პიმაფუცინი კრემი 2% 30გ ტუბ

3218
არ არის მარაგში
ფარმაკოლოგიური ჯგუფისოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები ჯენერიკიNatamycinum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
პიმაფუცინი
PIMAFUCIN
 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - natamycin

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - D01AA02

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის; სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა


2% 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში

1 გ კრემი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატამიცინი 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ცეტილეთერული ბოჭკო, დეცილოლეატი (ცეტიოლ V), ნატრიუმის ლაურილსულფატი, პროპილენგლიკოლი, პროპილპარაჰიდროქსი-ბენზოატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ცეტოსტეარილის სპირტი, სტერილური წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნატამიცინი - პრეპარატის მოქმედი ნივთიერება წარმოადგენს ფუნგიციდური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო პოლიენურ ანტიბიოტიკებს. ნატამიცინი აკავშირებს უჯრედის მემბრანის სტეროლებს, არღვევს რა მის მთლიანობას და ფუნქციას, რაც იწვევს მიკროორგანზიმების სიკვდილს. ნატამიცინის მიმართ მგრძნობიარეა პათოგენური საფუარა სოკოების უმრავლესობა, განსაკუთრებით Candidia albicans, ზოგიერთი უმარტივესი (T. vaginalis). ნაკლებად მგრძნობიარეა დერმატოფიტები. ნატამიცინის მიმართ რეზისტენტობა საფუარის სოკოებს შორის კლინიკურ პრაქტიკაში არ გვხვდება.

ფარმაკოკინეტიკა
გარეგანი ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება დაუზიანებელი კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან.

ჩვენებები
კანის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით, მათ შორის:
• ვულვიტი, ვულვოვაგინიტი, ბალანოპოსტიტი, რომლებიც გამოწვეულია უმთავრესად Canida სოკოებით.
• კანის ფრჩხილების კანდიდოზი
• სოკოებით პირველადად გამოწვეული ან კანდიდოზით გართულებული გარე ყურის ოტიტი
• დერმატომიკოზები.

მიღების წესები და დოზები
ვულვიტის, ვულვოვაგინიტის, ბალანოპოსტიტის დროს კრემის დადება ხდება დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე. Candida albicans- ით გამოწვეული ვულვიტის, ვულვოგანიტის რეგულარული მკურნალობისას, პიმაფუცინი ინიშნება დამატებით ტაბლეტების ან ვაგიანლური სანთლების სახით.
დერმატომიკოზების დროს (მათ შორის კანის და ფრჩხილების კანდიდოზები, ბავშვებში კანის ნაკეცების გაღიზიანებისას) კრემი დაიტანება კანის და ფრჩხილების დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე (4-ჯერ). გარეთა სასმენი მილის მიკოზის დროს დაზიანებულ უბანზე უსვამენ დღეში 1-ჯერ ან რამდენჯერმე (4-ჯერ). პრეპარატის გამოყენების წინ უნდა მოხდეს ყურის გასუფთავება. პრეპარარტის გამოყენების შემდეგ სასმენ გასავალში ათავსებენ ბუნებრივი მასალის (ბამბა, შალი) ტამპონს.
მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება კიდევ რამდენიმე დღეს.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად შესაძლებელია მსუბუქი დაზიანება, წვის შეგრძნება პრეპარატის დადების ადგილას.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
პიმაფუცინის გამოყენება შეასძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ნაყოფზე არარსასურველი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირება
პიმაფუცინის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსბობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 3 წელი. არ შეიძლება პრეპარტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით (II ჯგუფი).

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ტემლერ იტალია ს.რ.ლ

იტალია
მსგავსი პროდუქტები