კონტრაკტუბექსი 20გ გელი

9007
-29%
მარაგშია
29.15 
20.84 
დანაზოგი: 8.31 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიპროტეოლიზური ფერმენტების და მც. ექსტრატების შემცველი პრეპარატები ჯენერიკიHeparine+Allantoin+Extr.Allium გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
29.15 
20.84 
დანაზოგი: 8.31 ₾ (29%)

კონტრაკტუბექსი / Contractubex


  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები პროტეოლიზური მოქმედებით → პრეპარატები პროტეოლიზური, ანტითრომბოლიზური და კერატოლიზური მოქმედებით
  • მწარმოებელი კომპანია: Merz Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 20გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

100 გ.

ხახვის ექსტრაქტი 10 გ

ჰეპარინი 5000 სე

ალანტოინი   1 გ

დამხმარე ნივთიერებები

სორბინოლის მჟავა, მეთილ-4-ჰიდროქსიბენზოატი, DROM 2700, ქსანტანი

პოლიეთილენგლიკოლი 200, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოდინამიკა:

კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებებით. ახასიათებს ფიბრინოლიზური ანთების საწინააღმდეგო (ხახვის ექსტრაქტი), ანტიბაქტერიული (ჰეპარინი) და კერატოლიზური (ალანტოინი) მოქმედება. ასტიმულირებს უჯრედოვან რეგენერაციას ჰიპერპლაზიის გარეშე. აინჰიბირებს კელოიდური ფიბრობლასტების პროლიფერაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

ჰეპარინის საკმარისი რაოდენობა დერმის შემაერთებელ ქსოვილში აღწევს 4 საათში. ღრმა შეღწევას განაპირობებს ჰეპარინის კომბინაცია ხახვის ექსტრაქტთან და ალანტოინთან (ტრანსდერმულიჰეპარინიზაცია). კონტრაქტუბექსის გამოყენების დროს მისი სისტემური აბსორბცია არ აღინიშნება.

ჩვენებები

ჰიპერტროფული და კელოიდური ნაწიბურები, განვითარებული ქირურგიული ოპერაციების, ამპუტაციის, დამწვრობის და ტრავმების შემდეგ; სახსრების ანკილოზი (კონტრაქტურა);

დიუპიტრენის კონტრაქტურა; მყესების ტრავმული კონტრაქტურა; ორსულობის შემდგომი სტრიები; ატროფიული ნაწიბურები (უმეტესად განვითარებული აკნეს ან ფურუნკულოზის შემდეგ); ოპერაციის შემდგომ პერიოდში ან ტრავმების შემდგომ განვითარებული პათოლოგიური ნაწიბურების განვითარება.

შესაძლებელია გამოყენება ბავშვებში, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში

მიღებისწესი და დოზები

საშუალოდ 20-25სმ² ფართობზე იხარჯება 0,5სმ გელი. დღეში 2-3-ჯერ შეიზილება ნაწიბუროვან ქსოვილში. ახალი ნაწიბურების შემთხვევაში კურსის ხანგრძლივობა საშუალოდ 4 კვირაა. ძველი ნაწიბურების შემთხვევაში ღამე რეკომენდებულია ოკლუზიური ნახვევის დადება გელთან ერთად. მკურნალობის კურსი შეადგენს საშუალოდ 3-6 თვეს.

დიუპიტრენის კონტრაქტურის მკურნალობის კურსი შეადგენს საშუალოდ 12 თვეს.

პროფილაქტიკისთვის იყენებენ ჭრილობის ეპითელიზაციის შემდგომ ფაზას (დაუშვებელია გრანულაციურ ქსოვილზე გამოყენება).

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

სისტემური აბსორბციის არ ქონის გამო პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად - ადგილობრივი კანის მხრივ რეაქცია

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მოქმედების გასაძლიერებლად გელი გამოიყენება წინასწარ დაორთქლილ კანზე. შესაძლებელია მისი გამოყენება ფიზიოთერაპიულ პროცედურებთან ერთად.

ახალი ნაწიბურების მკურნალობისას საჭიროა მოერიდონ ულტრაიისფერ სხივებს, სიცივის ზემოქმედებას და ინტენსიურ მასაჟს.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ