დაკარგვის, დისპეპსიის დროს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას გასტრიტის დროს.

Trigonella foenum graecum

გამოიყენება მადის სტიმულირებისათვის, ასევე გასტრიტის და კუჭის სხვა დარღვევებისას

ღიღილო

ინარჩუნებს ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებას, ამაგრებს კუნთოვან ქსოვილებს და ძვლებს.

მიღების ჩვენებები:

  • ზრდის შეფერხება
  • ძალიან დაბალი წონა
  • არასტაბილური კვება
  • მადის დაკარგვა
  • სუსტი მეხსიერება
  • დაღლილობა და სისუსტე
  • დაქანცულობა და სტრესი
  • სწრაფი გამოჯანმრთელება

 დოზირება:

6 თვიდან 6 წლამდე : 1 ჩაის კოვზი 2 - ჯერ დღეში

7-12 წელი: 2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში

13 წელი და მეტი: 1 სადილის კოვზი 3 ჯერ დღეში

ან ექიმის დანიშნულების მიხედვით

უსაფრთხოების ზომები:

სიროფი შეიცავს საქაროზას, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებელბმა, ასევე იმ პირებმა, რომლებიც იცავენ დაბალკალორიულ დიეტას.

წინააღმდეგჩვენებები

უცნობია

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებასთან

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.

დოზის გადაჭარბება:

უცნობია, ნაკლებ სავარაუდოა

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს +25˚C ტემპერატური პირობებში, ბავშვებისათვის მიუწდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

არ გამოიყებოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიაბობის ვადის გასვლის შემეგ.

შეფუთვა:

120 მლ სიროფი ფლაკონში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმებელი

ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედი