ნესტლე-ურძეო ფაფა ბრინჯით ჰიპოალერგიული 200გ

60066
მარაგშია
9.70 
+
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
9.70 
ბრენდი:
ნესტლე - NESTLE

ნესტლე

ბრინჯის ურძეო ფაფა ჰიპოალერგიული

მშრალი ურძეო სწრაფად ხსნადი ფაფა, გამდიდრებული პრობიოტიკული კულტურებით “NESTLE®”: „მშრალი ურძეო ბრინჯის ფაფა  ბიფიდობაქტერიებით, სწრაფადხსნადი, გამდიდრებული ვიტამინებით და მინერალებით, ჰიპოალერგიული, შაქრის გარეშე“, ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის. 6 თვიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  წონა ნეტო 200 გ. სურსათი დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ინგრედიენტების, ხელოვნური საღებავებისა და კონსერვანტების გამოყენების გარეშე. პალმის ზეთის გარეშე.

ჩემი პირველი ფაფა, ვაგრძელებთ დამატებით კვებას

*6 თვიდან

მნიშვნელოვანი შენიშვნა! ყურადღება! ჩვილი ბავშვისათვის საუკეთესო საკვებს წარმოადგენს დედის რძე. ჯანმო რეკომენდაციას უწევს ექსკლუზიურ ბუნებრივ კვებას პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდგომ დამატებითი კვების შემოღებას დედის რძით კვების გაგრძელების ფონზე. კომპანია ნესტლე მხარს უჭერს ამ რეკომენდაციას. ამ ფაფის ბავშვის რაციონში შეყვანის დროსთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან.*ასაკობრივი შეზღუდვები მითითებულია შეფუთვაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ბიფიდობაქტერიებით BL კომფორტული მონელებისა და ჯანსაღი ზრდისათვის, iRON + (რკინა, იოდი, ვიტამინი C და B1).

ინგრედიენტები: ბრინჯის ფქვილი (86.6%),მალტოდექსტრინი, მინერალური ნივთიერებები (კალციუმის კარბონატი, რკინის (II) ფუმარატი, თუთიის სულფატი, კალიუმის იოდიდი), ვიტამინები (C (L-ასკორბინის მჟავა), E (DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი), PP (ნიკოტინამიდი), A (რეტინოლის აცეტატი), B1 (თიამინის მონონიტრატი), B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), B2 (რიბოფლავინი), B9 (ფოლიუმის მჟავა), D (D3 ქოლეკალციფეროლი)),   ბიფიდობაქტერიები არანაკლებ 1x106 კწე/გ.  პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს გლუტენს და რძეს. პროდუქტი შეფუთულია მოდიფიცირებულ ატმოსფეროში აზოტით.

კვებითი ღირებულება 100 გ მზა სურსათში (წყლით განზავებისას/დედის რძეშიგახსნისას): ენერგეტიკული ღირებულება  50/105 კკალ; 210/441 კჯ; საკვები ბოჭკოები 0.14/0.13 გ; ცილები 0,81/2.16 გ; ცხიმები 0.07/3.02 გ; მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები 0,01/1.22 გ; ნახშირწყლები 11.49/17.4გ; მათ შორის შაქრები 2.1/8.2 გ; მარილი (ნატრიუმი x 2.5) 6.75/65.5 მგ; ნატრიუმი 2.7/26.2მგ; იოდი 8.1/19.7 მკგ; რკინა 1/1.1მგ; თუთია 0.5/0.84 მგ; კალციუმი 59.5/79 მგ; ვიტამინები: C  7.4/11მგ; A 51.4/125.9 მკგ რე; D 1.4/1.5მკგ; E  1/1.21მგ;  B1  0.04/0.05 მგ; B2  0.07/0.09 მგ; B6  0.05/0.05 მგ; B9  10.8/13.2 მკგ; PP 0.6/0.77მგ. ბიფიდობაქტერიები არანაკლებ 1x106 კწე/გ.

ქიმიური ანალიზის შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს  ცხრილში მოცემული მნიშვნელობებისგან, რაც დამახასიათებელია ნატურალური ნედლეულისთვის.

მომზადების წესი:  არ ხარშოთ! კვებეთ ბავშვი სუფთა კოვზით. ფაფა   საჭიროა მომზადდეს უშუალოდ ყოველი კვების წინ. არ შეინახოთ კვების შემდეგ დარჩენილი  განზავებული ფაფა.

1.დაიბანეთ ხელები და აიღეთ სუფთა ჭურჭელი. 2. დაასხით სუფთა თეფშზე 370 C ტემპერატურის 160 მლ დედის რძე, ან  საბავშვო ნარევი. იმ შემთხვევაში თუ მომზადებისთვის იყენებთ საბავშვო ნარევს, სასმელი წყალი ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, გააგრილეთ 400 C-მდე და გახსენით საბავშვო ნარევის საჭირო რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ ფაფის მომზადებისთვის თქვენ იყენებთ სასმელ წყალს5, ადუღეთ ის 5 წუთის განმავლობაში, და გააგრილეთ 400 C-მდე. დაასხით სუფთა თეფშზე 160 მლ წყალი. 3. ჩაყარეთ მშრალი ფაფის რეკომენდებული რაოდენობა - 25 გ (4 სუფრის კოვზი) ცალკე ფინჯანში.  თანდათან ამატეთ თეფშზე დედის რძით, ანადუღარი წყლით ან საბავშვო ნარევით მშრალი ფაფა, მოურიეთ განუწყვეტლივ. 4. მოურიეთ ფაფას ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღწევამდე. დამატებითი კვების შემოღება დაიწყეთ 1 სუფრის კოვზი   ფაფით,  რომელიც გახსნილია 4-5 კოვზ დედის რძეში, ანადუღარ წყალში ან საბავშვო ნარევში, რომელზეც იმყოფება ბავშვი. თანდათან გაზარდეთ ფაფის რაოდენობა ერთ  სრულ ულუფამდე.

5 წყლით განზავებისას ფაფა არ უზრუნველყოფს რაციონის აუცილებელ კვებით ღირებულებას. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან რაციონის კორექციის მიზნით.

შენახვის პირობები: დახურული კოლოფი შეინახეთ მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250 C ტემპერატურისა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის არაუმეტეს 75%-ის პირობებში. გახსნის შემდეგ კოლოფი მჭიდროდ დახურეთ.  გახსნის შემდეგ შეინახეთ მშრალ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 კვირისა.

დამზადების თარიღი, უმჯობესია გამოყენებული იქნას -მდე და პარტიის ნომერი, მითითებულია შეფუთვის ძირზე.

მწარმოებელი:   შპს „ნესტელე როსია“ 115054, რუსეთი, ქ. მოსკოვი პაველეცკის მოედანი. სახლი 2.  შენობა 1 ( ფილიალი ქ. ვოლოგდში: 160010. ქ. ვოლოგდა მიხაილ პოპოვიჩის ქუჩა. სახლი 4 ა).

იმპორტიორი საქართველოში: შპს „ნესტლე საქართველო“. ჭავჭავაძის გამზ. 34, მე-8 სართ. თბილისი.

®Société des Produits Nestlé S.A.(შვეიცარია), სავაჭრო ნიშნის მფლობელი.